TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 350
Previous part

Chapter: 35  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ, დღეთა იოაკიმისთა, ძისა იოსიაჲსთა, მეფისა იუდაჲსთა, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მიგუალე სახლსა რექაბისსა, და მოუწოდე მათ, და შეიყვანენ იგინი სახლსა უფლისასა ერთსა ეზოთაგანსა, და ასუ მათ ღჳნოჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მოვიყვანე ეზონია, ძჱ იერემიაჲსი, ძჱ Page of ms. J: B22r  ქაბაზისი, და ძმანი მისნი და ძენი მისნი, და ყოველი სახლი რექაბისი./

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შევიყვანენ სახლსა უფლისასა დალიჭსა ძეთა ანანიაჲსთა, ძისა გოდოლია<ჲ>სა კაცისა ღმრთისაჲსა, რომელ ახს სახლსა მთავართასა ზეშთა დალიჭსა მას მაასჱსსა, ძისა სელომისსა, რომელ სცვიდა კართა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და დავდგი წინაშე პირსა <მათსა> ძეთა რექაბისთა ლაგჳნები სავსჱ ღჳნითა და სასუმლები, და ვარქუ მათ; სუთ ღჳნოჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და თქუეს; ვერ ვსუათ ღჳნოჲ, რამეთუ იონადაბ, ძემან რექაბისმან, მამამან ჩუენმან, გუამცნო ჩუენ, და გურქუა; ნუ ჰსუამთ ღჳნოსა თქუენ და შვილნი თქუენნი მი-უკუნისამდე,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
სახლებსა ნუ აშჱნებთ, და თესლსა ნუ სთესავთ, და ვენაჴებსა ნუ დაასხამთ, ნუცა <რაჲ> იყოფინ თქუენდა, და კარვებითა ეშჱნებოდეთ ყოველთა დღეთა თქუენთა, რაჲთა სცხომდეთ მრავალ დღჱ ქუეყანასა ზედა, რომელსა ხუალთ თქუენ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ვისმინეთ ჴმაჲ იონა<და>ბისი, მამისა ჩუენისაჲ, ყოველივე რაოდენიცა გუამცნო ჩუენ, რაჲთა არა ვსუათ ღჳნოჲ ყოველთა დღეთა ჩუენთა ჩუენ, და დედათა ჩუენთა, <და> ძეთა ჩუენთა, და ასულთა ჩუენთა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რაჲთა არა ვიშჱნოთ სახლებ, და არა დავეშჱნნეთ მუნ, და ვენაჴი და ყანაჲ და თესლი არა ყოფილ არს ჩუენდა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შჱნ ვიყვენით კარვებითა, და ვისმინეთ და ვყავთ, რაოდენიცა გუამცნო ჩუენ იონადაბ, მამამან ჩუენმან.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყო რაჟამს აღმოჴდა ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილოვნისაჲ, ქუეყანასა ზედა; და ვთქუთ; მოვედით და აღვედით და შევიდეთ იჱრუსალემდ პირისაგან ქალდეველთაჲსა და ძალისაგან ასურასტანელთაჲსა, და დავეშჱნნეთ იჱრუსალემს შინა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა;

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მიგუალე და არქუ კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა; არღავე მიიღოთ სწავლაჲ სმენად სიტყუათა ჩემთაჲ, იტყჳს უფალი, დაამტკიცეს სიტყუაჲ ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისისაჲ, რომელ ამცნო შვილთა თჳსთა არა სუმად ღჳნისაჲ, და არა სუეს მო-აქა-დღედმდე, რამეთუ ისმინეს მცნებაჲ მამისა მათისაჲ. და მე Page of ms. J: B22v  გეტყოდე თქუენ, აღვიმსთობდ და/ გეტყოდე თქუენ, და არა ისმინეთ ჩემი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მოვავლინენ <თქუენდა> მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი; აღვიმსთობდ და მივავლინებდ, და გეტყოდე თქუენ; მოიქეცით კაცად-კაცადი გზისაგან თჳსისა უკეთურისა, და უმჯობჱს ყვენით სლვანი თქუენნი, და ნუ მიხუალთ კუალსა ღმერთთა უცხოთასა მონებად მათა, და დაეშჱნენით ქუეყანასა ზედა, რომელ მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა. არა მოჰყავთ ყური თქუენი, და არა ისმინეთ ჩემი .

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, დაამტკიცეს მცნებაჲ მამისა მათისაჲ, რომელ ამცნო მათ, ხოლო ერმან ამან არა ისმინა ჩემი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, აჰა ესერა მე მოვავლინებ იუდაჲს ზედა და მკჳდრთა ზედა იჱრუსალემისათა ძჳრსა, რომელ ვთქუ მათ ზედა ყოველი მის წილ, რამეთუ ვეტყოდე მათ, და არა ისმინეს ჩემი, უჴმობდი მათ, და არა ჴმა მიყვეს მე.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და სახლსა რექაბისსა არქუ, იერემია, ამისთჳს ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, რამეთუ ისმინეს ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, მცნებაჲ იონადაბისი, მამისა მათისაჲ, და დაიმარხნეს ყოველნი მცნებანი მისნი ყოფად ყოვლისა, რაჲცა ამცნო მათ მამამან მათმან.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; არა სადა მოაკლდეს კაცი ძეთა იონადაბისთაჲ, ძისა რექაბისისაჲ, მდგომარჱ წინაშე <პირსა> ჩემსა ყოველთა ღღეთა ქუეყანისათა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.