TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 367
Previous part

Chapter: 51  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე განვაღჳძო ბაბილონსა ზედა და მკჳდრთა ზედა ქალდეაჲსთა გული აღმმსთობელთაჲ, ნიავქარი შემწუეველი და განმჴრწნელი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოუვლინნე ბაბილონსა მეკიცხეველნი, და ეკიცხევდენ მას, და მოსრან ქუეყანაჲ მისი, რამეთუ ვაჲ იყოს ბაბილონსა გარემოჲს დღესა ურვისა მისისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
მის ზედა გარდაიცუნ გარდამცუმელმან მშჳლდი თჳსი, და მის ზედა შეისხნ, რომლისა თანა იყოს საჭურველი; ნუ სწყალობთ ჭაპუკთა მისთა, განრყუენით ყოველი ძალი მისი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დაეცნენ წყლულნი ქუეყანასა ქალდეველთასა და გუმერილნი გარეშე.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა დაქურივდა ისრაჱლი და იუდაჲ ღმრთისა მათისაგან უფლისაგან ყოვლისა-მპყრობელისა, რამეთუ ქუეყანაჲ მათი აღივსო უშჯულოებითა წმიდათაგან ისრაჱლისათა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ივლტოდეთ ბაბილონისაგან და განირინეთ კაცად-კაცადმან თავი თჳსი, და ნუ შეჰვარდებით უშჯულოებათა მათთა, რამეთუ ჟამი შურის-გებისა Page of ms. J: B41v  მისისაჲ არს უფლისა მიერ, მისაგებელსა იგი მიაგებს მას./

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
სასუმელი ოქროჲსაჲ არს ბაბილონი ჴელთა შინა უფლისათა, მათრობელი ყოვლისა ქუეყანისაჲ, ღჳნისაგან მისისა სუეს წარმართთა, და მისთჳს აღიძრნეს წარმართნი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მეყსეულად დაეცა ბაბილონი და შეიმუსრა, ჰგოდებდით მას და სდევით მკურის-კევი წყლულებასა მას მისსა, გან-ხოლო-თუ-ვითარ-იკურნოს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ვჰკურნებდით ბაბილონსა, და არა განიკურნა, დაუტევეთ იგი და წარვედით კაცად-კაცადი ქუეყანად თჳსა, რამეთუ მიიწია ცად საშჯელი მისი, და აღმაღლდა ცათამდე განკითხვაჲ მისი, და მი-ვარსკულავთამდე აღიწია.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და გამოიღო უფალმან საშჯელი თჳსი, მოვედით და მიუთხრნეთ <სიონსა> საქმენი უფლისა ღმრთისა ჩუენისანი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განიმზადენ<ი>თ ისარნი, აღავსენით კაპარჭნი თქუენნი. განაღჳძა უფალმან სული მეფისა მის მართაჲ, რამეთუ ბაბილონსა ზედა რისხვაჲ მისი მოსპოლვად მისა; შურის-ძიებაჲ უფლისაჲ არს, შურის-ძიებაჲ ტაძრისა მისისაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ბაბილონსა ზედა აღიღეთ ნიში, და<ა>დგინენ<ი>თ მცველნი; აღადგინენ<ი>თ მჴუმილნი, განიმზადეთ საჭურველი, რამეთუ იწყო და ყოს უფალმან რაოდენი თქუა მკჳდრთა ზედა ბაბილოვნისათა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
დამკჳდრებულთა წყალთა ზედა მრავალთა და მრავალთა ზედა საფასეთა მისთა, მოახს აღსასრული შენი ჭეშმარიტად ეზოთა გულისა შენისათა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ფუცა უფალმან მკლავსა თჳსსა, რამეთუ აღგავსო შენ გუნდითა ვითარცა მკალითა, და იტყოდიან შენ ზედა შესხმით ვითარცა მწნეხარნი საწნეხლისანი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რომელმან შექმნა ქუეყანაჲ ძალითა თჳსითა, განჰმზადა სოფელი სიბრძნითა თჳსითა, და გულის-ჴმითა თჳსითა გარდაართხა ცაჲ;

