TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 364
Previous part

Chapter: 48  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   მოაბისათჳს. ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, ვაჲ ნაბავსა, რამეთუ წარწყმდა; მოისჴო, წარიღეს კარიათიმი, ჰრცხუენა/ Page of ms. J: B36r  სიძნელესა მოაბისასა და სძლეს.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
არღარა არს მერმე მხიარულება ესებონს შინა მოაბისასა, ზრახეს მის ზედა ძჳრი. მივედით და გამოვჰკუეთოთ იგი თესლთაგან, და მადებემა დაცხრომით დასცხრეს, შემდგომად შენსა ვიდოდეს მახჳლი,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴმაჲ მღაღადებელთაჲ ორონემით წყმედითა <და შემუსრვითა> დიდითა;

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
შეიმუსრა მოაბი. მიუთხართ ზოგორასა <და> ჭაპუკთა მისთა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
<რამეთუ აღივსო ალაოთ ტირილითა>, რამეთუ აღსავალსა ფიქლოანსა აღვიდეს; ტიროდეს ტირილით, რამეთუ შთამართსა ორონემისასა იყვნეს მტერნი. ღუაწლი და ღაღადებაჲ შემუსრვისაჲ ესმა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ივლტოდეთ და განირინენით თავნი თქუენნი, და იქმნენით ვითარცა კანჯარნი უდაბნოსა შინა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესევდ სიძნელესა შენსა, მოგიჴდენ შენ ჭირნი, და შეგიპყრან, და გამოვიდეს ქამოს ტყუედ და ქურუმნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოიწიოს მოსრვაჲ ყოველსა ზედა ქალაქსა, და ქალაქი არა განერეს, და წარწყმდენ ღელენი და აღოჴრდენ ველნი, ვითარცა თქუა უფალმან.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ეცით სასწაული მოაბსა, რამეთუ დატევებით დაიტევა იგი; და ყოველი ქალაქები მისი უგზო იყოს არა-ყოფისაგან მკჳდრთა მისთაჲსა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ, რომელი იქმოდის საქმესა უფლისასა უდებად, და წყეულ იყავნ, რომელი განაშორებდეს მახჳლსა მისსა სისხლისაგან.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
განისუენა მოაბ სიყმითგან, და მოსავ იყო დიდებასა მისსა, და არა შთაისხა ჭურჭ<რ>ისაგან ჭურჭელსა, და ტყუედ არა წარვიდა. ამისთჳს იყო გემოჲ მისი მის თანა, და სული მისი არა მოაკლდა;

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და მოუვლინნე მას დამდრეკელნი, <და> დადრიკონ იგი, და ჭურჭერი მისი დააწულილონ, და რქანი მისნი შემუსრნენ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ჰრცხუენა მოაბსა ქამოსისაგან, ვითარცა ჰრცხუენა სახლსა ისრაჱლისასა ბეთელით Page of ms. J: B36v  <სასოჲსა მათისა გან>,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ვითარ იტყჳთ/, ვითარმედ მტკიცე ვართ, და კაცნი შემძლებელნი ბრძოლად,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
წარწყმდა მოაბი და ქალაქნი მისნი, და რჩეულნი ჭაბუკნი მისნი შთაჴ<დ>ეს საკლავად, თქუა მეუფემან; უფალ ძალთა არს სახელი მისი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მოახს დღჱ მოაბისი მოსლვაჲ და უკეთურებაჲ მისი ადრე ფრიად.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
შეძართ იგი და ყოველნი გარემოჲსნი მისნი, ყოველთა რომელთა იცით სახელი მისი, არქუთ მას, ვითარ შეიმუსრა არგანი დიდებისაჲ და კუერთხი სიმდიდრისაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
გარდამოჴედ დიდებისაგან და დაჯედ ნოტიოსა ზედა ჯდომით, ასული დებონისო, რამეთუ წარწყმდა მოაბი; აღვიდა შენდა განმრყუნელი სიძნელეთა შენთა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
დადეგ გზასა ზედა და იხილე, რომელი ეგე ჰზი აროერს შინა, და ჰკითხე მეოტსა და განრინებულსა, და თქუ; რაჲ იყო.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ჰრცხუენა მოაბსა, რამეთუ შეიმუსრა, გოდებდა და ღაღადებდა; მიუთხართ არნონდ, რამეთუ წარწყმდა მოაბი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და საშჯელი მოვალს ქუეყანასა ზედა მისსორისასა, ქელონსა ზედა, და ასასა და მოვფათსა ზედა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და დებონსა ზედა, და ნაბავსა ზედა, და სახლსა ზედა დებლათემისსა,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და კარიათიმსა ზედა, და სახლსა ზედა აგამოჲსსა, და სახლსა ზედა მაოთისსა,

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
<და სახლსა ზედა კარიოთისსა>, და ბოსორასა ზედა, და ყოველსა ზედა ქალაქებსა ქუეყანისა მოაბისასა შორიელთა და მახლობელთა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
მოსტყდა რქაჲ მოაბსა, და ამპარტავანებაჲ მისი შეიმუსრა, თქუა უფალმან.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
დაათრვეთ იგი, რამეთუ უფლისა ზედა მდიდრად იტყოდა, და იცემდეს მოაბი ჴელითა თჳსითა, და იყოს საკიცხელ იგი თავადი,

