TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 368
Previous part

Chapter: 52  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ოც და ერთის წლის იყო სედეკია, რაჟამს დადგა იგი მეფედ, და ათერთმეტ/ Page of ms. O: 306v   წელ მეფობდა იგი იჱრუსალემს შინა, და სახელი დედისა მისისაჲ ამიტალ, ასული იერემიაჲსი, ლობეთით.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ყო მან ბოროტი წინაშე თუალთა უფლისათა, ვითარცა იოვაკიმ ყო.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ გულის-წყრომაჲ უფლისაჲ იყო] / Page of ms. O:    Page of ms. J: B43r  იჱრუსალემისათჳს <და იუდაჲსთჳს> ვიდრე არა განსთხინა იგინი პირისაგან მისისა, და განდგა სედეკია მეფისაგან ბაბილოვნისა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და იყო წელსა მას მეცხრესა, თთუესა მეათესა, ათსა თთჳსასა, მეუფებასა სედეკიაჲსსა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფჱ ბაბილონისაჲ, და ყოველი ძალი მისი იჱრუსალემსა ზედა, და ზღუდის ზღუდე აქმნეს მას გამოთლილითა ქვითა გარემოჲს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მიიწია ქალაქი იგი იწროებად ვიდრე ათერთმეტ წლადმდე მეფისა სედეკიაჲსა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
თთუესა მეოთხესა, ცხრასა თთჳსასა, განძლიერდა სიყმილი ქალაქსა შინა, და არღარა იყო პური ერისათჳს ქუეყანისაჲსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ვერ დამდგომ იქმნა ქალაქი იგი, და ყოველნი მბრძოლნი ივლტოდეს, და გამოვიდა მეფჱ და ყოველი ერი მისი ღამჱ ქალაქით გზით ბჭისაჲთ საშუვალ ზღუდესა და ზღუდის ზღუდესა, რომელ იყო მტილსა ოდენ სამეუფოსა გარემო, და ქალდეველნი იყვნეს გარემოჲს ქალაქსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და წარვიდეს იგინი გზასა არაბიაჲსასა, და დევნა უყო ძალმან ქალდეველთამან უკუანა მეფისა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ეწინეს მეფესა სედეკიას წიაღ იერიქოჲსა უდაბნოსა, და ყოველნი მონანი მისნი განიბნინეს, და შეიპყრეს მეფჱ სედეკია, და მოიყვანეს მეფისა ბაბილონისა დებლათად ქუეყანასა ემათისასა, და ეტყოდა ნაბუქოდონოსორ მეფჱ საშჯელით სედეკიას.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიაჲსნი წინაშე თუალთა მისთა, და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი მოწყჳდნა დებლათას შინა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და თუალნი სედეკიაჲსნი აღმოჰშრიტნა, და შეკრა იგი ბორკილითა, და მიიყვანა იგი მეფემან ბაბილოვნისამან ბაბილონდ, და მისცა იგი სახიდ საფქველისად ვიდრე დღედმდე სიკუდილისა მისისა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მეხუთესა თთუესა, ათსა თთჳსასა, ესე წელი მეათცხრამეტჱ ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისაჲ, მოვიდა ნაბუზარდან მატაკარანი წინაშე-მდგომელი მეფისა ბაბილოვნისაჲ იჱრუსალემდ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მოწუა ტაძარი იგი უფლისაჲ და სახლი მეფისაჲ, და Page of ms. J: B43v  ყოველი სახლები ქალაქისაჲ/ და ყოველი ტაძრები დიდდიდები მოწუა ცეცხლითა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ყოველი ზღუდჱ იჱრუსალემისაჲ გარემოჲს დაარღჳა ძალმან ქალდეველთამან, რომელ იყო მატაკარანისა მის თანა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ხოლო დავრდომილნი იგი ერისანი, და ნეშტი იგი ერი, რომელ დაშთომილ იყო ქალაქსა შინა, და მეოტნი იგი, რომელ შეუცჳვეს მეფესა ბაბილონისასა, და ნეშტი იგი ერისაჲ წარტყუენა ნაბუზარდან მატაკარანმან.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ხოლო უპოვარნი იგი ქუეყანისანი დაუტევნა ნაბუზარდან მატაკარანმან ვენაჴის-მოქმედად,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და სუეტნი იგი რვალისანი, რომელ იყვნეს სახლსა შინა უფლისასა, და სუეტ-დასადგომელნი, და ზღუაჲ იგი რვალისაჲ, რომელ იყო სახლსა შინა უფლისასა, შემუსრეს ქალდეველთა, და წარიღეს ყოველი იგი რვალი ბაბილონდ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და პატივნი და აღსაპყრობელნი და გჳრგჳნ<ნ>ი და სიავნი და ფეშხუემები და ფუცხუები და ყოველი ჭურჭერი რვალისაჲ, რომლითა ჰმსახურებდეს, წარიღეს, და სასაკუმევლები და ვეხნები,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და საპფუთნი და მასმაროთნი და საწურველნი და სასანთლენი და სფარნი და ჭაშაკები, რომელ იყო ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ წარიღო ყოველი მატაკარანმან მან.