TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 357
Previous part

Chapter: 42  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მივიდეს ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი, იონან, ძჱ კარესი და იეზორია, ძჱ ანანიაჲსი, და აზარია ძჱ იოსჱსი, და ყოველი ერი კნინითგან მი-დიდამდე,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს იერემიას წინაწარმეტყუელსა; შეგივრდინ წყალობაჲ ჩუენი წინაშე პირსა შენსა, და ილოცე ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა ნეშტთა ამათთჳს, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან, ვითარცა ეგე თუალნი შენნი გუხედვენ ჩუენ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და გჳთხარნ ჩუენ უფალმან ღმერთმან შენმან გზაჲ, რომელსა ვიდოდით, და სიტყუაჲ, რომელ ვყოთ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ იერემია წინაწარმეტყუელმან; მესმა, აჰა ესერა მე ვილოცო უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა მსგავსად სიტყუათა თქუენთა, და იყოს, სიტყუაჲ, რომელ მრქუას მე უფალმან, გითხრა თქუენ, და არა დავმალო თქუენგან სიტყუაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს მთავართა მათ იერემიას, იყავნ უფალი ჩუენ შორის მოწამჱ მართალ და სარწმუნო, რამეთუ ყოვლითა სიტყჳთა, რომლითა მოგავლინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჩუენდა, ეგრეცა ვყოთ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
გინა თუ კეთილად გინა თუ ბოროტად, ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ, რომლისა მიგავლინებთ შენ მისსა, ვისმინოთ, რაჲთა უმჯობჱს იყოს ჩუენდა, რამეთუ ვისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყო შემდგომად ათისა დღისა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოუწოდა იერემია იონანს, ძესა კარესსა, და მთავართა მათ ძლიერებისათა, რომელ იყვნეს მის თანა, და ყოველსა ერსა კნინითგან მი-დიდადმდე,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ; ესრე თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაჱლისამან,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რომელსა იგი მიმავლინეთ მე, დათხევად წყალობისა თქუენისა წინაშე მისსა, უკუეთუ დასხდომით დასხდეთ ქუეყანასა ამას, აღგაშჱნნე თქუენ, და არა დაგარღჳნე, და გნერგნე თქუენ, და არა აღგფხურნე, რამეთუ დაცხრომილ ვარ ბოროტებისაგან, რომელ ვთქუ ყოფად თქუენდა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ნა გეშინის პირისაგან მეფისა ბაბილოვნისაჲსა, რომლისაგან თქუენ Page of ms. J: B31r  გეშინის, პირისაგან მისისა ნუ გეშინინ, თქუა უფალმან,/ რამეთუ მე თქუენ თანა ვარ, განრინებად თქუენდა, და ჴსნად თქუენდა ჴელისაგან მისისა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და გცე თქუენ წყალობაჲ, და შეგიწყალნე თქუენ, და მიგაქცინე თქუენ ქუეყანად თქუენდა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და თუ სთქუათ თქუენ, ვითარმედ არა დავსხდეთ ჩუენ ქუეყანასა ამას, და არა ვისმინოთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ, და სთქუათ არა,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არამედ ქუეყანად ეგჳპტედ შევიდეთ, და არღარა ვიხილოთ ბრძოლაჲ, და ჴმაჲ ნესტჳსაჲ არა გუესმეს, და პურითა არა გუმშიოდის, და მუნ დავეშჱნნეთ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ისმინენით სიტყუანი უფლისანი, ნეშტთა ჰურიასტანისათა, ესრეთ იტყჳს უფალი; უკუეთუ თქუენ მიიქცინეთ პირნი თქუენნი ეგჳპტედ კერძო, და შეხჳდეთ დაშენებად მუნ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იყოს მახჳლი იგი, რომლისათჳს გეშინის თქუენ პირისაგან მისისა, გპოვნეს თქუენ ეგჳპტეს შინა, და სიყმილმან, რომლისათჳს სიტყუაჲ აღგითქუამს თქუენ სი<ვ>ლტოლად პირისაგან მისისა, გეწიოს თქუენ ეგჳპტეს შინა, და მუნ მოსწყდეთ თქუენ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ყოველნი იგი კაცნი, რომელთა დასხნეს პირნი მათნი შესლვად ეგჳპტედ და დაშჱნებად მუნ, მოაკლდენ მახჳლითა, სიყმილითა და სიკუდილითა; და არღარა ვინ იყოს მათი რომელი განერეს ძჳრთაგან, რომელ მე მოვავლინო მათ ზედა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; ვითარცა დავაწთვე რისხვაჲ ჩემი და გულის-წყრომაჲ ჩემი მკჳდრთა ზედა იჱრუსალემისათა, ეგრე დაგწუთეს გულის-წყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა, რომელნი შეხუალთ ეგჳპტედ; და იყვნეთ უგზო და საწუნელ და საწყეველ და საყუედრელ, და არღარა იხილოთ მერმე ადგილი ესე.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან ნეშტთა ზედა იუდაჲსთა, ნუ შეხუალთ ეგჳპტედ; აწ უწყებით უწყოდეთ, რამეთუ მე გიწამებ თქუენ დღეს,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ძჳრი ჰქმნეთ თავთა თქუენთა ზედა, და ინანდეთ, რამეთუ თქუენ მიმავლინეთ მე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, და სთქუთ; ილოცე ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, და ყოველი რაჲცა გრქუას შენ უფალმან ღმერთმან, ეგრეცა გჳთხარ ჩუენ, და ვყოთ;/ Page of ms. J: B31v  და გითხარ თქუენ,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და არა ისმინათ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ ყოვლისა სიტყჳსა თჳს, რომლისათჳს მომავლინა მე თქუენდა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და აწ უწყებულ იყვენით, რამეთუ მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა მოაკლდეთ ადგილსა მას, რომელსა თქუენ ჰზრახავთ მისლვად და დამკჳდრებად მუნ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.