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ვითარცა საკიცხელ იყო შენდა ისრაჱლი, ანუ პარვასა ნუ შენსა იპოვა, რამეთუ ჰბრძოდე მას; აწ მისა მიივლტოდი.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
დაუტევნეს ქალაქნი, და დაეშჱნნეს კლდესა ზედა მკჳდრნი მოაბისანი, იქმნეს იგინი ვითარცა ტრედნი მბუდებელნი კლდესა შინა პირსა სოროთასა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
მესმა მოაბისი გინებაჲ, რამეთუ მაგინა ფრიად, სილაღე Page of ms. J: B37r  მისი და/ გინებაჲ მისი და ამპარტავანებაჲ მისი ვიხილე, და აღმაღლდა გული , მისი.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე ვცნენ საქმენი მისნი, თქუა უფალმან; არა რაოდენ კმა ეყო მისა, მკლავნი მისნი არა ყვნა ეგოდენ.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მოაბსა ზედა ჴჳობდით მოაბსა ზედა გარემოჲს; ღაღადებდით კაცთა ზედა ზღუდისათა ვარჯ-პარსულთა, და ჴმაჲ აღიღოს,

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ტირილი იაზერისი გტიროდიან შენ, ვენაჴო სებოიმისო; მწუერვალნი შენნი განჴდეს ზღუასა, ქალაქო იაზერისო, მოიწია ხილსა ზედა შენსა და სამკალსა ზედა შენსა, და მესდულეთა ზედა შენთა დაეცა მოსრვაჲ.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
აღიტაცა შუებაჲ და სიხარული ქუეყანისაგან მოაბიტელთაჲსა, და ღჳნოჲ იყო საწნეხელთა შიდა შენთა, არა დაწნიხეს იგი დილითი არცა მწუხრი.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
ხოლო ჴმაჲ ესებონისი მი-ელიადმდე, და იასადმდე გამოსცეს ჴმაჲ მათი; ქალაქთა მათთა გამოსცეს ჴმაჲ მათი სეგორითგან ორონედმდე აღათსალისა, რამეთუ დიაკეული სმნიერი არს, რამეთუ წყალიცა იგი ნებრიმისაჲ შემწუველადვე იყოს.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და წარვწყმიდო მოაბისაჲ<თ>, თქუა უფალმან, აღმავალი ბაგინსა ზედა, და მკუმეველი კერპთა მათთა.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს გული მოაბისა ვითარცა ნესტჳ ოხრიდეს, გული ჩემი კაცთა ზედა კედელსა თანა, რომელნი პარსვენ ვარჯსა, ვითარცა ნესტჳ ოხრიდეს, ამის თჳს; რომელ იგი განირინა, წარწყმდა კაცთაგან.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
ყოველნი თავნი ყოველთა ადგილთა დაიყჳნნენ, და ყოველნი წუერნი დაიყჳნნენ, და ყოველნი ჴელნი იტყებდენ, და ყოველთა ზედა ჰასაკთა იყოს ძაძაჲ.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
და ყოველსა ზედა ერდოებსა მოაბისასა და უბნებსა მათსა ყოველსა იყოს ტყებაჲ, რამეთუ შევმუსრე მოაბი ვითარცა ჭურჭერი, რომელ არღარა საჴმარ არნ, თქუა უფალმან.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
ვითარ იძლია, ჴჳობდით; ვითარ შეაქცია ზურგი მოაბმან. ჰრცხუენა და იქმნა მოაბი საკიცხელ, და საშინაბელ ყოველთაგან გარემოჲსთა მისთა,

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი, აჰა ესერა ვითარცა ორბმან მოიმართოს, და განემარტნეს ფრთენი მისნი მოაბსა ზედა. Page of ms. J: B37v 

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და იპყრა კარიოთი, და სიძნელენი მისნი შეიცვნა,/ და იყოს გული ძლიერთა მოაბელთაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა სალმობიერისაჲ.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
და წარწყმდეს მოაბი სიმრავლისაგან მისისა, რამეთუ უფლისა ზედა მდიდრად იტყოდა.

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
შიში და ჴნარცჳ და საბრჴჱ შენ ზედა, რომელ ეგე ჰზი შორის მოაბსა, თქუა უფალმან.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
რომელი ივლტოდის პირისაგან შიშისაჲსა, შთავარდეს ჴნარცუსა, და რომელი აღვიდოდის ჴნარცჳთ, შეიპყრას იგი საბრჴითა, რამეთუ მოვავლინო ესე მოაბსა ზედა წელსა მას, რომელსა აღვიხილნე იგინი, თქუა უფალმან.

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
საფარველსა ესებონისასა დადგეს, რომელნი ივლტოდეს საბრჴისაგან, რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესებონით, და ალი ქალაქით სეონით, და შეჭამნა წინამძღუარნი მოაბისნი, და გამოიძინა ძენი სეონისნი.

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
ვაჲ შენდა, მოაბ; წარსწყმდი, ერო ქამოსისო, რამეთუ წარიხუნას ძენი შენნი ნატყუენავად, და ასულნი შენნი ტყუედ.

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
და მოვაქციო ტყუჱ მოაბისი აღსასრულთა დღეთა, თქუა უფალმან. მოაქამდე საშჯელი მოაბისი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.