TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 351
Previous part

Chapter: 36  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო წელსა მეოთხესა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მოიღე შენდად ქარტაჲ წიგნისაჲ, და დაწერენ მას ზედა ყოველნი სიტყუანი, რომელ გიბრძანენ შენ, ისრაჱლსა ზედა და იჱრუსალემსა და იუდასა ზედა და ყოველთა ზედა წარმართთა, რომლით დღითგანცა მე გეტყოდე შენ, დღეთაგან იოსია, მეფისა იუდაჲსისა, და ვიდრე აქა დღედმდე.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ისმინოს ხოლო თუ სახლმან იუდაჲსმან Page of ms. J: B23r  ყოველი ესე ძჳრი, რომელსა ესე მე ვზრახავ ყოფად მათა, და მოიქცენ/ თითოეულად გზისაგან თჳსისა უკეთურისა, და მლხინებელ ვექმნე უშჯულოებათა მათთა და ცოდვათა მათთა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მოუწოდა იერემია ბარუქს, ძესა ნერისსა, და დაწერნა ბარუქ პირისაგან იერემიაჲსისა ყოველნი სიტყუანი უფლისანი, რომელ უბრძანნა მას, ქარტასა მას ზედა წიგნისასა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ამცნო იერემია ბარუქს, და ჰრქუა, მე მცვენ, და ვერ ჴელმეწიფების შესლვად სახლად უფლისა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და შევედ, და აღმოიკითხე ამის წიგნისაჲ, რომელსა დაგიწერიან პირისაგან ჩემისა, სიტყუანი უფლისანი, ყურთა ერისათა, სახლსა შინა უფლისასა, დღეთა მარხვისათა, და ყურთა ყოვლისა იუდაჲსთა, რომელნი მოვლენან ქალაქებით მათით, <აღმოუკითხო მათ>.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
შე-ხოლო-თუ-იწიროს ლოცვაჲ მათი წინაშე უფლისა, და მოიქცეს კაცად-კაცადი გზისაგან მათისა უკეთურისა, რამეთუ დიდ არს გულის-წყრომაჲ უფლისაჲ და რისხვაჲ, რომელ თქუა უფალმან ერსა ამას ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა ბარუქ, ძჱ ნერისი, ყოველსა, რომელ ამცნო მას იერემია წინაწარმეტყუელმან, აღმოკითხვად წიგნისა მისგან სიტყუათა უფლისათა, სახლსა შინა უფლისასა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყო წელსა მეხუთესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, თთუესა მეცხრესა, შეკრბეს მარხვად წინაშე უფლისა ყოველი ისრაჱლი, და ყოველი ერი მომავალი ქალაქებით იუდაჲსიო.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და იკითხვიდა ბარუქ წიგნსა მას შიდა სიტყუათა იერემიაჲსთა, სახლსა შინა უფლისასა, სახლსა შინა გამარიაჲსსა, ძისა საფანის მწიგნობრისასა, ეზოსა მას ზემო-კერძოსა, გარეშჱ ბჭეთა სახლისა უფლისათა ახალთა, ყურთა ყოვლისა ერისათა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ესმა მიქეას, ძესა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, ყოველნი სიტყუანი უფლისანი წიგნისა მისგან,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და შთავიდა იგი სახიდ მეფისა შესაკრებელსა მას მთავართასა <სახლსა მწიგნობრისასა>, და მუნ სხდეს ყოველნი მთავარნი, ელისამა მწიგნობარი, და დალეა, ძჱ სამეაჲსი, და ელდათან, ძჱ აქაბორისი, და გამარია, ძჱ საფანისი, და სადაკია, ძჱ ანანიაჲსი, და ყოველნი მთავარნი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მიუთხრნა მათ მიქეა ყოველნი სიტყუანი, რომელ ესმეს, აღმოკითხვასა ბარუქისსა Page of ms. J: B23v  მის წიგნისაგან ყურთა/ ერისათა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მიავლინეს ყოველთა მთავართა ბარუქისა იუდი, ძჱ ნათანისი, ძისა სელემისი, ძისა ქუსიაჲსი, და ჰრქუეს, წიგნსა მაგას, რომელსა იკითხავ ყურთა ერისათა, მოიღე ჴელითა შენითა, და მოვედ; და მოიღო წიგნი ბარუქ, ძემან ნერისმან, ჴელითა თჳსითა, და შთავიდა მათა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს მთავართა ბარუქს, კუალად აღმოიკითხე ყურთა ჩუენთა, და აღმოუკითხა ბარუქ ყურთა მათთა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იყო ვითარცა ესმა ყოველთა მთავართა ყოველნი იგი