TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 352
Previous part

Chapter: 37  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მეუფებდა სედეკია, ძჱ იოსიაჲს მეფისაჲ, იექონიაჲს წილ, ძისა იოაკილისა, რომელი მეფჱ ყო ნაბუქონონოსორ მეფემან ბაბილონისამან, მეუფედ იუდასა ზედა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და არა ისმინნა მან და მონათა მისთა და ერმან ქუეყან<ისა>მან Page of ms. J: B24v  სიტყუანი/ უფლისანი, რომელ თქუნა იერემია წინაწარმეტყუელმან უფლისა მიერ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მიავლინა სედეკია მეფემან იოაქაზ, ძჱ სელჱმისი, და სოფონია, ძჱ მაასესი, მღდელი იერემიაჲსა წინაწარმეტყუელისა, და ჰრქუა; ილოცე ჩემთჳს უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და იერემია შევიდოდა და გამოვიდოდა შორის ერისა მის, და არა მიიყვანენ იგი საპყრობილედ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ძალი ფარაოჲსი გამოჴდა ეგჳპტით, და ესმა ქალდეველთა, რომელნი აჭირვებდეს იჱრუსალემსა, სმენაჲ მათი, და წარვიდეს იჱრუსალემით.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ წინაწარმეტყუელისა, და ჰრქუა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; ესრე არქუ მეფესა იუდაჲსსა, რომელმან მოგავლინა შენ ჩემდა გამოძიებად; აჰა ესერა ძალი ფარაოჲსი, რომელ გამოსრულ არს შემწედ თქუენდა, უკუნ-იქცეს ქუეყანადვე მათა ქუეყანად ეგჳპტისად;

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოიქცენ ქალდეველნი; ჰბრძონ ამას ქალაქსა, და დაიპყრან იგი და მოწუან იგი ცეცხლითა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; ნუ ჰგონებთ სულითა თქუენითა, და იტყჳთ, ვითარმედ წარსლვით წარვიდენ ჩუენგან ქალდეველნი, რამეთუ არა სადა წარვიდენ იგინი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
არამედ მო-ღათუ-ჰსრათ ყოველი ძალი ქალდეველთაჲ, რომელნი გბრძვანან თქუენ, და და-ვინმე-შთენ კაცნი მოწყლულნი ამათგანნი, კაცად-კაცადი შუაგებსა შინა, იგინი აღდგენ და მოწუან ქალაქი ესე ცეცხლითა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყო რაჟამს წარვიდა ძალი იგი ქალდეველთაჲ <იჱრუსალემით> პირისაგან ძალისა ფარაოჲსისა,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
გამოვიდა იერემია იჱრუსალემით მისლვად ქუეყანად ბენიამენისა სყიდად მიერ პურისა შორის ერისა მისისა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მიიწია იგი ბჭესა ბენიამენისსა, და იყო მუნ კაცი ერთი, რომლისა დაადგრის, არუი, ძჱ სელემიაჲსი, ძისა ანანიაჲსი, და შეიპყრა იერემია წინაწარმეტყუელი, და ჰრქუა; ქალდეველთა მიმართ შენ ივლტი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იერემია; ნაცილსა იტყჳ; არა Page of ms. J: B25r  ქალდეველთა მიმართ ვივლტი მე. და არა ისმინა მისი, და შეიპყრა/ არუი იერემია, და შეიყვანა იგი წინაშე მთავართა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და განუმწარდეს მთავარნი იგი იერემიას, და გუემეს იგი, და მისცეს იგი სახიდ საპყრობილისად სატანჯველად სახლსა იონათან მწიგნობრისასა, რამეთუ სახლი მისი საპყრობილჱ იყო, რამეთუ მოვიდა ერი სახლსა მას მღჳმისასა და ქერეთდ;

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და შევიდა იერემია სახლსა მას მღჳმისასა შესაწყდომელსა, და დაჯდა მუნ მრავალ დღჱ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და მიავლინა სედეკია მეფემან, და მოუწოდა იერემიას, და ჰკითხვიდა მას მეფჱ იგი სახლსა შინა იდუმალ, და ჰრქუა მას; არს თუ სიტყუაჲ უფლისაჲ. და თქუა იერემია; არს, და შენ ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა , მიცემად ხარ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან მეფესა სედეკიას; რაჲ შეგცოდე შენ და მონათა შენთა და ერსა ამას, რამეთუ თქუენ მიმეცით საპყრობილედ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და სადა არიან წინაწარმეტყუელნი თქუენნი, რომელნი იგი გიწინაწარმეტყუელებდეს თქუენ და გეტყოდეს; არღარა მოვიდეს მეფჱ ბაბილოვნისაჲ თქუენ ზედა ქუეყანასა ამას.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ისმინე ჩემი, გლოცავ შენ, უფალო მეუფეო, შეგივრდინ წყალობაჲ ესე ჩემი წინაშე პირსა შენსა, რაჲთა არა მიმაქციო მე სახლსა იონათან მწიგნობრისასა, რაჲთა არა მოვკუდე მუნ.

Verse: 21   Link to sept   
და უბრძანა მეფემან სედეკია, და შთააგდეს იგი სახლსა საპყრობილისასა, და სცემდეს მას ერთსა პურსა დღესა შინა გარეშე სადა ქმნიან, ვიდრემდის მოაკლდა პური ქალაქსა. და ჯდა იერემია ეზოსა მას შინა საპყრობილისასა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.