TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 365
Previous part

Chapter: 49  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ძეთა ზედა ამონისთა. ესრე თქუა უფალმან; არა ნუ არიანა შვილნი ისრაჱლისანი, ანუ მემწყნარებელ არა ვინ არსა მათა. რაჲსათჳს დაიპყრა მელქონ გალაადი, და ერი მისი ქალაქთა მათთა შინა დაშჱნებულ არს.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა დღენი მოვლენან, თქუა უფალმან, და ვასმინო ჰრაბათსა ზედა ძეთა ამონისთა ამბოხი ბრძოლისაჲ, <და იყოს უბზო> და წარსაწყმედელ, და ბაგინნი მისნი ცეცხლითა დაიწუნენ, და დაიპყრას ისრაჱლმან მთავრობაჲ თჳსი, თქუა უფალმან.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ღაღადებდ, ესებონ, რამეთუ წარწყმდა ძალი გეაჲსაჲ; ღაღადებდით, ასულნი რაბათისანი, მოირტყთ ძაძაჲ და იტყებდით, და რბიოდეთ ზღუდეთა ზედა, რამეთუ მელქონ ტყუედ წარვიდეს, ქურუმნი მისნი <და მთავარნი მისნი> ერთბამად.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რაჲ გიხაროდის ველთა <ენაკიმისთა>, განაფდეს ველნი შენნი, ასულო ურიდებისაო, რომელ ეგე ესავ საფასეთა თჳსთა, რომელი იტყჳ; Page of ms. J: B38r  ვინ მოვიდეს ჩემ ზედა./

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე მოვავლინო შენ ზედა შიში, თქუა უფალმან ძალთამან, ყოველთაგან მოსაზღვრეთა შენთა, და განიბნიოს კაცად-კაცადი პირით კერძო თჳსით, და არა ვინ იყოს შემკრებელ განბნეულთა მათ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ამისა შემდგომად მოვაქციო ტყუჱ ძეთა ამონისთაჲ, თქუა უფალმან.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
იდუმიასა ზედა. ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; არღარა არს სიბრძნჱ მერმე თემანს შინა, წარწყმდა ზრახვაჲ გონიერთა გან; წარვიდა სიბრძნა მათი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და აღრმეთ თქუენდა შთასაჯდომელად, მკჳდრთა მაგათ დედანი<სათა>, რამეთუ კნელ იქმნა. მოვავლინნე მის ზედა ჟამსა მას, რომელსაცა აღხილვა ვყო მისი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოვიდენ მესდულენი შენ ზედა, რომელთა არა დაგიტეონ შენ მოსაკუფხლველი; ვითარცა მპარავთა ღამჱ დაგდვან შენ ჴელი მათი,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე დავამჴუ ესავი; განააცხადნე დაფარულნი მათნი, დამალვად ვერვარა უძლონ; წარწყმდა თესლი მათი ჴელითა ძმისა მისისაჲთა <და მოძმისა მისისაჲთა>, და არა არს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რომელმანცა თქუა დატევებაჲ ობოლთა შენთაჲ, რაჲთა განერნენ, და მე განვარინნე იგინი, და ქურივნი შენნი მესვიდენ მე.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა რომელთა არა წეს იყო სუმად სასუმელი მათ სუეს, და შენ განმართლებით არა განჰმართლდე,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვფუცე ჩემდა, თქუა უფალმან, რამეთუ უგზოდ და საყუედრელად და საწყეველად იყო შორის მისსა, და ყოველნი ქალაქნი მისნი იყვნენ ოჴერ მი-უკუნისამდე,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
სმენაჲ მესმა უფლისაგან, და მიუვლინნა მოციქულნი წარმართთა, შეკერბით და მოვედით მისა, და აღდეგით ბრძოლად მისა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მცირედ ღა, და მიგეც შენ წარმართთა საწუნელად შორის კაცთა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