სიტყუანა, აზრახა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა, და ჰრქუეს ბარუქს, თხრობით მიუთხრნეთ მეფესა ყოველნი ესე სიტყუანი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ბარუქს ჰკითხეს და ჰრქუეს, <გჳთხარ>, ვინაჲ დასწერენ ყოველნი ესე სიტყუანი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და თქუა ბარუქ; პირისაგან იერემიაჲსისა, რამეთუ მითხრობდა მე იგი ყოველთა ამათ სიტყუათა, და მე დავსწერდი წიგნსა ზედა მელანითა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს ყოველთა მთავართა ბარუქს, წარვედ, და დაემალენით შენ და იერემია, და კაცმანმცა ნუ იცის სადა იყვნეთ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და შევიდეს მთავარნი იგი <მეფისა> ეზოდ, და წიგნი იგი მისცეს მარხვად სახლსა ელისამა მწიგნობრისასა, და მიუთხრნეს მეფესა ყოველნი ესე სიტყუანი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მიავლინა მეფემან იუდი მოღებად წიგნისა მის, და მოიღო იუდი სახლით ელისამა მწერალისაჲთ, და აღმოუკითხა იუდი ყურთა მეფისათა, და ყურთა ყოველთა მთავართასა, რომელნი დგეს გარემო მეფისა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და მეფჱ ჯდა სახლსა საზამთროსა თთუესა მეცხრესა, და კერაკნი საცეცხლენი დგეს წინაშე მისსა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყო რაჟამს აღმოიკითხის იუდი სამი კეფი ანუ ოთხი, მოჰხიის მან სახეველითა მით მწიგნობრისაჲთა, და შთააგდის ცეცხლსა, რომელ იყო ბრძმედთა მათ ზედა, ვიდრე მო-არა-აკლდა წიგნსა მას ცეცხლსა მას შინა კერაკთასა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და არა გამოიძიეს უფალი, და არცა დაიპეს სამოსელი მათი მეფემან და ყოველთა მონათა მისთა, რომელთა ესმეს სიტყუანი ესე.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ელდათან Page of ms. J: B24r  და დალეა და გამარია/ ასმენდეს მეფესა, რაჲთამცა არა დაწუა წიგნი იგი; და არა ისმინა მათი,

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და უბრძანა მეფემან იერემიელს, ძესა მეფისასა, და სარიას, ძესა ეზრიელისსა, და სელემიას ძესა აბიელისსა, შეპყრობაჲ ბარუქის მწიგნობრისაჲ და იერემიაჲს წინაწარმეტყუელისაჲ, და დაიმალნეს იგინი უფლისა მიერ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ შემდგომად დაწუვისა მის, ოდეს დაწუა მეფემან წიგნი იგი, რომელსა წერილ იყვნეს ყოველნი ესე სიტყუანი, რომელ დაწერნა ბარუქჱ პირისაგან იერემიაჲ<სი>სა, და თქუა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
მერმე მოიღე შენ ქარტაჲ სხუაჲ, და დაწერენ ყოველნი იგი სიტყუანი, რომელნი იყვნეს ქარტასა მას შინა, რომელ დაწუნა იოაკიმ მეფემან იუდაჲსმან.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და იოაკიმს, მეფესა იუდაჲსსა, ჰრქუა; ესრე იტყჳს უფალი; შენ დასწუ წიგნი ესე, და სთქუ; ოად დასწერე წიგნი ესე. ამისთჳს შემოსლვით შემოვიდეს მეფჱ ბაბილოვნისაჲ, და განრყუნეს ქუეყანაჲ ესე, და მოაკლდეს მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე თქუა უფალმან იოაკიმის ზედა, მეფისა იუდაჲსა; არღარა იყოს მისი მჯდომარჱ საყდარსა დავითისსა, და მძორი მისი დაგდებულ იყოს სიცხესა ქუეშჱ დდისასა და ნეფხვასა ღამისასა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და ძიება ვყო მის ზედა, და ზედა თესლისა მისისა, და მონათა მისთა ზედა უშჯულოებათა მათთა თჳს; და მოვავლინო მათ ზედა და მკჳდრთა ზედა იჱრუსალემისათა და ქუეყანასა ზედა იუდაჲსსა ყოველი ძჳრი, რომელ ვთქუ მათ ზედა, რამეთუ არა ისმინეს ჩემი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და მოიღო იერემია ქარტაჲ სხუაჲ, და მისცა ბარუქს, ძესა ნერისსა, მწიგნობარსა, და დაწერნა მას ზედა ბარუქჱ პირისაგან იერემიაჲსისა ყოველნი სიტყუანი მის წიგნისანი, რომელ დაწუა მეფემან იოაკიმ ცეცხლითა, და უფროჲს შეეძინნეს მას სიტყუანი უმრავლჱსნი მათსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.