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ჴმად ქუხილისად დადვა სიმრავლე წყალთაჲ ცასა შინა, და აღმოიყ<ვ>ანნა ღრუბელნი კიდით ქუეყანისაჲთ, და ელვანი წჳმად შექმნნა, <და> გამოიყვანა ნათელი საუნჯეთაგან თჳსთა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
განცოფნა ყოველი კაცი მეცნიერებისაგან თჳსისა, ჰრცხუენა ყოველსა ოქროჲს-მჭედელსა ქანდაკებულთაგან თჳსთა, რამეთუ ნაცილად შებერა; არა არს სულ მათ თანა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ცუდ არიან Page of ms. J: B42r  <ქმნულნი> ბაგის-საყოფელნი; ჟამსა აღხილვისა მათისასა წარწყმდენ./

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
არა არს ესე-მლევანი ნაწილი იაკობისი, რამეთუ რომელმან დაჰბადა ყოველი; იგი თავადი ნაწილ მისა არს, და ისრაჱლი კუერთხ მკჳდრობისა მისისაჲ, უფალ ძალთა არს სახელი მისი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
შენ განმიბნევ მე ჭურჭერსა ბრძოლისასა, და მე განვაბნინე შენგან ნათესავნი, და მოვსპნე შენგან მეფენი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და განვაბნინე შენგან ჰუნენი და ზედა-მსხდომელნი მათნი,

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და განვაბნიო შენგან ეტლები და მჯ<დ>ომელები მათ ზედა, და განვაბნიო შენგან მამაკაცი და დედაკაცი; და განვაბნიო შენგან მოხუცებული და ჭაბუკი, და განვაბნიო შენგან წული და ქალი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და განვაბნიო შენგან მწყემსი და სამწყსოჲ მისი, და განვაბნიო შენგან ქუეყანის-<მოქმედნი> და ნაყოფი მისი, და განვაბნინე შენგან მთავარნი და წინამძღუარნი შენნი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მივაგო ბაბილონსა და მკჳდრთა ქალდეაჲსათა ყოველნი უკეთურებანი მათნი, რომელ ყვნეს სიონს შინა წინაშე თუალთა თქუენთა, იტყჳს უფალი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე შენ ზედა, მთაო განრყუნილო, იტყჳს უფალი, განმრყუნელო ყოვლისა ქუეყანისაო, მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და გარდამოგაგდო შენ კლდეთაგან, და გყო შენ ვითარცა მთაჲ მომწუარი.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და არა მოიღონ შენგან ქვაჲ საკიდური და ქვაჲ საძირკუველად, რამეთუ განსარყუნელად იყო უკუნისამდე, თქუა უფალმან.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
აღიღეთ ნიში ქუეყანასა ზედა; დაჰბერეთ ნესტუსა წარმართთა შორის, წმიდა ყავთ მის ზედა თესლები, ამცენით მისთჳს მეფეთა არარატისათა ჩემ მიერ, და ასქანაზელთა; მოადგთ მას ზედა არდაბაგები; აღივლინენ<ი>თ მის ზედა ჰუნენი ვითარცა სიმრავლჱ მკლისაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
წმიდა ყვენ<ი>თ მის ზედა ნათესავნი, მეფჱ მართაჲ და მთავარნი მისნი და ყოველნი წინამძღუარნი მისნი ყოვლისა ქუეყანისა ჴელმწიფებისა მისისანი.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
შეიძრა ქუეყანაჲ და ელმოდა, რამეთუ განიღჳძა ბაბილონსა ზედა ზრახვამან უფლისამან, დადებად ქუეყანაჲ ბაბილონისაჲ განსარყუნელად, რაჲთა არღარა აღეშჱნოს.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
მოაკლდეს მბრძოლნი ბაბილოვნისანი ბრძოლად; დასხდენ იგინი მოცეულნი, და ელხუა მძლავრობაჲ მათი, და იქმნნეს Page of ms. J: B42v  ვითარცა დედანი; მოიწუნეს საყოფელნი მათნი,/ შეიმუსრნეს მოქლონნი მისნი.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
მეოტი შემთხუევად მეოტსა სდევდეს, და მებავთჱ შეემთხუეოდის ღაღადის-მგდებელსა, თხრობად მეფესა ბაბილოვნისასა, ვითარმედ წარწყმდა ქალაქი იგი მისი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
კიდითგან გამოსავალთა მისთაჲთ შეიპყრნეს და სავსებაჲ იგი მათი დაიწუეს ცეცხლითა, და კაცნი მისნი მბრძოლნი გამოჴდენ მისგან.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; სახლნი მეფისა ბაბილოვნისანი ვითარცა კალონი მსთუანი დაილეწნენ, მცირედ და და მოიწიოს ლეწვაჲ მისი.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
განმყო მე, და შემჭამა მე, და მეწია მე ვითარცა ბნელი მცირჱ, ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვნისამან, დამდვა მე ვითარცა ჭურჭერი ცუდი; შთამთქა მე ვითარცა ვეშაპმან, და აღივსო მუცელი თჳსი საშუებელისაგან ჩემისა.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
განმაშოვრნა შრომანი ჩემნი, <და> სიგლახაკენი ჩემნი ბაბილონსა ზედა; თქუას მკჳდრმან სიონისამან, და სისხლი ჩემი მკჳდრთა ზედა ქალდეაჲსთა, თქუა<ს> ისრაჱლმან.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე ვსაჯო მჴდომი იგი შენი, და შური მოგაგო შურის-გებისა შენისაჲ, და აღვაოჴრო ზღუდჱ მისი, და განვაჴმნე წყალნი მისნი.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და იყოს ბაბილონი განსარყუნელად და საყოფლად ვეშაპთა, და ბორცუებად და სასტჳნველად, და არღარა აღეშჱნოს.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
რაჲთურთით ერთბამად ვითარცა ლომნი აღდგენ ჭაპუკნი მისნი, და ვითარცა ლეკუნი ლომთანი.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
განტფობასა შინა მათსა შევასუა სასუმელი მათი, და დავათრვნე იგინი, რაჲთა დასულბენ, და დაიძინონ ძილი საუკუნჱ, და ვერღარა განიღჳძონ უკუნისამდე, იტყჳს უფალი.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და შთავჴადნე იგინი ვითარცა კრავნი კლვად, და ვითარცა ვერძები თიკნებითურთ.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
ვითარ წარწყმდა <სისაქ>, და მოინადირა სიქადული ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა ბაბილონი განსარყუნელად შორის ყოველთა ნათესავთა.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
აღმოჴდა ბაბილონსა ზედა ზღუაჲ ოხრითა ღელვათა მისთაჲთა, <და> დაფარა. Page of ms. O: 305რ  