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და სუეტთა ორთაჲ და ზღჳსა ერთისაჲ და ზუარაკთა ათორმეტთა რვალისათაჲ, რომელ იყვნეს ზღუასა მას ქუეშჱ, რომელ ქმნნა სოლომონ მეფემან სახლსა შინა უფლისასა. არა იყო სასწორ მის რვალისა ყოველთა მათ ჭურჭერთა,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და სუეტთაჲ, ოც და ათხუთმეტ წყრთა იყო სიმაღლჱ სუეტისაჲ მის ერთისაჲ, და საბელი ათორმეტისა წყრთისაჲ გარემო შე-ოდენ-სწულებოდა მას, და იყო სიზრქჱ მისი ოთხთით გარემოჲს,

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და სუეტის-თავნი მათ ზედა რვალისანი, და სიმაღლჱ სუეტის-თავისაჲ მის ერთისაჲ ხუთ წყრთა, და კანკელი <და> მროწეულები სუეტის-თავსა ზედა გარემოჲს ყოველი რვალისაჲ; ეგრევე მსგავსად ამისა იყო სუეტსა მას მეორესა რვაჲ მროწეული წყრთად წყრთად Page of ms. J: B44r  ათთა მათ წყრთათა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყო ყოველი იგი მროწეულები ოთხმეოც და ათექუსმეტ ერთ კერძო ხოლო, და იყო ყოველი იგი მროწეულები ას კანკელსა მას ზედა გარემოჲს.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და წარიყვანა მატაკარანმან მან სარეა, მღდელი იგი მთავარი, და სოფონია, მღდელი შემდგომი, და სამნი იგი კართ-მცველნი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი, რომელ ზედა-მდგომელ იყო კაცთა მათ მბრძოლთა, და შჳდნი კაცნი სახელოანნი წინაშენი მეფისანი, რომელ იპოვნეს ქალაქსა შინა, და მწიგნობარი იგი მთავარი ძლიერთაჲ, რომელ მწიგნობრებდა ყოველსა ერსა ქუეყანისასა, და სამეოცი კაცი ერისაგან მის ქუეყანისაჲსა, რომელ იპოვნეს მას ქალაქსა შინა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და წარიყვანა ნაბუზარდან მატაკარანმან, და მიიყვანნა იგინი მეფისა ბაბილოვნისა დებლ<ა>თად.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და სცა მათ, და მოწყჳდნა იგინი მეფემან ბაბილოვნისამან დებლათას შინა შუეყანასა ემათისასა, და წარ<ი>ტყუენა იუდაჲ ქუეყანისაგან თჳსისა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და ერი ესე, რომელ წარტყუენა ნაბუქოდონოსორ მეფემან წელსა მას მეშჳდესა ჰურიათაჲ სამ ათას ოც და გ̂.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და წელსა მას მეათრვამეტესა ნაბუქოდონოსორისსა წარტყუენა იჱრუსალემით რვაას ოც და ათორმეტი სული.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და წელსა მას ოც და მესამესა ნაბუქოდონოსორისსა წარტყუენა ნაბუზარდან მატაკარანმან ჰურიათაჲ შჳდას ორმეოც და ხუთ სული, და იყო ყოველი იგი სულები ოთხ ათას და ექუსას.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და იყო ოც და მეათჩჳდმეტესა წელსა წარტყუენვასა იოაკიმისსა, მეფისა იუდაჲსსა, და მეათესა თთუესა, ოც და მეოთხესა თთჳსასა, უკუეცა თავი იოაკიმს, მეფესა იუდაჲსსა, ულამარდაქ, მეფემან ბაბილონისამან, წელსა მას, რომელსა დადგა იგი მეფედ, და გამოიყვანა იგი სახლით საპყრობილისაჲთ.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა მას ტკბილად, და სცა მას საყდარი უზეშთაესი ყოველთა საყდართა მეფეთასა; რომელ იყვნეს მის თანა ბაბილონს შინა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და უცვალა მას სამოსელი პყრობილებისა მისისაჲ, და ჭამდა პურსა წინაშე მისსა მარადის ყოველთა დღეთა მისთა, რაოდენ ცხომდა.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და შეაბა მას როჭიკი მარადის, და მოუვიდოდა მას მეფისაგან ბაბილოვნელთაჲსა დღითი დღედ მი-დღედმდე სიკუდილისად/ Page of ms. J: B44v  ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. .
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.