TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 354
Previous part

Chapter: 39  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო რაჟამს გამოიპყრა იჱრუსალემი წელსა მეცხრესა სედეკია, მეფისა იუდაჲსსა, თთუესა მეათესა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილოვნისაჲ, და ყოველი ძალი მისი იჱრუსალემსა ზედა, და ჰბრძოდეს მას.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მეათერთმეტესა წელსა სედეკიაჲ<ს>სა, თთუესა მეოთხესა, ცხრასა თთჳსასა, შეიტეხეს ქალაქსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და შეჴდეს ყოველნი მთავარნი მეფისა ბაბილოვნისანი, და დასხდეს ბჭესა მას საშუალსა, ნერგელ სარასარ სამაგად და ნაბუსარ სექქიმ ლაფსარის ნერგელ სარასარ და რაბამაქ, და ყოველნი შემდგომნი მთავარნი მეფისა ბაბილოვნ<ელ>თაჲსანი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და იყო რაჟამს იხილნა იგინი სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველთა კაცთა მბრძოლთა, ივლტოდეს, და გამოჴდეს ღამჱ ქალაქით გზით მტილისაჲთ სამეუფოჲთ ბჭით, რომელ იყო საშუალ ორთა ზღუდეთა, და განჴდეს გზად უდაბნოისად.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და დევნა უყო ძალმან ქალდეველთამან უკუანა მათსა, და შეეწია სედეკიას არაბუთს შინა იერიქოჲსასა, და შეიპყრეს იგი, და მოიყვანეს Page of ms. J: B28r  წინაშე ნა/ბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, დებლათად ქუეყანასა ემათისასა, და ეტყოდა მას მშჯავრ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოწყჳდნა მეფემან ბაბილოვნისამან ძენი სედეკიაჲსნი დებლათას შინა წინაშე თუალთა მისთა, და ყოველნი აზნაურნი იუდაჲსნი მოწყჳდნა მეფემან ბაბილოვნისამან.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და თუალნი სედეკიაჲსნი აღმოჰჴადნა, და შეკრა იგი ბორკილითა რვალისაჲთა, რაჲთა მიიყვანონ იგი ბაბილოვნდ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და სახლნი მეფისანი და სახლები ერისაჲ მოწუეს ქალდეველთა ცეცხლითა, და ზღუდე იჱრუსალემისაჲ დაარღუეს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და სხუაჲ იგი ერი, რომელ დაშთომილ იყო ქალაქსა შინა, და მეოტნი იგი, რომელ ჴელთ-ესხნეს მას,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ნეშტნი იგი ერისანი, რომელ განრინებულ იყვნეს, წარტყუენნა ნაბუზარდან მატაკარანმან ბაბილონდ, ხოლო ერისა მის გლახაკნი, რომელთა არა რაჲ აქუნდა, დაუტევნა ნაბუზარდან მატაკარანმან ქუეყანასა მას იუდაჲსსა, და სცა მათ ვენაჴები და სარწყული მას დღესა შინა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ამცნო ნაბუქუდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ნაბუზარდანს მატაკარანსა იერემიაჲსთჳს, და ჰრქუა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
მოიყვანე იგი და ყვენ თუალნი შენნი მას ზედა, და ნუ უყოფ მას რასავე ბოროტსა, არამედ ვითარცა გრქუას შენ, ეგრეცა ყავ მისთჳს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მიავლინა ნაბუზარდან მატაკარა<ნ>მან და ნაბუსარ სექქიმ ლაფსარის ნერგელ სარასარ ჰრაბამაქ და ყოველთა მდიდართა მეფისა ბაბილოვნისათა,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მოუწოდეს და მოიყვანეს იერემია ეზოჲთ საპყრობილისაჲთ, და მისცეს იგი გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისა, და განიყვანეს იგი აფესდ, და დაჯდა იგი მუნ შორის ერსა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და იერემიაჲსა მიმართ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ, ოდეს იგი შეყენებულ და იყო ეზოსა მას საპყრობილისასა, და ჰრქუა;

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მივედ და არქუ აბდიმელექს ეთიოპელსა, ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, აჰა ესერა მე მომაქუს სიტყუაჲ ჩემი ქალაქსა/ Page of ms. J: B28v  ამას ზედა ბოროტებად, და არა კეთილად, და იყვნენ იგინი წინაშე პირსა შენსა ამას დღესა შინა, თქუა უფალმან.

Verse: 17   Link to sept   
და არა მიგცე შენ ჴელთა კაცთასა, რომელთათჳს გეშინის შენ პირისაგან მათისა,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რამეთუ განრინებით განგარინო შენ, და მახჳლითა არა დაეცე შენ, და იყოს სული შენი შენდა მოპოვნებულ, რამეთუ მესევდი მე, თქუა უფალმან.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.