შეურაცხებამან შენმან შეგამთხჳა შენ ესე, ურიდებამან გულისა შენისამან მყოფ გქმნა შენ ჴურელთა შინა კლდეთასა. შეიპყრა ძლიერებაჲ ბორცუთა მაღალთაჲ, რამეთუ აღიმაღლე ვითარცა ორბმან ბუდჱ შენი, და მიერცა გარდამო-ვე-გაგდო, თქუა უფალმან.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყოს იდუმიაჲ უგზო; Page of ms. J: B38v  ყოველი რომელი თანა-წარჰვიდოდის, და/უკჳრდეს და <და>ისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულებასა მისსა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ვითარცა დაიქცა სოდომეთი და გომორეთი და მოსაზღვრენი მისნი, თქუა უფალმან მერთისა-მპყრობელმან; და არღარა დაჯდეს მუნ კაცი, და არცა დაეშჱნოს მუნ ძჱ კაცისაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ვითარცა ლომი აღმოჴდეს იორდანით ადგილსა ეთამისასა, რამეთუ მსთუად განვდევნნე იგინი მისგან, და ჭაბუკნი დაადგინნენ მის ზედა, და ვინ არს რჩეულ მისა მიმართ. აღხილვა ვყო, რამეთუ ვინ არს ვითარ მე, და ვინ წინადამიდგეს მე, და ვინ არს მწყემსი ესე, რომელი დადგეს წინაშე პირსა ჩემსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ისმინეთ ზრახვაჲ უფლისაჲ, რომელ ზრახა იდუმიასა ზედა, და გულის-ჴმაჲ, რომელ გულის-ჴმა-ყო მკჳდრთა ზედა თემანისათა, უკუეთუ არა მოიხილნენ ნეშტნი ცხოვართა მათთანი, უკუეთუ არა უგზო იქმნეს მათ ზედა საყოფელი მათი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ჴმითა დაცემისა მათისაჲთა შეიძრა ქუეყანაჲ; ღაღადებაჲ შენი ზღუასა შინა ერჳთრასა, განისმა ჴმაჲ შენი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ვითარცა ორბი აღმოჴდეს, და დაჰშრიალდეს, და განიმარტნეს ფრთენი მისნი სიძნელეთა ზედა მისთა; და იყოს გული ძლიერთა იდუმიაჲსათაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა სალმობიერისაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
დამასკისათჳს. ჰრცხუენა ემათსა და არფათსა, რამეთუ სმენაჲ ბოროტი ესმა; შესულბეს ზღუასა შინა <და განრისხნეს>, განსუენებად ვერ უძლონ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
დაჰჴსნდა დამასკჱ; მიიქცა სივლტოლად, განვარდა, და ძ<რ>წოლამან შეიპყრა იგი, და სალმობამან შეიპყრა იგი ვითარცა შობადი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ვითარ არა დაუტევა ქალაქი ჩემი საყუარელი ჩემი; სოფელი შეიყუარა საქებელი.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს დაეცნენ ჭაპუკნი შენნი უბნებსა შინა შენსა, და ყოველნი მამანი შენნი მბრძოლნი დაეცნენ მას დღესა შინა, თქუა უფალმან ძალთამან.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და აღვაგზნე ცეცხლი ზღუდეთა დამა<ს>კისათა, და შეჭამნეს ურაკპარაკნი ძისა ადერისნი.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
კედარსა ზედა დედოფალსა ეზოჲსასა, რომელი მოკლა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვნისამან. ესრე თქუა უფალმან; აღდეგით და Page of ms. J: B39r  აღვედით კედარდ,/ და მოსრენით შვილნი კედემისნი.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
კარვები მათი და საცხოვარი მათი წარიღონ, სამოსელი მათი და აქლემები მათი და ყოველი ჭურჭერი წარიღონ თავისა მათისად. თქუთ მათ ზედა წარწყმედაჲ გარემოჲს.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ივლტოდეთ ფრიად, და განკერთით, და აღრმეთ შთასაჯდომელად მსხდომარეთა ეზოჲსათა, თქუა უფალმან, რამეთუ ზრახა თქუენ ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვნისამან ზრახვაჲ,/ <და> გულის-ჴმა-ყო თქუენ ზედა გულის-ჴმაჲ.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
აღდეგ და აღვედ ნათესავსა ზედა დაყუდებულსა, რომელი ზის განსუენებით, თქუა უფალმან, რომელთა არა არიან კარ, არცა მოქლონ მათა; მარტოდ დაშჱნებულ არიან.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და იყოს აქლემები მათი ტყუჱ, და სიმრავლჱ საცხოვრისა მათისაჲ წარსაწყმედელად იყოს; და განვაქრინე იგინი ყოველსა ქარსა, რომელთა მოუჴარსავს პირები მათი, და ყოვლისაგან ნათესავისა <ვყო> ძლევა<ჲ> მათი, თქუა უფალმან.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და იყოს ეზოჲ იგი საყოფლად სირაქლემთა, და უგზო იყოს მი-უკუნისამდე. არა დაეშჱნოს მუნ კაცი, და არცა დაჯდეს მუნ ნაშობი კაცთაჲ . ;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.