TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 347
Previous part

Chapter: 32  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ რომელი იყო უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ, წინაწარმეტყუელებაჲ; წელსა მეათესა სედეკია, მეფისა იუდაჲსსა, ესე წელი მეათრვამეტჱ ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲ,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ძალი მეფისა ბაბილოვნისაჲ ჰბრძოდა იჱრუსალემსა, და იერემიას წინაწარმეტყუელსა სცვიდეს ეზოსა შინა საპყრობილისასა, რომელ არს სტოვათა მეფისა იუდაჲსთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რომელსა შინა Page of ms. J: B17v  შეაყენა იგი სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ჰრქუა,/ შენ რად სწინაწარმეტყუელებ, და იტყჳ; ესრჱ თქუა უფალმან. აჰა ესერა მე მივსცემ ქალაქსა ამას ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და დაიპყრას იგი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და სედეკია, მეფჱ იუდაჲსი, არა განერეს ჴელთა ქალდეველთასა, რამეთუ მიცემით მიეცეს ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და იტყოდეს პირი მისი პირისა მიმართ მისისა, და თუალთა მისთა თუალნი მისნი იხილნენ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ბაბილონდ წარიყვანოს სედეკია, და მუნ დაჯდეს, ვიდრემდის მოვიძიო იგი, თქუა უფალმან, რამეთუ ჰბრძავს ქალდეველთა, რომელთა მიმართ ვერ წარმოემართოს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან; იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და თქუა;

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ანამელ, ძჱ სალომისი, ძმისა მამისა შენისაჲ, მოვიდეს შენდა, და გრქუას, დაიპყარ აგარაკი იგი ჩემი ანათოთისაჲ, რამეთუ შენი არს სამართალი მახლობელებისაჲ დაპყრობად იგი სამკჳდრებელად.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოვიდა ჩემდა ანამელ, ძჱ სალომისი, ძმისა მამისა ჩემისაჲ, ვითარცა თქუა უფალმან, ეზოსა მას საპყრობილისასა, და მრქუა; დაიპყარ აგარაკი იგი ჩემი ანათოთისაჲ, რომელ არს ქუეყანასა მას ბენიამენისსა, რამეთუ შენდა წეს არს დაპყრობად სამკჳდრებელისა მის, რამეთუ შენ ხარ უხუცჱსი, და გულის-ჴმა-ვყავ რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ არს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და დავიპყარ აგარაკი იგი ანამელისგან, ძისა სალომისა, ძმისა მამისა ჩემისა, რომელი იყო ანათოთს ქუეყანასა მას ბენიამენისსა, და მიუწონე მას ვეცხლი შჳდი სიკლაჲ, და ათი ვეცხლი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და დავწერე წიგნსა შიდა, და ვიწამენ მოწამენი, და მიუწონე ვეცხლი იგი სასწორითა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მოვიღე წიგნი იგი მოგებისაჲ დაბეჭდული იგი, მცნებაჲ, და სამართალი აღმოკითხული და განცხადებული.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მივეც წიგნი იგი მოგებისაჲ ბარუქს, ძესა ნერისსა, ძისა მაასჱსისა, წინაშე თუალთა ანამელისთა, ძისა <სალომისა>, ძმისა მამისა ჩემისა, წინაშე თუალთა მდგომარეთა მოწამეთასა <და მწერალთასა>, წიგნსა მას მოგებისასა და წინაშე თუალთა <ყოველთა> ჰურიათასა, Page of ms. J: B18r  რომელ სხდეს ეზოსა მას საპყრობილისასა./

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და უბრძანე ბარუქს წინაშე თუალთა მათთა, და ვარქუ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, ღმერთი ისრაჱლისაჲ. მიიღე წიგნი ესე მოგებისაჲ დაბეჭდული, და წიგნი აღმოკითხული და განცხადებული, და შთასდვა იგი ჭურჭერსა კეცისასა, რაჲთა დათმოს დღეთა მრავალთა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე თქუა უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან ღმერთმან ისრაჱლისამან, მერმეცა მოიგონ სახლები და აგარაკები და ვენაჴები ამას ქუეყანასა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ვილოცე უფლისა მიმართ შემდგომად მიცემისა მის წიგნისა მოგებისაჲსა ბარუქს, ძესა ნერისსა, და ვთქუ;

