TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 362
Previous part

Chapter: 46  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   დასაბამსა მეფობისა სედეკია მეფისასა იყო სიტყუაჲ ესე ელამისთჳს.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
სიტყუაჲ რომელი იყო უფლისა მიერ იერემია წინაწარმეტყუელისა მიმართ ყოველთა ზედა წარმართთა ეგჳპტისა, კალსა ზედა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისასა, რომელი იყო მდინარესა ეზდა ევფრატსა ქარმის შინა, რომელი იგი მოკლა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვნისამან, წელსა მეოთხესა იოაკიმისსა, Page of ms. J: B34v  ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
აღიღეთ საჭურველი და ფარი, და მო/ვედით ბრძოლად,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
დაასხენ<ი>თ ჰუნეთა თქუენთა; აღემჴედრენით მჴედარნი, შთაიცუთ ჯაჭუები თქუენი, და დაიდგთ ჩაფხუტები თქუენი; წარმოიღეთ ჰორლები თქუენი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რაჲსათჳს ესენი შეძრწუნდებიან და ივლტიან უკუმარო, რამეთუ ძლიერნი მათნი მოისრნან. ვლტოლით ივლტოდეს და არა მოიქცეს შეცვულნი გარემოჲს, თქუა <უფალმან>.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ნუ ივლტინ მალჱ, და ნუ განერებინ ძლიერი ჩრდილოჲთ კერძო; ევფრატსა <ზედა მოუძლურდენ და დაეცნენ>.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ვინ არს ესე, რომელი ვითარცა მდინარჱ აღმოვალს, და ვითარცა მდინარენი ღელვიდენ წყალნი მისნი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ეგჳპტჱ ვითარცა მდინარჱ აღდგეს, და <ვითარცა მდინარენი> აღიძრნენ ღელვანი მისნი, და თქუა; აღვიდე და დავფარო ქუეყანაჲ, და წარვწყმიდო ქალაქი და მკჳდრნი მისნი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
აღსხედით ჰუნებსა, განმზადეთ ეტლები; გამოვედით, მბრძოლნი ეთიოპელნი, <და> ლჳბიელნი ჭურვილნი, <და> ლუდ<ი>ელნი; აღვედით, გარდააცუთ მშჳლდსა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და დღჱ იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ, დღჱ შურის-ძიაბისაჲ შურის-გებად მტერთა მისთა, შეჭამნეს მახჳლმან და განძღეს და დაითროს სისხლითა მათითა, რამეთუ შეწირვაჲ არს უფლისა საბაოთისაჲ ქუეყანასა ჩრდილოჲსასა მდინარესა ზედა ე<ვ>ფრატსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
აღვედ გალაადდ, და აღიღე მკურის-კევი ქალწულისათჳს ასულისა ეგჳპტისა; ცუდად განამრავლე კურნებაჲ შენი. სარგებელ არა არს შენდა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ესმა წარმართთა ჴმაჲ შენი, და ღაღადებითა შენითა აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ <მბრძოლი> მბრძოლისა მიმართ მოუძლურდა, ერთბამად დაეცნეს ორნი ვე.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რომელ თქუა უფალმან პირითა იერემიაჲს წინაწარმეტყუელისაჲთა მოსლვისათჳს ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა, დამოსრვად ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მიუთხართ ეგჳპტედ და სასმენელ ყავთ მაგდალონდ, და ამცენ<ი>თ მემფეს და ტაფნას. არქუთ, აღდეგ და განიმზადე თავი შენი, <რამეთუ შეჭამა მახჳლმან მროწეული შენი>.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ივლტოდა ზუარაკი იგი შენი რჩეული, ვერ დადგა, რამეთუ უფალმან დაჰჴსნა იგი. Page of ms. J: B35r 

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და სიმრავლე მისი მოუძლურდა და დაეცა./ კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა იტყოდა და თქუა; აღვდგეთ და მივიქცეთ ერად ჩუენდა და ქუეყანად სოფლისა ჩუენისა პირისაგან მახჳლისა წარმართთაჲსა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
უწოდეთ სახელი ფარაო, მეფესა ეგჳპტისასა, <სა>ჵნ ებირთა მოეთ, ჟამი მოიწია;

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, მეუფჱ ძალთა<ჲ> სახელი მისი, რამეთუ ვითარცა არს თაბორი შორის მთათა, და კარმელი შორის ზღუასა შინა, ეგრეთ მოვიდეს.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ჭურჭერი ტყუეობისაჲ იქმენ შენდად, მკჳდრმან ასულისა ეგჳპტისამან, რამეთუ მემფი განსარყუნელად იყოს, და ერქუას მას ვაჲ არა-ყოფისაგან მკჳდრთა მისთაჲსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
დიაკეული შუენიერი ეგჳპტჱ; მტევებარნი ჩრდილოჲთ მოვიღეს მის ზედა,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მორეწ<ე>ნი მისნი ვითარცა ზუარაკნი მართებულნი მუნ შინა, რამეთუ იგინიცა უკუნ-იქცეს, და ივლტოდეს ერთბამად, ვერ დადგეს, რამეთუ დღჱ წარწყმედისაჲ მოიწია მათ ზედა და ჟამი შურის-გებისაჲ მათისაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ მათი ვითარცა გუელისა მსტჳნვარისაჲ, რამეთუ მქჳშასა შინა ვიდოდიან; ცულოსანნი მოუჴდენ მას.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ვითარცა მკაფელნი ხისანი მოკაფეთ მაღნარი მისი, იტყჳს უფალი ღმერთი, რამეთუ არღარა ელხინოს, მრავალ არს უფროჲს მკალისა, და არა არს რიცხჳ მათი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ჰრცხუენა ასულსა ეგჳპტისასა, მიეცა ჴელთა ერისა ჩრდილოჲსათა, თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე შური მოვაგო ამოსს, ძესა მისსა, ფარაოჲს ზედა, და ღმერთთა ზედა მისთა, და მოსავთა ზედა მათთა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და მივსცნე იგინი ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა, და ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისათა, და ჴელთა მონათა მისთასა, ამისა შემდგომად დაყუდნეს მსგავსად დღეთა მათ პირველთა, თქუა უფალმან.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ხოლო შენ ნუ გეშინინ, მონაო ჩემო იაკობ, ნუცა შესძრწუნდები, ისრაჱლ, რამეთუ აჰა ესერა მე გიჴსნე შენ შორით და ნათესავი შენი ქუეყანისაგან ტყუეობისა Page of ms. J: B35v  მათისაჲსა, და მოიქცეს იაკობ და დაეყუდოს;/ და დაიძინოს და არღარა ვინ იყოს მაჭირვებელ მისა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და შენ ნუ გეშინინ, მონაო ჩემო იაკობ, თქუა უფალმან, რამეთუ მე შენ თანა ვარ, რამეთუ ვყო აღსასრული ყოველთათჳს ნათესავთა, რომელთა მიმართ მიგავლინო შენ მუნ, ხოლო შენი არა ვყო მოკლება, და განგსწავლო შენ განკითხვით, და უბრა<ლ>ოებით არავე უბრალო გყო შენ.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.