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
იქმნნეს ქალაქნი მისნი განსარყუნელად ქუეყანაჲ, ურწყულ/ [და უგზო ქუეყანაჲ, რომელსა არა ვინ დაეშჱნას მუნ კაცი, არცა დაადგრეს მუნ ძჱ კაცისაჲ.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
და შური ვიძიო ბაალსა ზედა ბაბილონს შინა, და მოუღო რომელი შთანთქა პირისაგან მისისა, და არღარა შეკრბენ მერმჱ ნათესავნი, და ზღუდეცა ბაბილონისაჲ და-ვე-ეცეს.

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
გამოვედით მისგან, ერო ჩემო, და განირინეთ მისგან კაცად-კაცადმან თავი თჳსი გულის-წყრომისაგან უფლისაჲსა.

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
ნუ სადა შეძრწუნდენ გულნი თქუენნი, და ნუ გეშინ<ინ> სმენისა მისისაგან, რომელი ი<ს>მის ქუეყანასა მაგას, და შემოვიდეს მას წელსა სმენაჲ იგი, და მის თანა მას წელსა სმენაჲ და უშჯულოებაჲ ქუეყანასა, და ფლობილებაჲ ფლობილებასა ზედა, იგავი იგავსა ზედა.

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა დღენი მოვლენან, და ახილვა ვყო ყოველსა ზედა ქანდაკებულსა ბაბილონისასა, და ყოველი ქუეყანაჲ მისი სირცხჳლეულ იქმნეს, და ყოველნი წყლულებანი მისნი დაეცნენ შორის მისსა.

Verse: 48   Link to mcat Link to sept   
და იხარებდენ ბაბილონსა ზედა ცანი და ქუეყანაჲ, და ყოველი რაჲ Page of ms. O: 305v   არს მას შინა,/ რამეთუ ჩრდილოჲ<თ> მოვიდენ განმრყუნელნი მისნი, თქუა უფალმან.

Verse: 49   Link to mcat Link to sept   
და ბაბილონს შინა დაეცნენ ყოველნი წყლულებანი ყოვლისაგან ქუეყანისა.

