TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 336
Previous part

Chapter: 21  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ რომელი იყო უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ, რაჟამს მიავლინა მისა მეფემან სედეკია პასქორ, ძჱ მელქისი, და სოფონია, ძჱ მაასესი მღდელისაჲ, და ჰრქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ჰკითხე ჩუენთჳს უფალსა, რამეთუ მეფჱ ბაბილოვნელთაჲ Page of ms. J: A120v  მოდგომილ არს/ ჩუენ ზედა, ყოს ხოლო თუ უფალმან ყოვლითა საკჳრველებითა <მისითა>, და წარვიდეს ჩუენგან.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ იერემია; ესრე არქუთ სედაკიას.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე გარდავაქცინე საჭურველნი საბრძოლნი, რომლითა ჰბრძავთ თქუენ ქალდეველთა, რომლითა შეუცავთ გარემო ზღუდესა შორის ქალაქსა ამას,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და გბრძოდი მე თქუენ ჴელითა განმზადებულითა და მკ<ლ>ავითა მაგრითა, გულის-წყრომითა და რისხვითა და მრისხანებითა დიდითა;

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოვსწყჳდნე ყოველნი დამკჳდრებულნი ამას ქალაქსა შინა კაცნი და საცხოვარი სიკუდილითა დიდითა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მისა შემდგომად ესრე იტყჳს უფალი; მივსცე სედეკია, მეფჱ იუდაჲსაჲ, <და> მონანი მი<ს>ნი და ერი მისი, რომელ დავრდომილ არს ქალაქსა ამას შინა, სიკუდილსა და სიყმილსა და მახჳლსა, და ჴელთა მტერთა მათთასა და მეძიებელთა სულთა მათთასა. დაჭრნენ იგინი პირითა მახჳლისაჲთა, და არა ვერიდო მათ, და არცა შევიწყალნე იგინი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ერსა მას ჰრქუა, ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მიგცე წინაშე პირსა თქუენსა გზაჲ ცხორებისაჲ და გზაჲ სიკუდილისაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რომელი ჯდეს ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლითა და სიყმილითა, და რომელი გამოვიდოდის და მიადგებოდის ქალდეველთა, რომელთა შეუყენებიედ თქუენ, ცხოვნდეს, და იყოს თავი მისი ტყუჱ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დამიმტკიცებიეს პირი ჩემი ამას ქალაქსა ზედა ბოროტისად და არა კეთილისად, ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა მიეცეს, და დაწუას იგი ცეცხლითა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
სახლმან მეფისა იუდაჲსმან ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
სახლო დავითისო, ესრეთ იტყჳს უფალი; შჯიდით დილითი საშჯელსა, და განაგებდით; განარინეთ მიტაცებული ჴელისაგან მავნებელისა მისისა, რაჲთა არა აღატყდეს ცეცხლ-ებრ გულის-წყრომაჲ ჩემი. აღეგზნეს და არა ვინ იყოს დამშრეტელ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე შენდამი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ღელესა ასურისასა Page of ms. J: A121r  ველსა, რომელნი იტყჳან, ვინ შეგუაძრწუნნეს ჩუენ, ანუ/ ვინ შემოვიდეს საყოფლად ჩუენდა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
აღვაგზნე ცეცხლი მაღნართა მისთა, და შეჭამნეს ყოველნი გარემოჲს მისსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.