TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 358
Previous part

Chapter: 43  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო რაჟამს დააცადა იერემია სიტყუად ყოვლისა მიმართ ერისა ყოველთა სიტყუათა უფლისა ღმრთისა მათისათა, რომელ მოავლინა უფალმან; ღმერთმან მათა ყოვლისა ამისთჳს სიტყჳსა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და თქუა აზარია, ძემან იოსესმან, და იონან, ძემან კარესმან, და ყოველთა კაცთა ამპარტავანთა, რომელთა ჰრქუეს იერემიას, ევედრე ჩუენთჳს უფალსა, მიუგეს იერემიას და ჰრქუეს, ცილსა იტყჳ შენ, არა მოგავლინა შენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჩუენდა, და გრქუა შენ, ვითარმედ ნუ შეხუალთ ეგჳპტედ დაშჱნებად მუნ,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
არამედ ბარუქ, ძჱ ნერისი, განგარისხებს შენ ჩუენდა მომართ, რაჲთა მიგუცნე ჩუენ ჴელთა ქალდეველთასა, მოკლვად ჩუენდა და წარწყმედად ჩუენდა ბაბილონს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და არა ერჩდა იონან, ძჱ კარესი, და ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი და ყოველი ერი ჴმასა უფლისასა დაშჱნებად ქუეყანასა იუდაჲსსა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და წარტყუენნა იონან, ძემან კარესმან, და ყოველთა მთავართა ძლიერებისათა ყოველნი ნეშტნი იუდაჲსნი, რომელნი მოქცეულ იყვნეს ყოველთაგან ნათესავთა, სადა იგი განბნეულ იყვნეს მუნ, დაშჱნებად ქუეყანასა იუდაჲსსა,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მამები და დედები და ყრმები და ერი და ასულნი მეფისანი, და კაცები იგი, რომელ დაუტევა ნაბუზარდან მატაკარანმან გოდოლია<ჲ>ს თანა, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისა, და იერემია წინაწარმეტყუელი, და გარქე, ძჱ ნერისი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და შევიდეს ეგჳპტედ, რამეთუ არა ისმინეს ჴმაჲ უფლისაჲ, და მივიდეს ვიდრე ტაფნადმდე.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს<ა> მიმართ ტაფნას შინა, და ჰრქუა;

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მოიხუენ შენ ქვანი დიდნი, და დამალენ იგინი სამალველსა ალიზსა Page of ms. J: B32r  შინა წინაშე კართა სახლისა/ ფარაოჲსა, წინაშე თუალთა ძეთა იუდაჲსთა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და არქუ მათ; ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, აჰა ესერა მე მოვავლინო და მოვიყვანო ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილოვნისაჲ, მონაჲ ჩემი, და დაიდგას საყდარი მისი ზედა ქვათა მაგათ, რომელ დაჰმალენ, და დადვას საჭურველი მისი მაგათ ზედა, და აღიღოს საჭურველი მაგათგან.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და შემოვიდეს და მოსრას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, რომელნი სიკუდილად სიკუდილსა, და რომელნი ტყუეობად ტყუეობასა, და რომელნი <მახჳლად> მახჳლსა, და აღუდვას ცეცხლი სახლებსა ღმერთთა ეგჳპტელთასა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მოწუნეს იგინი, და წარტყუენნეს იგინი, და განტისნოს ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, ვითარცა განტისნის მწყემსმან სამოსელი თჳსი, და განვიდის მშჳდობით.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და შემუსრნეს სუეტნი მზის ქალაქისანი, რომელ არიან ენონს, და სახლნი ღმერთთა მათთანი დაწუნეს ცეცხლითა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.