TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 355
Previous part

Chapter: 40  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ, შემდგომად ოდეს იგი წარავლინა ნაბუზარდან მატაკარანმან დებლათაჲთ, რამეთუ წარიყვანა იგი კრული ჴელთ-ბორკილითა შორის ყოვლისა ნატყუენავისა იჱრუსალემისაჲსა და იუდაჲსა, რომელნი წარჰყვანდეს ბაბილოვნდ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანა ნაბუზარდან იერემია, და ჰრქუა მას; უფალმან ღმერთმან შენმან ბრძანა ძჳრი ესე ამას ადგილსა ზედა, და ამას ქალაქსა მოავლინა;

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ყო უფალმან ვითარცა თქუა, რამეთუ შესცოდეს მას, და არა ისმინეთ ჴმისა მისისაჲ, და გეყო თქუენ <სიტყუაჲ> ესე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და აწ აჰა ესერა განგჴსენ შენ დღეს ჴელთ-ბორკილთა მაგათგან, რომელ იყვნეს ჴელთა შინა შენთა, და კეთილ თუ არს წინაშე შენსა მოსლვაჲ ჩემ თანა ბაბილონდ, მოვედ, და ვყვნე თუალნი ჩემნი შენ ზედა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და თუ არა ჯერ გიჩს წინაშე თუალთა შენთა მოსლვად ჩემ თანა ბაბილონდ, დადეგ, და აჰა ესერა ყოველი ქუეყანაჲ წინაშე შენსა არს. სადაცა კეთილ არს, და სადაცა ჯერ არს მისლვად შენდა, მუნ მიგუალე; და ვიდრე წარსლვადმდე ჩემდა, ვიდოდე შენ და მიიქეც გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისა, რომელ დაადგინა მეფემან ბაბილოვნისამან ქუეყანასა იუდაჲსსა, და დაეშჱნე შენ მის თანა შორის ერსა შენსა. უკუეთუ არა ყოველი კეთილი წინაშე შენსა რომელიცნ გთნავს, მას; შეუდეგ, და სცა მას მატაკარანმან საგზალი და ნიჭი, და წარავლინა იგი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მივიდა იერემია გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა, მასჱფათდ, და დაჯდა მის თანა შორის ერისა მისისა, რომელ დაშთომილ იყვნეს ქუეყანასა მას.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ესმა ყოველთა მთავართა მის ძალისათა, რომელ იყვნეს ველსა შინა, მათ და ძალსა მას მათსა, რამეთუ დაადგინა მეფემან ბაბილოვნისამან გოდოლია, ძჱ Page of ms. J: B29r  აქიკამისი, ქუეყანასა მას, და რამეთუ შეევედრა მამები/ და დედები <მათი> და ერი მრავალი გლახაკთაგანნი ქუეყანისაგანნი, რომელ არა წარტყუენნა ბაბილონდ,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს გოდოლიაჲსა მასჱფათდ ისმაელ, ძჱ ნათანისი, <და იონან, ძჱ კარიაჲსი>, და სარეა, ძჱ ნათემისი, და ძენი უფეთისნი მეთუფათიტელისანი, იგინი და კაცნი მათნი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ეფუცა მათ გოდოლია, ძჱ აქიკამისი, ძისა საფანისი, და ჰრქუა, ნუ გეშინის თქუენ პირისაგან მონათა ქალდეველთასა; დაეშჱნენით ქუეყანასა ამას, და უქმოდეთ მეფესა ბაბილოვნისასა, და უმჯობჱს იყოს თქუენდა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და აჰა ესერა მე დავჯდე მასჱფათს შინა დადგომად წინაშე პირსა ქალდეველთასა, რომელნიცა მოვიდენ თქუენ ზედა, და თქუენ დაიკრიბეთ ღჳნოჲ, იფქლი და ხილი, და იკრიბეთ ზეთი ჭურჭერთა თქუენთა, და დაეშჱნენით ქალაქთა თქუენთა, რომელ გეპყრნეს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ყოველნი ჰურიანი, რომელნი იყვნეს ქუეყანასა მას მოაბის<ა>სა და ძეთა ამონისთა და იდუმიას, და რომელნი იყვნეს ყოველსა ქუეყანასა, ესმა რამეთუ დაუტევა მეფემან ბაბილოვნისამან ნეშტი ჰურიასტანსა, და რამეთუ დაადგინა მათ ზედა გოდოლია, ძჱ აქიკამისი, ძისა საფანისი, მოიქცეს ჰურიანი ყოველთაგან ადგილთა, სადა მიმოდაბნეულ იყვნეს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს ქუეყანად იუდაჲსა გოდოლიაჲსა მასეფათდ, და შეიკრიბეს ღჳნოჲ და ხილი დიდ ძალი ფრიად.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იონან, ძჱ კარესი, და ყოველნი მთავარნი ძალისანი, რომელ იყვნეს ველსა ზედა, მოვიდეს გოდოლიაჲსა მასჱფათად.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს გოდოლიას, უკუეთუ უწყებით უწყი, რამეთუ ბელია, მეფემან ძეთა ამონისთამან, მოავლინა შენდა ისმაელ, ძჱ ნათანისი, მოკლვად შენდა, და არა ჰრწმენა მათი გოდოლიას, ძესა აქიკამის<ს>ა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და იონან, ძემან კარესმან, მიუგო გოდოლიას ფარულად მასჱფათას შინა, და ჰრქუა; წარვიდე მე აწ, და მოვკლა ისმაელ, ძჱ ნათანისი, და ნუმცა ვინ აგრძნობს, ნუ უკუე მო-სადა-მე-გკლას შენ, და Page of ms. J: B29v  განიბნინენ ყოველნი ესე ჰურიანი რომელნი შემოკრებულ/ არიან შენდა, და წარწყმდენ ნეშტნი იგი იუდაჲსნი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა გოდოლია, ძემან აქიკამისმან, იონანს, ძესა კარესსა, ნუ სადა ჰყოფ შენ სიტყუასა მაგას, რამეთუ ცილსა იტყჳ შენ ისმაელისთჳს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.