Verse: 50   Link to mcat Link to sept   
განრინებულნი ქუეყანით მისით ვიდოდეთ, და ნუ დასდგებით; მოიჴსენეთ შორიელთა მაგათ უფალი, და იჱრუსალემი გულთა თქუენთა მოიჴადეთ;

Verse: 51   Link to mcat Link to sept   
გრცხუენა, რამეთუ გესმა ყუედრებაჲ ჩუენი; დაფარა გინებამან პირი ჩუენი, შევიდეს უცხოთესლნი სიწმიდეთა ჩუენთა, ტაძარსა უფლისასა.

Verse: 52   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და შური ვიძიო ქანდაკებულთა ზედა მისთა, და ყოველსა ქუეყანასა ზედა მისსა დაეცნენ წყლულნი მისნი.

Verse: 53   Link to mcat Link to sept   
დაღათუ აღმაღლდეს ბაბილონი ვითარცა ცაჲ, და თუ განიძნელოს სიმაღლჱ იგი სიმტკიცისა მისისაჲ, ჩემგან მოვიდენ მომსრველნი მისნი, იტყჳს უფალი.

Verse: 54   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ ღაღადებისაჲ ბაბილონს შინა, და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა ქალდეველთასა,

Verse: 55   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჴოცა უფალმან ბაბილონი, და წარწყმიდა მისგან ჴმაჲ დიდი ოხრისაჲ ვითარცა წყალნი მრავალნი; მისცა წარსაწყმედელად ჴმაჲ მისი;

Verse: 56   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოიწია ბაბილონსა ზედა სიგლახაკჱ, მოისრნეს ბრძენნი მისნი, უსუსურ იქმნნეს მშჳლდნი მათნი, რამეთუ ღმერთი მიმგებელ არს.

Verse: 57   Link to mcat Link to sept   
თავადმან უფალმან მიაგოს მას მისაგებელი; დაითრვნენ მთრვალებითა მბრძოლნი მისნი და მსაჯულნი მისნი, და წინაწარმეტყუელნი მისნი და ძლიერნი მისნი, და დაიძინონ Page of ms. O: 306r   ძილი საუკუნოჲ, და არღარა განიღჳძონ, იტყჳს უფალი,/ მერთისა-მპყრობელ არს სახელი მისი.

Verse: 58   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; ზღუდე ბაბილონისაჲ განვხრ<წ>ნა, გარდაარღჳნით და ირღუენ, და ბჭენი იგი მისნი ცეცხლითა დაიწუნენ, შურებოდიან ერნი ცუდად, და ნათესავნი პირველადვე მოაკლდენ.

Verse: 59   Link to mcat Link to sept   
სიტყუაჲ რომელი ამცნო იერემია წინაწარმეტყუელმან თქუმად სარეაჲსა, ძისა ნერისა, ძისა მანასჱსა, რაჟამს წარვიდოდა სედეკიაჲსგან, მეფისა იუდაჲსა, ბაბილონდ, წელსა მეოთხესა მეფობისა მისისასა, და სარეა იყო ნიჭთ-მთავარ.

Verse: 60   Link to mcat Link to sept   
და დაწერა იერემია ყოველი ესე ძჳრი, რომელი მოსლვად არს ბაბილონსა ზედა წიგნსა ზედა ერთსა ყოველთა ამათ სიტყუათა თანა, რომელ წერილ არიან ბაბილონისათჳს.

Verse: 61   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იერემია სარეას, რაჟამს მიხჳდე ბაბილონდ, და იხილო, და აღმოიკითხნე ყოველნი ესე სიტყუანი,

Verse: 62   Link to mcat Link to sept   
და სთქუა; უფალო, სთქუ ამას ადგილსა ზედა ა<ღ>ჴოცაჲ მისი, რაჲთა არა იყოს მას შინა მკჳდრი კაცითგან მი-პირუტყუადმდე, რამეთუ განრყუნაჲ მისი იყოს უკუნისამდე.

Verse: 63   Link to mcat Link to sept   
და იყოს რაჟამს დააცადო კითხვაჲ წიგნისაჲ ამის, გამოაბა მას ქვაჲ, და შთააგდო იგი საშუვალ ევფრატსა.

Verse: 64   Link to mcat Link to sept   
და სთქუა; ესრეთ დაითქას ბაბილონი, და არღარა აღდგეს პირისაგან ძჳრთაჲსა, რომელ შემოავლინნეს მის ზედა. და დაესრულნეს აქამდე სიტყუანი იერემიაჲსნი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.