TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 356
Previous part

Chapter: 41  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო თთუესა მეშჳდესა მოვიდა ისმაელ, ძჱ ნათანისი, ძისა ელისამაჲსი, ნათესავისაგან მეუფეთაჲსა, და მონანი მეფისანი და ათი კაცი მის თანა, გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა, მასეფთად; და ჭამეს მის თანა პური მასეფთას შინა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და აღდგა ისმაელ, ძჱ ნათანისი, და ათნი იგი კაცნი მისთანანი, და სცეს გოდოლიას, ძესა აქიკამის<ს>ა, ძისა საფანისა, მახჳლითა, და მოკლეს იგი, რომელ დაედგინა მეფესა ბაბილოვნისასა ქუეყანასა მას ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ყოველნი ჰურიანი, რომელნი იყვნეს გოდოლიაჲს თანა მასეფთას შინა, და ყოველნი ქალდეველნი, რომელ იპოვნეს მუნ <და> კაცნი <იგი> მბრძოლნი, მოწყჳდნა ისმაელ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და იყო მეორესა დღესა, ოდეს მოკლა ისმაელ გოდოლია, და კაცმან არა აბრძნა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს კაცნი სექემით და სალემით და სამარიაჲთ ოთხმეოცნი <კაცნი> წუერ-ყჳნულნი და კუართ-დაპებულნი და მგლოვარენი, და შესაწირავი და გუნდრუკი, აქუნდა ჴელთა შინა მათთა, მიღებად სახლად უფლისა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და გამოვიდა ისმაელ, ძჱ ნათანისი, წინამიგებებად მათა მასეფათით, და ვიდოდა სლვით და ტიროდა; და იყო რაჟამს მიეახლა მათ, ჰრქუა მათ; შევედით გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყო რაჟამს შევიდეს იგინი შოვა ქალაქსა, მოწყჳდნა იგინი ისმაელ, და შთასთხინა იგინი ჯურღმულსა მან და კაცთა მათ მისთანათა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ათნი კაცნი იპოვნეს მუნ, და ჰრქუეს ისმაელს, ნუ და მოგუწყუდი ჩუენ, რამეთუ არიან ჩუენნი საფასენი ქრთილი და ზეთი და თაფლი, და გარე-წარჴდა მათ, და არა მოწყჳდნა იგინი შორის ძმათა მათთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ხოლო ჯურღმული იგი, რომელსა შთააბნია ისმაელ ყოველი მძორები მათ კაცთაჲ, რომელნი Page of ms. J: B30r  მოსრნა გოდო/ლიას თანა, ჯურღმული დიდ არს, რომელ იგი ქმნა მეფემან ასა პირისაგან ბაასა, მეფისა ისრაჱლისა. ესე აღავსო ისმაელ წყლულებითა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მიაქცია ისმაელ ყოველი ერი ტყუედ, რომელ დაშთომილ იყო მასეფთას შინა, და ასულნი მეფისანი, რომელნი დაეტევნეს ნაბუზარდანს მატაკარანსა გოდოლიაჲს თანა, ძისა აქიკამისა, და აღიმსთო ისმაელ, ძემან ნათანისმან, და წარვიდა წიაღ ძეთა ამონისთა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ესმა იონანს, ძესა კარესსა, და ყოველთა მთავართა ძალისათა, რომელ იყვნეს მის თანა, ყოველი ესე ძჳრი, რომელ ქმნა ისმაელ, ძემან ნათანისმან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და შეიკრიბეს ყოველი ერი მათი, და აღემზადნეს ბრძოლად, და დევნა უყვეს ისმაელს, ძესა ნათანისსა, და პოვეს იგი წყალსა ზედა დიდსა გაბაონს შინა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყო რაჟამს იხილა ყოველმან ერმან, რომელ წარჰყვანდა ისმაელს, იონან, ძჱ კარესი, და ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი მის თანა,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
განიხარეს, და უკუ-მოიქცა ყოველი ერი, რომელ წარტყუენა ისმაელ მასჱფათით, და მოიქცეს, და მოვიდეს იონანისა, ძისა კარესისა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ხოლო ისმაელ, ძე ნათანისი, განერა რვითა კაცითა პირისაგან იონანისა, და მივიდა ძეთა ამონისთა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და უკმოიღო იონან, ძემან კარესმან, და ყოველთა მთავართა ძლიერებისათა, რომელ იყვნეს მის თანა, ნეშტი ერისაჲ მის, რომელ უკმოიქცინეს ისმაელისგან, ძისა ნათანისა, შემდგომად მოკლვისა გოდოლიაჲსა, ძისა აქიკამისა, [რომელ მის თანა მოწყდეს] ძლიერნი კაცნი ბრძოლასა შინა, რომელ უკმოიქცინეს გაბაონით ნაშტნი იგი და დედები და საჭურისნი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და წარვიდეს და დადგეს ქუეყანასა ბეროთქამაამისასა ბეთლემით კერძო წარსლვად და შთასლვად ეგჳპტედ

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
პირისაგან ქალდეველთაჲსა, რამეთუ შეიშინეს პირისაგან მათისა, რამეთუ მოკლა ისმაელ გოდოლია, ძჱ აქიკამისი, რომელ დაადგინა მეფემან Page of ms. J: B30v  ბაბილოვნისამან/ ქუეყანასა მას. ,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.