TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 348
Previous part

Chapter: 33  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ მეორედ იერემიაჲსა მიმართ, და იგი კრულ და იყო ეზოსა შინა საპყრობილისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან, რომელმან დაჰბადა ქუეყანაჲ, და შექმნა იგი აღმართებად იგი; უფალ სახელი მისი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ჴმა ყავ ჩემდამო, და მე მიგიგო შენ, და გითხრნე შენ დიდდიდნი და ძლიერნი, რომელ არა იცოდენ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაჱლისამან, სახლთათჳს ამის ქალაქისათა, და სახლისათჳს მეფისა იუდაჲსისა, დარღუევად არდაბაგებისა და საბრძოლთა მახჳლისათჳს ზედა-მიმავალთაჲსა;

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ბრძოლად ქალდეველთასა და აღვსებად მისა მკუდრებითა კაცთაჲთა, რომელ მოვსრნე გულის-წყრომითა ჩემითა და რისხვითა ჩემითა; გარე-მივიქციე პირი ჩემი მათგან ყოველთა უკეთურებათა მათთათჳს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე განვაშორო მას მახჳლი, და ესერა მოვავლინო მის ზედა შებრძჳნებაჲ. ულხინო და განვკურნნე იგინი, და ვყო მათთჳს მშჳდობა და სარწმუნოება.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მოვაქციო ტყუჱ იუდაჲსი და ტყუჱ ისრაჱლისაჲ, და აღვაშჱნნე იგინი ვითარცა პირველად.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და განვწმიდნე იგინი ყოველთა უშჯულოებათა მათთაგან, რომელ შემცოდეს მე, და არა მოვიჴსენნე ცოდვანი მათნი, რომელ შემცოდეს მე, და ულხინო ცოდვათა მათთა, რომელთა განდგეს ჩემგან.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყოს იგი ჩემდა სახელ სიხარულის და საქებელად და განსა<დი>დებელად ყოველთაგან ნათესავთა ქუეყანისათა, რომელთა ესმეს ყოველი ესე კეთილი, რომელ მე ვყო მათთჳს. შეეშინოს და დაუკჳრდეს და განმწარდენ ყოველთათჳს კეთილთა და ყოვლისა მშჳდობისათჳს, რომელ მე ვყო მათთჳს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან, მერმე ისმეს და ამას ადგილსა, რომლისათჳს თქუენ იტყჳთ; ოჴერ არს კაცთაგან და საცხოვართაგან ქალაქთა შინა იუდაჲსთა და გარემო იჱრუსალემსა აღოპრებულთა არა-ყოფისაგან კაცთაჲსა და საცხოვართაჲსა. Page of ms. J: B20r 

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ სიხარულისაჲ/, <ჴმაჲ მხიარულებისაჲ>, ჴმაჲ სიძისაჲ, და <ჴმაჲ> სძლისაჲ, <და> ჴმაჲ მეტყუელთაჲ; აუვარებდით უფალსა მერთისა-მპყრობელსა, რამეთუ სახიერ არს უფალი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; და შეწირონ გალობაჲ უფროჲს სახლსა უფლისასა, რამეთუ მოვაქციო ტყუჱ ამის ქუეყანისაჲ ვითარცა პირველად, თქუა უფალმან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ იყოს ამას ადგილსა ა<ღ>ოჴრებულსა; არა-ყოფისაგან კაცთაჲსა და საცხოვართაჲსა, და ყოველსა შინა ქალაქებსა მისსა, სადგური მწყემსთაჲ და მადგინებელთა სამწყსოჲსა მათისათაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ქალაქთა მთისათა და სეფელაჲსათა, და ქალაქთა ნაგებისთა, და ყოველსა ქუეყანასა ბენიამენისსა და გარემოთა იჱრუსალემისათა, <და> ქალაქთა იუდაჲსთა, მერმე წარმოჴდეს ცხოვარი ჴელითა აღმრიცხველისაჲთა, თქუა უფალმან.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და დავამტკიცო სიტყუაჲ ჩემი კეთილი, რომელ ვთქუ სახლსა ზედა ისრაჱლისასა და სახლსა ზედა იუდაჲსსა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინა და მას ჟამსა აღმოუვლინო დავითს აღმოსავალი მართალი, და ყოს განკითხვაჲ და სიმართლჱ ქუეყანასა ზედა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინა იჴსნეს ჰურიასტანი, და იჱრუსალემი დაეშჱნოს სასოვებით, და სახელი ესე რომელ ერქუა<ს>, უფალი სიმართლე ჩუენდა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი; არა მოაკლდეს დავითისი კაცი მჯდომარჱ საყდარსა ზედა სახლისა ისრაჱლისასა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მღდელთა ლევიტელთაჲ არა მოაკლდეს კაცი პირისაგან ჩემისა შემწირველი მსხუერპლისაჲ, და მკუმეველი საკუმეველისაჲ, და მყოფელი საკუერთხთაჲ ყოველთა დღეთა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ, და ჰრქუა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; უკუეთუ განქარდეს აღთქუმაჲ ჩემი დღისაჲ და აღთქუმაჲ ჩემი ღამისაჲ, არა ყოფად დღისა და ღამისა ჟამსა მათსა,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და იგიცა აღთქუმაჲ ჩემი გან-ვე-ქარდეს, რომელ არს დავითის თანა, Page of ms. J: B20v  მონისა ჩემისა, არა ყოფად მისა შვილი მეუფჱ საყდარსა ზედა/ მისსა, და მღდელთაჲ და ლევიტელთაჲ, მსახურთა ჩემთაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ვერ აღირაცხოს ძალი ცისაჲ, ვერცა აღიწყოს მქჳშაჲ ზღჳსაჲ, ეგრე განვამრავლო ნათესავი დავითის, მონისა ჩემისაჲ, და ლევიტელთაჲ, მსახურთა ჩემთაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ, და ჰრქუა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ანუ არა მე იხილე რასა იტყჳს ერი ესე, და თქუან; ორნი ესე ტომნი, რომელ გამოირჩინა უფალმან მათ შინა, და აჰა ესერა განიშოვრნა იგინი, და განარისხეს ერი ჩემი, არა ყოფად მერმე ნათესავად წინაშე ჩემსა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; უკუეთუ აღთქუმაჲ ჩემი დღისაჲ და ღამისაჲ, განწესებაჲ ცისაჲ და ქუეყანისაჲ არა განმიგიეს,

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
უკუჱ ნათესავიცა იაკობისი <და> დავითისი, მონისა ჩემისაჲ, შეურაცხ-ვყო; არა მოუღო მთავარი თესლისაგან მისისა ნათესავისა მიმართ აბრაჰამისისა, ისაკისისა და იაკობისისა, რამეთუ მოვაქციო მოსაქცეველი მათი, და შევიწყალნე იგინი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.