TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 359
Previous part

Chapter: 44  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ ყოველთა ზედა ჰურიათა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ეგჳპტეს შინა, და რომელნი სხდეს ტაფნას და მაგდალონს და მემფეს და ქუეყანასა პათურესსა, და ჰრქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, თქუენ იხილეთ ყოველი იგი ძჳრი, რომელ მოვავლინე იჱრუსალემსა ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსთა, და აჰა არიან იგინი ოჴერ დღეს მკჳდრთა გან;

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
პირისაგან უკეთურებისა მათისა, რომლითა განმამწარეს მე, მივიდეს კუმევად და მსახურებად ღმერთთა უცხოთა, რომელნი არა იცოდეს მათ და მამათა მათთა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მივავლინენ თქუენდა მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი, აღვიმსთობდ და მივავლინებდ, და გეტყოდე, ვითარმედ ნუ იქმთ საქმესა ამის ბილწებისასა, რომელ მოვიძულე;

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და არა ისმინეს ჩემი, და არა მოყვეს ყური მათი, მოქცევად უკეთურებისაგან მათისა, რაჲთამცა არა უკუმევდეს ღმერთთა უცხოთა. Page of ms. J: B32v 

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და და/სწუთა რისხვაჲ ჩემი და გულის-წყრომაჲ ჩემი, და აღეგზნა ცეცხლი ბჭეთა იუდაჲსთა და გარემო იჱრუსალემსა; და იქმნნეს იგინი აღსაოჴრებელად და უგზოდ, ვითარცა არს ესერა დღეს.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ესე თქუა უფალმან; საბაოთ, ღმერთმან ისრაჱლისამან, რად იქმთ თქუენ ძჳრთა დიდდიდთა სულთა თქუენთათჳს მოსრვად მამათა თქუენთა და დედათა თქუენთა, ჩჩჳლთა და მწოართა შორის იუდაჲსა, რაჲთა არღარა დაშთეს თქუენგანი არა ვინ,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
განმწარებად ჩემდა საქმითა ჴელთა თქუენთაჲთა, კუმევად ღმერთთა უცხოთა ქუეყანასა ეგჳპტისასა, სადა იგი შეხუედით მწირობად მუნ, რაჲთა მოისჴნეთ და რაჲთა იქმნნეთ საწყეველად და საყუედრელად ყოველთა შორის ნათესავთა ქუეყანისათა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ნუ დაივიწყებთ თქუენ ძჳრსა მამათა თქუენთასა, და ძჳრთა თქუენთა, და ძჳრთა მეფეთა იუდაჲსთასა, და ძჳრთა ცოლთა თქუენთასა, რომელ ქმნეს ქუეყანასა იუდაჲსსა და გარემო იჱრუსალემსა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და არა დასცხრეს მო-აქა-დღედმდე, და არა შეიშინეს, და არცა ერჩდეს შჯულსა ჩემსა, და არა შეუდგეს კუალსა ბრძანებათა ჩემთასა, რომელ მივეც წინაშე პირსა მამათა მათთასა და წინაშე პირსა მათსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ, აჰა ესერა მე დავამტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა ბოროტებად,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რაჲთა აღვჴოცო ყოველი იუდაჲ, და წარიყვანნან ყოველნი ნაშტნი იუდაჲსნი, რომელ განიზრახეს შესვლაჲ ქუეყანასა ეგჳპტის<ა>სა მწირობად მუნ, რაჲთა წარწყმდენ ნეშტნი იუდაჲსნი, რომელ არიან ეგჳპტეს შინა, და დაეცნან მახჳლითა და სიყმილითა და მოაკლდენ კნინითგან მი-დიდადმდე, მახჳლითა და სიყმილითა მოსწყდენ დე იყვნენ იგინი საფიცებელად და წარსაწყმედელად და საწყეველად და საყუედრელად.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და აღხილვა ვყო მათ ზედა, რომელნი სხენან ეგჳპტეს, ვითარცა აღხილვა ვყავ იჱრუსალემსა ზედა, მახჳლითა, სიყმილითა და სიკუდილითა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და არა იყოს Page of ms. J: B33r  მათი განრინებულ, არცა/ დაშთომილ არა ვინ ნაშტთა მათ იუდაჲსთაჲ, რომელნი მოვიდეს მწირობად ქუეყანასა ეგჳპტისასა, რაჲთამცა მიიქცეს ქუეყანად იუდაჲსა, რომელსა ზედა იგინი გიცნობენ სულითა მათითა მიქცევად მუნ გარნა ოტებულნი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მიუგეს იერემიას ყოველთა კაცთა, რომელთა უწყოდეს რამეთუ უკუმევენ დედანი მათნი ღმერთთა უცხოთა, და ყოველმან დედებმან, რომელ დგა მუნ კრებული დიდი, და ყოველმან ერმან, რომელნი სხდეს ქუეყანასა ეგჳპტისასა ქუეყანასა პათურესსა, და ჰრქუეს.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ ჩუენდამო სახელითა უფლისაჲთა, არა ვისმინათ შენი,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
არამედ ყოფით ვყოთ ყოველი სიტყუაჲ, რომელი გამოჴდეს პირით ჩუენით, კუმევად დედოფალსა ცისასა და ზორვად მისა საზორველი, ვითარცა ვყავთ ჩუენ და მამათა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა <და მეფეთა ჩუენთა> ქალაქთა შინა იუდაჲსთა და გარე-მოსავალთა იჱრუსალემისათა, და განვძეღით პურითა, და ვიქმნენით ტკბილ, და ძჳრი არა ვიხილეთ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა მოვაკლდეთ კუმევად დედოფალსა ცისასა, და ზორვად მისა საზორველი, ნაკლულევან ვიქმნენით ჩუენ ყოველნი, და მახჳლითა და სიყმილითა მოვაკლდით.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და დედებმან მან თქუა, რამეთუ უკუმევდით ჩუენ დედოფალსა ცისასა, და უზორავთ მას საზორავსა, თჳნიერად ნუ ქმართა ჩუენთა უქმ<ე>ნით მას მსუნოანი და უგებდით საგებელსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა ძლიერსა, დედებსა, და ყოველსა ერსა, რომელთა მოუგეს მას სიტყუაჲ ესე, და ჰრქუა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არა კუმევისაგან, რომელსა უკუმევდით ქალაქთა შინა იუდაჲსთა და გზათა იჱრუსალემისათა თქუენ და მამანი თქუენნი და მეფენი თქუენნი და მთავარნი თქუენნი და ერი ქუეყანისაჲ, მოიჴსენა უფალმან, და განიზრახა გულსა თჳსსა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და არღარა უძლებდა მერმე თავს-დებად უფალი უკეთურებისაგან , სლვათა თქუენთაჲსა, და საძაგელებათაგან თქუენთა, რომელ ჰქმ<ნ>ენით, და იქმნა ქუეყანაჲ თქუენი ოჴერ და უგზო, და საწყეველ არა-ყოფისაგან მკჳდრთაჲსა, ვითარცა ესე დღეს,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
პირისაგან რომელთა უკუმევდით და რომელ Page of ms. J: B33v  შესცოდეთ უფალსა, და არა ისმინეთ ჴმაჲ უფლისაჲ, და შჯულსა/ მისსა და წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა არა ხჳდოდეთ. და გპოვნა თქუენ ძჳრმან ვითარცა ესე დღეს.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა და დედებსა; ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, ყოველთა ჰურიათა, რომელნი ხართ ქუეყანასა ეგჳპტისასა,

