TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 259
Previous part

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვაჲ რომელნი წერენ უკეთურებასა, რამეთუ წერენ და უკეთურებასა წერენ,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
გარდააქცევენ საშჯელსა დავრდომილისასა, და მოიტაცებენ განკითხვასა გლახაკთა ერისა ჩემისათა, რაჲთამცა იყვნეს მათა ქურივნი მისატაცებელ, და ობოლნი წარსატყუენველ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და რაჲ მე ყონ დღესა მას მოხედვისასა. რამეთუ ჭირი თქუენი შორით მოიწიოს, და ვისა მიივლტოდით რაჲთა შეწევნაჲ Page of ms. J: A44r  ჰპოოთ. და სადა დაუტეოთ დიდებაჲ თქუენი, რაჲთა არა შესცჳვეთ წარმყვა/ნებელთა, და ქუეშჱ მოკლულთა დაეცნენ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულის-წყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალვე არს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ვაჲ ასურასტანელთა კუერთხსა გულის-წყრომისა ჩემისასა, და რისხვაჲ არს ჴელთა მათთა .

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რისხვაჲ ჩემი ნათესავსა ზედა უშჯულოსა მივავლინა, და ერსა ჩემსა ზედა უბრძანო ტყუენვაჲ და ავრობაჲ, და დათრგუნვაჲ ქალაქთაჲ, და დასხმად იგინი მტუერად გზათა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ხოლო მას არა ესრეთ გულსა მოუჴდა, სულითა თჳსითა არა ესრეთ განიზრახა, არამედ განიშორა გონებითა თჳსითა თესლებსა მოსრვად არა მცირედსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ ჰრქუან მას, არა შენ ხოლო ხარ მთავარ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და თქჳს, არა დავიპყარ სოფელი ზემო კერძო ბაბილონსა, და ქალანესა სადა იგი გოდოლი შენებულ იყო. და დავიპყარ არაბიაჲ, და დამასკჱ, და სამარიაჲ:

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ესე დავიპყარ, ეგრეცა ყოველი სოფელი დავიპყრა, ღაღადებ<დ>ით გამოქანდაკებულნი იჱრუსალემს, და სამარიას,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
<. . .> და ჴელით-ქმნულნი [

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
] რაჟამს აღასრულოს უფალმან ყოფად ესე ყოველი, მთასა ზედა <სიონსა> და იჱრუსალემს, მოავლინოს გონებასა მას ზედა დიდსა, და მთავარსა მას ზედა ასურასტანელთასა, და სიმაღლესა მას დიდებისა თუალთა მისთასა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ თქუა: ძალითა ჩემითა ვყო, და სიბრძნითა გულის-ჴმის-ყოფისა ჩემისაჲთა მოვიპყრნე საზღვარნი თესლებისანი, და ძალი მათი წარმოვიღო.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი, და სოფელი ყოველი დავიპყრა ჴელითა ჩემითა, ვითარცა მართუენი და ვითარცა დაშთომილნი კუერცხნი აღვიხუნე, და არა ვინ იყოს რომელი განმერეს მე, ანუ სიტყუა მი<უ>გოს მე. Page of ms. J: A44v 

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ნუ უკუჱ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა, ანუ/ აღმაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა. ეგრეთვე ვითარცა იგი ვინ აღიღის კუერთხი, ანუ წათი, და არა ეგრე.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
არამედ მოავ<ლ>ინოს უფალმან საბაოთ. შენსა მას პატიოსნებასა ზედა უპატიოებაჲ, და დიდებასა შენსა ზედა ცეცხლი აღგზებული აღატყდებოდის.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყოს ნათელი ისრაჱლისაჲ ვითარცა ალითა აღგზებულ: და წმიდა ყოს იგი და შეწუას: და შეშჭამდეს ვითარცა თივასა ტყესა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა დაშრტენ მთანი და ბორცუნი და მაღნარნი, და შეშჭამდეს სულითგან ჴორცადმდე: და იყოს რომელი იგი ივლტოდის ვითარცა იგი ვინ ივლტინ ალისაგან აგზებულისა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და რომელნი დაშთენ მათგან, იყვნენ რიცხჳთ, და ყრმამან მცირემან დაწერნეს იგინი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა არღარა შეეძინოს ნეშტი ისრაჱლისაჲ. და ცხორებულნი იაკობისნი არღარა მოსავ იყვნენ მავნებელთა მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმრთისა წმიდისა ისრაჱლისა ჭეშმარიტებით,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მოაქციოს ნეშტმან იაკობისმან ძლიერისა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
დაღათუ იყოს ერი შენი ისრაჱლ ვითარცა მქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი მათი ოდენ ცხონდეს.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლით <რამეთუ სიტყუაჲ შემოკლებული>. ყოს უფალმან ყოველსა ზედა სოფელსა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი საბაოთ: ნუ გეშინინ ერო ჩემო, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სიონს, ასურასტანელთათჳს, რამეთუ კუერთხითა დაგცე<ს> შენ. რამეთუ გუემაჲ მოვაწიო შენ ზედა ხილვად შენდა გზაჲ ეგჳპტისაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
მერმე და მცირედ, და დასცხრეს რისხვაჲ ჩემი შენთჳს, ხოლო გულის-წყრომაჲ ჩემი ზრახვასა მათსა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და აღადგინოს ღმერთმან ტანჯვაჲ მათ ზედა წყლულებისა მის-ებრ მადიამისა ადგილსა ჭირისასა, ხოლო გულის-წყრომაჲ მისი გზასა მას ზღჳთ Page of ms. J: A45r  კერძო ეგჳპტედ მიმართ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, მოგეღოს უღელი მისი/ ქედისაგან შენისა, და შიში მისი შენგან. და განირყუნეს უღელი მისი მჴართაგან თქუენთა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოიწიოს ქალაქად ანგედ,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და თანა-წარვლოს მაგედონი: და მაქმას დადვას საჭურველი თჳსი.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და წარვლოს ჴევი იგი, და მიიწიოს გაბაონდ და იქცეოდის. შიშმან შეიპყრას ჰრამაჲ ქალაქი იგი საულისი.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და ივლტოდის ასული გალიმისი: ესმეს ლაისსა, ესმეს ანათოთსა,

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
განკრთა მედებებაჲ, და მკჳდრნი გაბირისანი.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
ჰლოცვიდენ დღეს გზასა დადგრომად, ევედრებოდიან ჴელითა მთაჲ ასულისა სიონისაჲ, და ბორცუნი რომელნი იყვნეს იჱრუსალემს და იუდას. აჰა ესერა უფალი საბაოთ შეაძრწუნებს დიდებულთა ძლიერებითურთ.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და მაღალნი იგი გინებით შეიმუსრნენ, და განსაცხრომელნი იგი დამდაბლდენ, და დაეცნენ მაღალნი იგი მახჳლითა, ხოლო ლიბანი სიმაღლითურთ დაეცეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.