TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 349
Previous part

Chapter: 34  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისაგან, და ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილოვნისაჲ, და ყოველი ერი მისი, და ყოველნი მეუფენი მთავრობისა მისისანი, და ყოველნი ერნი ბრძოდეს იჱრუსალემსა. და ყოველთა ქალაქთა იუდაჲსთა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან; მიგუალე სედეკიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, და არქუ მას, ესრე იტყჳს უფალი; მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და დაიპყრას იგი, და დაწუას იგი ცეცხლითა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და შენ არა განერე ჴელისაგან მისისა, რამეთუ შეპყრობით შეიპყრა, და ჴელთა მისთა მიეცე, და თუალთა შენთა თუალნი მისნი იხილნენ, და პირი მისი პირსა შენსა ეტყოდის, და ბაბილონდ შეხჳდე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
არამედ ისმინენ სიტყუანი უფლისანი, სედეკია, მეფეო იუდაჲსო; ესრე თქუა უფალმან, არა მოჰკუდე მახჳლითა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
მშჳდობით მოჰკუდე; და ვითარცა სტიროდეს მამათა შენთა, რომელნი მეუფებდეს პირველ შენსა, ეგრე გტიროდიან შენცა; ვაჲ უფალო; და გეტყებდენ შენ, რამეთუ დიდდიდი ვთქუ მე, თქუა უფალმან./ Page of ms. J: B21r 

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა იერემია წინაწარმეტყუელი სედეკიაჲსა მიმართ, მეფისა იუდაჲსა, ყოველთა ამათ სიტყუათა იჱრუსალემს შინა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ძალი მეფისა ბაბილოვნისაჲ ჰბრძოდა იჱრუსალემსა ზედა და ქალაქებსა იუდაჲსსა დაშთომ მილთა, ლაქის<სა> ზედა და აზეკსა ზედა, რამეთუ იგინი დაშთეს ქალაქთაგან იუდაჲსთა ქალაქად მტკიცედ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ, ოდეს იგი აღასრულა მეფემან სედეკია აღთქუმაჲ ერისა მიმართ, რომელ იყო იჱრუსალემს შინა, თქუმად მათა მიტევებაჲ,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რაჲთა განავლინოს კაცად-კაცადმან მონაჲ თჳსი, და კაცად-კაცადმან მჴევალი თჳსი ებრაელი, თავის-უფლად, რაჲთა არა ჰმონემდეს მათ კაცი ისრაჱლისაგანი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ისმინეს და მოიქცეს ყოველნი მდიდარნი და ყოველნი ერნი, (რომელნი) მოვიდეს აღთქუმასა მას, განვლინებად კაცად-კაცადი მონისა თჳსისა, და კაცად-კაცადი მჴევლისა თჳსისა, რაჲთა არღარა დაიმონნენ იგინი მერმე, და ისმინეს, და განავლინნეს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მოიქცეს შემდგომად განვლინებისა მის, და უკუნ-იქცინეს მონანი და მჴევალნი, რომელნი იგი განავლინნეს თავის-უფლებად, და შეიდგინებდეს მათ მონად და მჴევლად.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ, და ჰრქუა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაჱლისამან, მე დავდევ აღთქუმაჲ ესე მამათა თქუენთა მიმართ დღესა მას, რომელსა განვარინენ იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტისა სახლისაგან კირთებისაჲსა,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რაჟამს აღესრულოს ექუსი წელი, განავლინო ძმაჲ შენი ებრა<ე>ლი, რომელ მიგეყიდოს შენ, ექუსსა წელსა გიქმოდის შენ, და <მეექუსისა წლისა შემდგომად> განავლინო იგი განთავის-უფლებული შენგან, და არა ისმინეს ჩემი მამათა თქუენთა, და არა მოიდრიკეს ყური მათი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მოიქცეს დღეს ყოფად კეთილისა წინაშე თუალთა ჩემთა, თქუმად მიტევებაჲ თითოეულად მოყუსისა თჳსისათჳს, და აღასრულეს აღთქუმაჲ წინაშე პირსა ჩემსა შორის სახლსა მას, რომელსა ზედა წოდებულ იყო სახელი ჩემი მას ზედა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მოაქციეთ, და შეაგინეთ სახელი ჩემი, და უკუნ-იქციეთ კაცად კაცადმან Page of ms. J: B21v  ადმან მონაჲ თჳსი, და კაცად-კაცადმან მჴევალი თჳსი, რომელნი/ იგი განავლინენით თავის-უფლად ნათესავად მათა, და დაიმორჩილენით იგინი, რაჲთა იყვნენ თქუენდა მონად და მჴევლად.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; თქუენ არა ისმინეთ ჩემი, თქუმად მიტევებაჲ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა, და კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა, აჰა ესერა გიწოდე თქუენ, თქუა უფალმან, მიტევებად თქუენდა მახჳლისა და სიკუდილისა და სიყმილისა, და მიგცნე თქუენ განსაბნეველად ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მივსცნე კაცნი იგი გარდამავალნი აღთქუმისა ჩემისანი, რომელ ყვეს წინაშე პირსა ჩემსა, ჴბოჲ იგი, რომელ განყვეს ორგან, და განჴდეს საშუალ ნაკუეთთა მისთა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მთავართა იუდაჲსთა და მთავართა იჱრუსალემისათა, მდიდართა და მღდელთა და ყოველმან ერმან ქუეყანისამან, რომელნი იგი განჴდეს საშუალ ნაკუეთთა მათ ჴბოჲსათა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მივსცნე იგინი ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა, და ჴელთა მტერთა მათთასა, და მივსცე მძორები მათი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და სედეკია მეფჱ ჰურიასტანისაჲ, და მთავარნი მისნი მივსცნე ჴელთა მტერთა მათთასა, <და> ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა, და ჴელთა ძალისა მეფისა ბაბილოვნისა ოტებულთა მათგან.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე უბრძანო მათ, იტყჳს უფალი, და უკმოვაქცინე იგინი ამასვე ქალაქსა, და ჰბრძონ მას, და დაიპყრან იგი, და დაწუან იგი ცეცხლითა, და ქალაქნი იუდაჲსნი მივსცნე განსარყუნელად არა-ყოფისაგან მკჳდრთაჲსა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.