TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 257
Previous part

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მრქუა მე უფალმან: აღმოიღე თავისა შენისა ქარტაჲ გრაგნილი ახალი დიდი, და დაწერე მას საწერელითა კაცისაჲთა, რაჲთა მალე წარმოღებაჲ ყოს ნატყუენავისაჲ, რამეთუ მოწევნულ არს.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოწამჱ მიყვენ მე სარწმუნონი კაცნი, ჰურია მღდელი და ზაქარია ძჱ ბარუქისი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მოუჴდა წინაწარმეტყუელსა მას ქალწულსა, და მუცლად-იღო, და შვა ძჱ. და მრქუა მე უფალმან: უწოდე სახელი მისი. ადრე წარმოტყუენე მსწრაფლ წარმოიღე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის ხადად სახელისა მამისა გინა დედისა. განძლიერდეს და წარმოიღოს ძალი დამასკესაჲ და ნატყუენავი სამარიაჲსაჲ წინაშე მეფეთა ასურასტანისათა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და შესძინა უფალმან სიტყუად ჩემდა მერმე, და თქუა: Page of ms. J: A42r 

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს რამეთუ არა/ ჰნებავს ერსა ამას წყალი იგი სილოამისაჲ, რომელი ვალს მშჳდობით. არამედ გნებავს რაასინ და ძჱ რომელისი მეფედ თქუენ ზედა:

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა აღმოიყვანოს უფალმან თქუენ ზედა წყალი იგი მდინარისაჲ, ძლიერი და ფრიადი, მეფჱ [!] იგი ასურასტანისაჲ და ყოველი დიდებაჲ მისი. და აღმოვიდეს ყოველსა ჴევნებასა მაგას თქუენსა, და იმოთხვიდეს ყოველთა ზედა ზღუდეთა თქუენთა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და აღიღოს ჰურიასტანით კაცი რომელი შემძლებელ იყოს აღპყრობად თავისა, გინა შემძლებელი აღსრულებად რაჲსა მე: და იყოს ბანაკი მისი ესრე, ვითარცა აღავსოს სივრცე სოფლისა შენისაჲ. ჩუენ თანა ღმერთი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ცანთ წარმართთა და იძლიენით, ისმინეთ დასასრულადმდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი ეგე იძლიენით. უკუეთუ კუალად განსძლიერდეთ, მერმეცა იძლიენითვე.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და რომელი ზრახოთ ზრახვაჲ, გან-ვე-აქარვოს უფალმან: და სიტყუასა რომელსა იტყოდით, არა დაადგრეს თქუენ თანა, რამეთუ ჩუენ თანა ღმერთი არს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ჴელითა ძლიერითა ურჩთა მათთჳს, და სლვითა გზისა ერისა ამის და იტყჳან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ნუ იტყჳთ ფიცხელსა, რამეთუ ყოველი რომელი თქუას ერმან ამან ფიცხელ არს, შიშისა მათისათჳს არა გეშინოდის, არცა შესძრწუნდეთ მათგან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უფალი თავადი წმიდა ყავთ, და იგი იყოს შიშ თქუენდა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ მისა მოსავ იყო, იყოს შენდა სიწმიდე. და არცა ვითარცა ლოდსა დაბრკოლებისასა შეემთხჳნეთ, და არცა ვითარცა კლდესა საცთურისასა, ხოლო სახლი იაკობისი საფრჴითა და საცთურითა სხენან იჱრუსალემს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს უძლურ იქმნნენ მრავალნი: დაეცნენ და შეიმუსრნენ, და მიიახლნენ და შეიპყრნენ კაცნი კრძალულებით. Page of ms. J: A42v 

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მაშინ ცხად იყვნენ/ აღბეჭდულნი იგი შჯულსა არა სწავლად.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და სთქუა, უგებდე ღმერთსა რომელმან გარე-მიაქცია პირი მისი სახლისაგან იაკობისა, და ვიყო მე მოსავ მისი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე და ყრმანი რომელნი მომცნა მე ღმერთმან. და იყოს სასწაულებად და ნიშებად სახლსა ისრაჱლისასა უფლისა მიერ საბაოთისა, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა სიონსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ გრქუან თქუენ, ეძიებდით მუცლით-მეზღაპრეთა ქუეყანით-მჴმობელთა, რომელნი მუცლით ჴმობენ, არა ერი არს ღმრთისა მიმართ მათისა, რამეთუ გამოეძიებენ ცხოველთათჳს მკუდართა გან:

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შჯული შესაწევნელად მოეცა, რაჲთა არა თქუან ვითარცა სიტყუაჲ ესე, რომლისათჳს არა არს ქრთამის ცემა მისთჳს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მოიწიოს თქუენ ზედა ფიცხელი სიყმილი, და იყოს გმშიოდის, შესწუხნეთ, და ბოროტსა იტყოდით მთავრისათჳს, და მსოფლელთა, და აღიხილ<ნ>ენ თუალნი ზეცად აღმართ,

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ქუეყანად დაღმართ. და აჰა ესერა უპურებაჲ იწროჲ და ბნელი, ჭირი და იწროებაჲ, და წყუდიადი ვიდრე ვერ ხედვად, და არა წარიწიროს რომელი იწროებასა იყოს ვიდრე ჟამადმდე.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.