TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 353
Previous part

Chapter: 38  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ესმა სოფონიას, ძესა ნათანისსა, და გოდოლიას, ძესა პასქორისსა, და იოაქაზს, ძესა სელემისსა, და პასქორს, ძესა მელქისსა, სიტყუათა, რომელთა იტყოდა იერემია ყოვლისა მიმართ ერისა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჰრქუა; ესრე თქუა უფალმან, რომელი ჯდეს ქალაქსა შინა მოკუდეს მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა, და რომელი განვიდოდის ქალდეველთა მიმართ ცხონდეს, და იყოს სული მისი მოპოვნებულ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი; მიცემით მიეცეს Page of ms. J: B25v  ქალაქი ესე ჴელთა ძალისა მეფისა/ ბაბილოვნისათა, და დაიპყრას იგი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს მთავართა მათ მეფესა; მოკუედინ კაცი იგი აწ, რამეთუ იგი დაჰჴსნის ჴელთა კაცთა მბრძოლთასა, რომელ დაშთომილ არიან ქალაქსა შინა, და ჴელთა ყოვლისა ერისათა დაჰჴსნის, რამეთუ იტყჳს მათ მსგავსად სიტყუათა მათთა, რამეთუ კაცი ესე არა სარგებელად უთხრობს ძჳრსა ერსა ამას.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და თქუა მეფემან სედეკია, აჰა ესერა იგი ჴელთა შინა თქუენთა არს, რამეთუ ვერ მძლჱ იყო მეფჱ იგი მათა მიმართ სიტყუად.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და შეიპყრეს იერემია, და შთააგდეს იგი მღჳმესა მას მელქისა, ძისა მეფისასა, რომელ იყო ეზოსა მას საპყრობილისასა, და შთაუტევეს იგი საბლითა ჯურღმულსა მას შინა, ხოლო ჯურღმულსა მას შიდა არა დგა წყალი, არამედ მწჳრჱ, და იყო იერემია მწჳრესა მას შიდა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ესმა აბ<დ>იმელექს ეთიოპელსა, კაცსა საჭურისსა, და იყო იგი ეზოსა შინა მეფისასა, ვითარმედ შთააგდეს იერემია მღჳმესა, და მეფჱ იგი ჯდა ბჭესა ზედა ბენიამენისსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და განვიდა მისა აბდიმელექ, და ეტყოდა აბდიმელექ მეფესა, და ჰრქუა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
უფალო მეუფეო, ბოროტად ყვეს კაცთა მათ ყოველი, რაოდენი უყვეს იერემიას წინაწარმეტყუელსა, რამეთუ შთააგდეს იგი მღჳმესა მას, და მოკუდეს იგი მუნ შინა. ბოროტად ჰზამ, რამეთუ მოკლვად სცემ კაცსა ღმრთისასა პირისაგან სიყმილისა, რამეთუ არღარა არს პური ქალაქსა ამას შინა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და უბრძანა მეფემან აბდიმელექს ეთიოპელსა, და ჰრქუა; მიიყვანე შენ თანა ამიერ ოც და ათი კაცი და აღმოიყვანე იგი მღჳმისა მისგან, რაჲთა არა მოკუდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და წარიყვანნა აბდიმელექ კაცნი, და შევიდა სახლსა მეფისასა ქუეშესა, და გამოიღო მიერ ძუელი ძონძი და ძუელი საბლები, და შთაუგდო იგი იერემიას წინაწარმეტყუელსა მღჳმედ; და მოიხუნა ფარტენანი მატყლისანი,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა Page of ms. J: B26r  მას აბდიმელექ ეთიოპელმან; დაუპყ<ა>რ ძუელი ესე ძონძი/ და ფარტენანი ესე მატყლისანი საბელთა მაგათ ღლიათა ქუეშჱ ჴელთა შენთასა, და ყო ეგრე იერემია.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და აღმოიყვანეს მღჳმისა მისგან, და დაჯდა იერემია ეზოსა მას საპყრობილისასა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მიავლინა სედეკია მეფემან, და მიუწოდა მას მისა სახლად ასელისა, რომელ იყო სახლსა შინა უფლისასა, და ჰრქუა მეფემან იერემია წინაწარმეტყუელსა; სიტყუას გკითხავ მე შენ, და ნუ დაჰმალავ ჩემგან სიტყუასა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იერემია მეფისა; გითხრა თუ, არა ნუ სიკუდლით მომაკუდინო მე;; და გაზრახო თუ შენ, არავე ისმინო ჩემი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ეფუცა მას მეფჱ სედეკია იდუმალ, და ჰრქუა; ცხოველ არს უფალი, რომელმან შექმნა სული ესე ჩუენი, თუ მოგკლა შენ, და თუ მიგცე შენ ჴელთა მათ კაცთასა, რომელნი ეძიებენ სულსა შენსა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას იერემია; ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, უკუეთუ განსლვით განხჳდე მთავართა თანა მეფისა ბაბილოვნისათა, ცხომდეს სული შენი და ქალაქი ესე არა დაიწუას ცეცხლითა, და სცხომდე შენ და სახლი შენი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ არა განხჳდე შენ მთავართა თანა მეფისა ბაბილოვნისათა, მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეველთასა, და დაწუან იგი ცეცხლითა, და შენ არა განერე ჴელთა მათთა

