TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 363
Previous part

Chapter: 47  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   უცხოთესლთა ზედა, რომელ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ წინაწარმეტყუელისა უცხოთესლთა ზედა მოსრვისა წინა ფარაოჲსა გაზაჲსა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; და აჰა ესერა წყალი აღმოჴდეს ჩრდილოჲთ, და იყოს მდინარედ წარმრღუნელად, და წარრღუნეს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი; ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა, და ღაღადებდენ კაცნი და გოდებდენ ყოველნი მკჳდრნი ქუეყანისანი,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ჴმისაგან წარმომართებისა მისისა, და საჭურველთაგან მისთა ძლიერთა, და ძრვისაგან ეტლთაჲსა და ჴმითა ურმის-თუალთა მისთაჲთა; არა მოიქცეს მამანი შვილთა ზედა მათთა დაჴსნისაგან ჴელთა მათთაჲსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
დღესა მას მომავალსა წარწყმედად ყოველთა უცხოთესლთა, და განვრყუნე ტჳროსი და სიდონი, და ყოველნი ნეშტნი შემწეთა მათთანი, რამეთუ აღჴოცნეს უფალმან უცოთესლნი, რომელ დაშთომილ არიან ჭალაკთა შინა, <და> კაბადუკიას.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
მოახს სიმტიერე გ<ა>ზასა ზედა, <და განვარდა ასკალონ>, და ნეშტნი იგი რომელ არიან აკიმს შინა ვიდრემდის შეჰკრბებოდით.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ვიდრემდის ჰკუეთდე, მახჳლო უფლისაო, ვიდრემდის არა დასცხრე კუალად ეგე ქარქაშსა შენსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
განისუენე და <და>მშჳდენ, და უფალმან ამცნო მას ასკალონისათჳს, და რომელნი არიან ზღჳს-კიდესა, და ნეშტთა ზედა აღდგომად. ;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.