TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 337
Previous part

Chapter: 22  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ესრე იტყჳს უფალი; წარგუალე და შთავედ სახლსა მეფისა იუდაჲსსა, და იტყოდე მუნ სიტყუასა მას,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და არქუ, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ მეფემან იუდაჲსმან, რომელი ჰზი საყდარსა დავითისსა, შენ და სახლმან შენმან და მონათა შენთა და ერმან შენმან, და რომელნი შეხუალთ ბჭეთა ამათ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; ჰყოფდით საშჯელსა და სიმართლესა, და განარინეთ მიტაცებული ჴელისაგან მავნებელისა მისისა, და ვედრსა და ობოლსა და ქურივსა ნუ ჰმძლავრობთ, და ნუ უღმრთო იქმნებით, და სისხლსა უბრალოსა ნუ დასთხევთ ამას ადგილსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ყოფით ჰყოთ სიტყუაჲ ესე, და შევიდენ ბჭეთა ამის სახლისათა მეფენი მსხდომარენი საყდართა ზედა დავითისთა, და ზე-მსხდომარენი ეტლებსა <და> ჰუნებსა, იგინი და მონანი მათნი და ერი მათი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ არა ჰყვნეთ სიტყუანი ესე, თავსა ჩემსა ვფუცავ, იტყჳს უფალი, რამეთუ აღსაოჴრებელად იყოს სახლი ესე.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი სახლისათჳს მეფისა იუდაჲსისა, გალაად, შენ ხარ ჩემდა დასაბად ლიბანისა, უკუეთუ არა დაგდვა შენ ოჴრად, ქალაქებად ოჴრად დაუშჱნებელად.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მოვავლინო შენ ზედა კაცი მომსრველი, და ცული ჴელთა შინა მისთა, და მოკაფონ ყოველი <რჩეული ნაძჳ შენი>, და დაასხან ცეცხლსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და განვლონ წარმართთა ქალაქი ესე, და თქუას კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა, რაჲსათჳს უყო უფალმან ქალაქსა ამას <ესრეთ> დიდსა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და თქუან; მისთჳს რამეთუ დაუტევეს ესრე შჯული უფლისა ღმრთისა მათისაჲ, და თაყუანის-სცეს ღმერთთა უცხოთა, და ჰმონეს მათ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ნუ სტირთ მომკუდარსა, ტიროდეთ ტირილით განმავალსა, რამეთუ არღარა მოიქცეს მერმე, არცა იხილოს ქუეყანაჲ ესე სოფლისა თჳსისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი სელემისათჳს, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, რომელი მეფობდა იოსიაჲს წილ მამისა თჳსისა, რომელ განჴდა ამის Page of ms. J: A121v  ადგილისაგან, არა მოიქცეს <მუნ ვე> მერმე.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ/ ადგილად რომლად წარტყუენეს, მუნ მოკუდეს და ქუეყანაჲ ესე ვერღარა იხილოს მერმე.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რომელი აშჱნებდეს სახლსა თჳსსა არა სიმართლით, და ქორებსა თჳსსა არა განკითხვით, მოყუასთაგანი მოიქმნიეს უსასყიდლოდ, და სასყიდელი მისი არა მისცეს მას.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
იშჱნე თავისა თჳსისა სახლ შემგუვედ, ქორები ფართოვები, განწესებული სარკუმლებითა, მოფიცრული ნაძჳთა, განგლორწნილი წარნაქითა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ხოლო ჰმეფობდე ნუ; რამეთუ განჰრისხნი ნაძჳსა მიმართ, მამამან შენმან არა ნუ ჭამა და სუა, და ყო განკითხვაჲ და სიმართლჱ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მაშინ უკეთჱს იყო მისა, საჯა საშჯელი მდაბლისა და დავრდომილისაჲ, და კეთილ იყო მისა, ანუ არა მე ესე <ნუ> არს ცნობაჲ იგი, თქუა უფალმან.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა არა არიან თუალნი შენნი, და არცა გული შენი კეთილ, არამედ ანგაჰრებასა შინა <შენსა>, და სისხლსა ზედა უბრალოსა დათხევად და ცილის-დებასა ზედა, და საქმედ კაცის-კლვასა და ვნებასა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი იოაკიმისთჳს, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა; ვაჲ კაცსა მას ზედა, არა დაიტყებონ იგი; ვაჲ ძმაო არცა სტიროდიან მას, ვაჲ მე უფალო და ვაჲ მე ძმაო.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ფლვით ვირ-<ებრ> დაეფლას; შემჴალი გარდადვან გარჱ ბჭეთა იჱრუსალემისათა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
აღვედ ლიბანდ და ჴმა ყავ, <და> ბასანდ მიაწიე ჴმაჲ შენი, და ღაღად-ყავ წიაღ ზღუასა, რამეთუ შეიმუსრნეს ყოველნი ტრფიალნი შენნი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
გეტყოდე შენ ცთომასა შენსა, და სთქუ, არა ვისმინო. ესე არს გზაჲ შენი სიჭაბუკითგან შენით, არა ისმინე ჴმისა ჩემისაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ყოველთავე მწყემსთა შენთა მწყსიდეს ქარი, და ტრფიალნი შენნი წარვიდენ ტყუედ, რამეთუ მაშინ გრცხუენოდის და შეურაცხ-იქმნე ყოველთაგან მიყუართა შენთა

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
დამკჳდრებულთა ლიბანს, დაბუდებული ნაძუთა შინა, ჰკუნესოდი, რაჟამს მოგიჴდენ შენ სალმობანი ვითარცა შობადისანი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ცხოველ ვარ მე, თქუა უფალმან, Page of ms. J: A122r  დაღათუ ყოფით მეყოს მე იექონია, ძჱ იოაკიმისი, მეუფჱ იუდაჲსაჲ;/ ნაბეჭდავ ჴელსა ზედა მარჯუენასა ჩემსა; მიყრ გამოგკუეთო შენ;

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მიგცე შენ ჴელთა მეძიებელთა სულისა შენისათა, რომელთაგან გეშინის პირისაგან მათისა, ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისათა, და ჴელთა ქალდეველთასა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და განგაგდო შენ და დედაჲ შენი, რომელმან გშვა შენ, ქუეყანად სხუად, ქუეყანად სადა არა იშვენით მუნ, და <მუნ> მოჰსწყდეთ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ხოლო ქუეყანასა რომელსა ილოცვიდენ იგინი სულითა მათითა მოქცევად მუნ, ვერღარა მოიქცენ,

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
პირი ეგე შეურაცხი და განგდებული კაცი ესე. შეურაცხ-იქმნა იექონია ვითარცა ჭურჭელი არა საჴმარი, რამეთუ განიგდო იგი და ნათესავი მისი, და განვარდა ქუეყანასა რომელ არა იცოდა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ქუეყანაო, ქუეყანაო, ქუეყანაო, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ;

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; დაწერე კაცი ესე განვრდომილად კაცად, წარმოუმართებელად კაცად დღეთა მისთა, რამეთუ არღარა აღორძნდეს ნათესავისაგან მისისა კაცი მჯდომარჱ საყდარსა ზედა დავითისსა მთავრად იუდაჲსა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.