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რომელი ხარ უფალ, აჰა ესერა შენ შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ ძალითა შენითა დიდითა და მკლავითა შენითა მაღლითა, და არა დავმალოს შენგან რაჲ ვე.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ჰყვი წყალობაჲ მი-ათასამდე ნათესავად, და მიაგი ცოდვაჲ მამათაჲ წიაღთა შვილთა მათთასა შემდგომად მათსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ღმერთო დიდო და ძლიერო, უფალ ძალთა არს სახელი შენი, რომელი დიდ ხარ ზრახვითა და ძლიერ საქმითა, ყოვლისა-მპყრობელო, სახელ დიდო უფალო, თუალნი შენნი განხუმულ არიან ყოველთა მიმართ გზათა ძეთა კაცთასა, მიცემად თითოეულსა გზისა-ებრ თჳსისა, და ნაყოფთა სლვათა თჳსთა-ებრ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რომელმან ჰყავ სასწაულები და ნიშები ქუეყანასა ეგჳპტისასა, და ვიდრე აქა დღედმდე ისრაჱლსა შორის და ნაშობთა შორის კაცთასა, და ჰყავ შენდა სახელ ვითარცა დღჱ ესე.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და გამოიყვანე ერი შენი ისრაჱლი ქუეყანით ეგჳპტით სასწაულებითა და ნიშებითა, ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ჩუენებითა დიდითა; და მიეც მათ ქუეყანაჲ ესე, რომელ ეფუცე მამათა მათთა მიცემად მათა, ქუეყანაჲ გამომცემელი სძისა და თაფლისაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
შევიდეს და დაიპყრეს იგი, და არა ისმინეს ჴმისა შენისაჲ, და შჯულსა შენსა არა ვიდოდეს; ყოველი რავდენი ამცენ მათ ყოფად, არა ყვეს, და ყვეს შემთხუევად მათა ყოვლისა ამის ძჳრისა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ერი მოწევნულ არს ქალაქსა ამას ზედა დაპყრობად მისა, და Page of ms. J: B18v  ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთასა, რომელნი ჰბრძვანან/ მას პირისაგან მახჳლისა, სიყმილისა და სიკუდილისა. და ვითარცა სთქუ, ეგრეცა არს, და ესერა შენ ჰხედავ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და შენ მეტყჳ მე თავადი უფალი; დაიპყარ აგარაკი იგი ვეცხლითა, და დავიპყარ, და დავწერე წიგნი და დავჰბეჭდე, და ვიწამენ მოწამენი, და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთასა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და თქუა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
მე ვარ უფალი ღმერთი ყოველთა ჴორციელთაჲ; ანუ და-მე-ემალოს ჩემგან ყოველი სიტყუაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისაჲ, მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეველთასა და ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისათა, და წარიღონ იგი.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და შემოვიდენ ქალდეველნი, რომელნი ჰგრძვანან ამას ქალაქსა, და მოწუან იგი ცეცხლითა, და დაწუან სახლები, რომელსა შინა უკუმევდეს ერდოებსა ზედა მათსა ბაალსა, და უზორვიდეს საზორველსა ღმერთთა სხუათა, რაჲთამცა განმამწარეს მე.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იყვნეს ძენი <ისრაჱლისანი და ძენი> იუდაჲსნი ყოვლად მყოფელ ბოროტისა წინაშე თუალთა ჩემთა სიჭაპუკით მათითგან, ხოლო ძეთა ისრაჱლისათა განმარისხეს მე საქმითა ჴელთა მათთაჲთა, თქუა უფალმან.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