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მეფემან სედეკია <იერემიას>, მე სიტყუა მაქუს ჰურიათაჲ, რომელნი მიდგომილ არიან ქალდეველთა, ნუ უკუჱ მიმცენ მე ჴელთა მათთა, და ბაგეს მიყოფდენ მე.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იერემია; არა სადა მიგცენ შენ, გარნა ისმინენ სიტყუანი უფლისანი, რომელსა მე გეტყჳ შენ, <და> უმჯობჱს იყოს შენდა, და ცხომდეს სული შენი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და თუ არა გნებავს გამოსლვად, ესე არს სიტყუაჲ, რომელ მიჩუენა მე უფალმან.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და აჰა ესერა ყოველნი დედანი, რომელ დაშთომილ იყვნეს სახლსა შინა მეფისა იუდაჲსსა, განიყვანნეს მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა, და იგინი იტყჳან, შეგიტყუვეს შენ და გერეოდეს შენ კაცნი მშჳდობისა შენისანი, გძლონ შენ ძრომასა შინა ფერჴისა შენისასა, და მიაქციონ შენგან. Page of ms. J: B26v 

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ყოველნი ცოლნი შენნი/ და შვილნი შენნი განგუარნენ ქალდეველთა, და შენ ვერ განერე ჴელთა მათთაგან, რამეთუ ჴელითა მეფისა ბაბილოვნისაჲთა შეიპყრა, და ქალაქი ესე დაიწუას ცეცხლითა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას მეფემან, კაცი ნუ აგრძნობნ სიტყუათა ამათგანსა, და შენ არა მოჰკუდე.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და თუ ესმეს მთავართა რამეთუ გეტყოდე შენ, და მოვიდენ შენდა, და გრქუან შენ, გჳთხარ ჩუენ რასა გეტყოდა შენ მეფჱ და ნუ დაჰმალავ შენ ჩუენგან რასა ეტყოდე შენ მეფესა, და არა მოგკლათ შენ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და არქუ შენ მათ; ვედრებად შესრულ ვიყავ მე წინაშე მეფისა, რაჲთა არა მიმაქციოს მე მერმე სახლსა იონათანისსა მოსიკუდით ჩემდა მუნ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს ყოველნი მთავარნი იერემიაჲსა, და ჰკითხვიდეს მას, და უთხრნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელ ამცნო მას მეფემან, და დაუდუმნეს მას, რამეთუ არა განისმა სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და დაჯდა იერემია <ეზოსა მას საპყრობილისასა მი>-ჟამადმდე დაპყრობისა იჱრუსალემისა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.