TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 369
Previous part

Book: Bar. 
Baruch

Ⴁარუქი

e codice I (Jerusalem) (B)


On the basis of the edition
The Old Georgian Version of the Prophets,
(ed.) R.P. Blake and M. Brière,
Paris 1962 (Text edition) and 1963 (Apparatus criticus),
(Patrologia Orientalis 29/6 and 30/3)




Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcat Link to sept   Page of ms. J: B44r  და ესე სიტყუანი მის წიგნისანი, რომელ დაწართა ბარუქ, ძემან ნერისმან, ძისა მაასესმან, ძისა სედეკიაჲსმან, ძისა ასადესმან, ძისა ქელკიაჲსმან, ბაბილონს შინა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
წელსა მას მეოთხესა, მეშჳდესა თთუესა, ჟამსა, რომელსა წარიღეს ქალდეველთა იჱრუსალემი, და მოწუეს იგი ცეცხლითა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და აღმოუკითხნა ბარუქჱ სიტყუანი ესე ამის წიგნისანი ყურთა იექონიაჲსთა, ძისა იოაკიმისთა, მეფისა იუდაჲსთა, და ყურთა ყოვლისა ერისათა, რომელნი მოვიდოდეს მის წიგნისა,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ყურთა ძლიერთასა და ძეთა მეფისათა, და ყურთა მოხუცებულთასა, და ყურთა ყოვლისა ერისათა, კნინითგან ვიდრე დიდადმდე ყოველთა დამკჳდრებულთა ბაბილონისათა მდინარესა ზედა სუდსა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ტიროდეს და იმარხვიდეს და ილოცვიდეს წინაშე უფლისა;

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და შეკრიბეს ვეცხლი რაოდენ შემძლებელ იყო კაცად-კაცადისა ჴელი,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მიუძღუანეს იჱრუსალემს იოაკიმს, ძესა ქელკიაჲსა, ძისა სალომისა, მღდელსა, და სხუათა მღდელთა, და ყოვლისა მიმართ ერისა, რომელნი იპოვნეს მათ თანა იჱრუსალემს შინა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რაჟამს მოიღო მან ჭურჭერი სახლისა უფლისაჲ, რომელ იგი წარიღეს ტაძრისა მისგან, მიქცევად მისა ქუეყანად იუდაჲსა მეათესა სიუანისასა, ჭურჭერი ვეცხლისაჲ, რომელ ქმნა სედეკია, ძემან იოსიაჲსმან, მეფემან იუდაჲსმან,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
შემდგომად წარტყუენვისა მის ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲსა, ოდეს წარტყუენა იჱრუსალემით იექონია და მთავარნი მისნი და შემწირველნი და ჴელოვანნი და მდიდარნი და ერი ქუეყანისაჲ, და შეიყვანნა იგინი ბაბილონდ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და თქუეს; აჰა ესერა მიგიძღუანეთ თქუენ ვეცხლი, და იყიდეთ ვეცხლითა შესაწირავი თქუენი ცოდვათათჳს, <და> გუნდრუკი, და ყავთ მანანაჲ, და შეწირეთ საკურთხეველსა ზედა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ილოცეთ ცხორებაჲ ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისაჲ, და Page of ms. J: B45v  ცხორებაჲ ბალტ/ასარისი, ძისა მისისაჲ, რაჲთა იყვნენ დღენი მათნი ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
<და> რაჲთა გუცეს ჩუენ უფალმან ძალი, და განგჳნათლნეს თუალნი ჩუენნი, რაჲთა ვცხომდებოდით საგრილსა ქუეშჱ ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისასა, და საგრილსა ქუეშჱ ბალტასარისსა, ძისა მისისასა, და ვჰმონოთ მათ მრავალ დღჱ, და ვჰპოვოთ მადლი წინაშე მათსა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, და არა უკუნ-იქცა გულის-წყრომაჲ უფლისაჲ და რისხვაჲ მისი ჩუენგან ვიდრე მო-აქა-დღედმდე.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და წარიკითხოთ წიგნი ესე, რომელ მიგიძღუანეთ თქუენ, აღსაარებად სახლსა შინა უფლისასა დღესა უქმელებისასა, და დღეთა შინა ჟამთასა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და სთქუათ; უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლჱ, ხოლო პირთა თქუენთა სირცხჳლი, ვითარცა ესე დღეს კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა,

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და წინაწარმეტყუელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა წინაშე უფლისა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ურჩ ვექმნენით მას,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და არა ვისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ, სლვად ბრძანებათა უფლისათა, რომელ მოგუცა ჩუენ წინაშე პირსა ჩუენსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მიერ დღითგან, ოდე[ს] გამოიყვანნა მამანი ჩუენნი ქუეყანით ეგჳპტით და მო-აქა-დღედმდე, ვიყვენით ურჩ უფლისა ღმრთისა ჩუენისა და ვერიდებოდეთ, რაჲთამცა არა ვისმინეთ მისი,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და გუეწია ჩუენ ძჳრი და წყევაჲ, რომელ ამცნო უფალმან მოსეს მონასა თჳსსა, დღესა მას, რომელსა გამოიყვანნა მამანი ჩუენნი ეგჳპტით, მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ, რომლისაგან გამოსდის სძჱ და თაფლი, ვითარცა ესე დღეს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და არა ვისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ ყოველთაგან <სიტყუათა> წინაწარმეტყუელთასა, რომელ მოავლინნა ჩუენდა;

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ვიდოდეთ კაცად-კაცადი გონებასა გულისა თჳსისა უკეთურისასა მსახურებად ღმერთთა უცხოთა, ყოფად ბოროტისა წინაშე თუალთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.