რამეთუ განრისხებასა ოდენ ჩემსა და გულის-წყრომასა ჩემსა იყო ჩემდა ქალაქი ესე, ვინაჲთ [!] დღითგან აღვაშჱნე ვიდრე აქა დღემდე, და მოვსპო იგი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ყოვლისათჳს ძჳრისა ძეთა ისრაჱლისათა <და ძეთა იუდაჲსთა>, რამეთუ განმამწარეს მე მათ და მეფეთა მათთა და მღდელთა მათთა და წინაწარმეტყუელთა მათთა <და> კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და მოიქცეს ჩემდა ზურგი და არა პირი, და ვასწავებდ მათ; აღვიმსთობდ და ვასწავებდ, და არა ისმინეს და არა ინებეს მიღებად სწავლისა.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
<და> დასხნეს ბილწნი მათნი სახლსა შინა, რომელსა ზედა წოდებულ იყო სახელი ჩემი, რაჲთამცა შეაგინეს იგი არა-წმიდებითა მათითა.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და აღაშჱნნეს ბაგინნი ბაალისნი, Page of ms. J: B19r  რომელ იყვნეს ჴევსა შიდა ძისა ენომისთა, გოდლებსა მას გებს შინა,/ რაჲთამცა დაუკლნეს ძენი მათნი მოლთმს, რომელ არა ვამცენ მათ, არცა მომიჴდა გულსა ჩემსა ყოფად საძაგელი ესე, საცოდველად იუდაჲსა.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
და აწ ესრე თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაჱლისამან, ქალაქსა ამას ზედა, რომელისათჳს თქუენ იტყჳთ, ვითარმედ მიეცეს ჴელთა მეფისა ბაბილონისათა მახჳლითა, სიყმილითა და ტყუეობითა.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე შევკრიბნე იგინი ყოველთაგან ადგილთა, სადა განვაგნიენ იგინი მუნ, რისხვითა ჩემითა და გულის-წყრომითა ჩემითა; და რისხვითა დიდითა და მოვაქცინე იგინი ადგილსა ამას, და დავსხნე იგინი სასოებით.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ იგინი ჩემდა ერად, და მე ვიყო მათა ღმრთად.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და ვსცე მათ გულ სხუა და გზა სხუა, რაჲთა ეშინოდის მათ ჩემდა ყოველთა დღეთა, რაჲთა კეთილი ვყოს მათ და შვილთა მათთა შემდგომად მათსა.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ საუკუნჱ, რომელ არა გარდავაქციო შემდგომად მათსა, რაჲთა კეთილი უყო მათ, და შიში ჩემი მივსცე გულთა მათთა, რაჲთა არა განდგენ იგინი ჩემგან.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და მოვიძინე იგინი და ვიხარებდე მათ ზედა, რაჲთა კეთილი უყო მათ, <და> დავჰნერგნე იგინი ქუეყანასა მას ჭეშმარიტებით, და ყოვლითა გულითა ჩემითა <და ყოვლითა სულითა ჩემითა>.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; ვითარცა მოვავლინე ერსა ამას ზედა ყოველი ძჳრი დიდი, ეგრე მოვავლინო მათ ზედა ყოველი კეთილი, რომელ ვთქუ მათ ზედა.

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
და მოიგნენ მერმე აგარაკნი ამას ქუეყანასა, რომლისათჳს შენ იტყჳ, ვითარმედ უგზო არს კაცთაგან და საცხოვართაგან, და მიეცეს ჴელთა ქალდეველთასა.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
და მოიგნენ აგარაკნი ვეცხლითა, და დაიწეროს წიგნსა, და დაიბეჭდოს, და იწამნენ მოწამენი ქუეყანასა ბენიამენისსა, და გარემო იჱრუსალემსა, და ქალაქთა იუდაჲსთა, და ქალაქთა მთისათა, და ქალაქთა სეფელაჲსათა, და Page of ms. J: B19v  ქალაქთა ნაგებისთა/; და მოვაქციო ტყუჱ მათი, თქუა უფალმან.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.