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ძალითაჲ, ღმერთი ისრაჰლისაჲ, თქუენ და დედათა თქუენთა სთქუთ პირითა თქუენითა <და ჴელითა თქუენითა და სთქუთ> ვითარმედ ყოფით ვყოთ აღსაარებაჲ ჩუენი, რომელ აღუთქუთ კუმევად დედოფალსა ცისასა, და ზორვად მას საზორველი; და დაადგერით აღსაარებათა თქუენთა, და ყოფით ყვენ<ი>თ აღთქუმანი თქუენნი.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, ყოველთა ჰურიათა, რომელნი ჰსხდეთ ქუეყანასა ეგჳპტისასა, აჰა ესერა ვფუცე სახელსა ჩემსა დიდსა, თქუა უფალმან ღმერთმან, უკუეთუ იყოს მერმე სახელი ჩემი თქუმულ პირითა ყოველთა ჰურიათაჲთა, და თქუან ვითარმედ ცხოველ არს უფალი ღმერთი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა,

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჰა ესერა განვიღჳძე მათ ზედა ბოროტებად მათა და არა კეთილობად, და მოაკლდეს ყოველი იუდაჲ, რომელნი დამკჳდრებულ არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა მახჳლითა და სიყმილითა, ვიდრე არა მოაკლდენ;

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და განრინებულნი მახჳლისაგან მიიქცენ ქუეყანით ეგჳპტით ქუეყანად იუდაჲსა მცირედნი რიცხჳთ, და გულის-ჴმა-ყონ ყოველთა ნეშტთა იუდაჲსთა, რომელნი მსხემ არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა სიტყუაჲ, ვისი ძი დაადგრეს, ჩემი ანუ მათი.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ესე იყავნ თქუენდა სასწაულ, თქუა უფალმან, რამეთუ მე აღხილვაჲ ვყო თქუენი ამას ადგილსა ბოროტებითა, რაჲთა სცნათ, რამეთუ დამტკიცებით დამტკიცნენ სიტყუანი ჩემნი თქუენ ზედა ბოროტებად.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან, აჰა ესერა მე მივსცე ფარაო მეფჱ ჴელთა მტერთა მისთასა, და <ჴელთა> მეძიებელთა სულისა მისისათა, ვითარცა მივეც მეფჱ იუდაჲსი ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, მტერისა მისისათა, და მეძიებელ<ი>სა სულისა მისისასა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.