TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 402
Previous part

Chapter: 23  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, Page of ms. J: B81r  ორნი/ დედანი იყვნეს, ასულნი ერთისა დედისანი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ისიძვიდეს ეგჳპტეს სიჭაბუკესა მათსა. მუნ დაეთხინეს ძუძუნი მათნი, და მუნ გარდაიჴადეს ქალწულებაჲ მათი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და სახელნი მათნი ოოლლია უხუცესი, და ოოლლიბა დაჲ მისი, და იყვნეს იგინი ჩემდა, და შვნეს ძეებ და ასულებ; და სახელნი მათნი სამარიაჲ ოოლლია და იჱრუსალემი ოოლლიბა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ისიძვიდა ოოლლია ჩემ წინაშე, და მიადგა ტრფიალთა თჳსთა ასურასტანელთა მახლობელთა თჳსთა,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
შემოსილთა ჳაკინთინონითა, წინამძღუართა და ერის-თავთა, ჭაპუკნი რჩეულნი, ყოველნი მჴედარნი აღმჴედრებულნი ცხენებსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მისცა სიძვაჲ თჳსი მათ რჩეულთა ძეთა ასურთასა ყოველთა, და ყოველთა რომელთა თუალ-აგნა; და ყოვლითა გულის-თქუმითა თჳსითა შეიგინებოდა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და სიძვაჲ იგი თჳსი ეგჳპტისაჲ არა დაუტევა, რამეთუ მის თანა წვებოდეს სიჭაბუკესა მისსა, და მათ ქალწულებაჲ მისი გარდაიჴადეს, და ყვეს სიძვაჲ მათი მის თანა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მივეც იგი ჴელთა ტრფიალთა მისთასა, ჴელთა ასურასტანელთასა, რომელთაცა თუალ-აგნა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მათ გამოაცხადეს სარცხჳნელი მისი, ძენი და ასულნი მისნი წარიყვან<ნ>ეს, და თჳთ იგი მახჳლითა მოკლეს; და იქმნა იგი სასიტყუელ დედათა შორის, და შურის-გებაჲ ყვეს მის ზედა ასულთა მისთა მიმართ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იხილა დამან მისმან ოოლლიბა, და განრყუნა ზედა-დართვაჲ თჳსი უფროჲს მისსა, და სიძვაჲ თჳსი უფროჲს სიძვისა დისა თჳსისა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ძეთა ასურასტანელთა მიექცა, მთავართა <და> ერის-თავთა მახლობელთა თჳსთა, შემოსილთა სამკაულითა, მჴედართა აღმჴედრებულთა ცხენთა ზედა, ჭაბუკნი რჩეულნი Page of ms. J: B81v  ყოველნი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ვიხილე რამეთუ შეგინებულ არიან, გზაჲ ერთი/ ორთაჲვე.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და შესძინა სიძვასა თჳსსა ზედა, და იხილნა კაცნი გამოხატულნი კედელსა, ხატნი გამოწერილნი ხატვით,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რომელთა ემოსა ჭრელებული წელთა მათთა, და ფარშამაგები ღებული თავთა მათთა. პირები ყოველთაჲ მსგავსი მსგავსად ძეთა ქალდეველთა ქუეყანისა მამულისა მათისაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და თუალ-აგნა მათ ხილვითა თუალთა მისთაჲთა, და მიავლინნა მოციქულნი მათა ქუეყანად ქალდეველთა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს მისა ძენი ბაბილონისანი საწოლად მოდგურთა, და შეაგინეს იგი სიძვითა მისითა, და შეიბილწა მათ შორის, და არა განეშორა სული მისი მათგან.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და გამოაჩინა სიძვაჲ თჳსი, და განაცხადა სარცხჳნელი თჳსი, და განეშორა სული ჩემი მისგან, ვითარცა იგი განეშორა სული მისი მათგან, და გამოაჩინა სიძვაჲ თჳსი და განაცხადა სარცხჳნელი თჳსი და განეშორა სული ჩემი დისა მისისაგან, ვითარცა იგი განეშორა სული ჩემი დავითისა მამისა მისისაგან.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და განამრავლენ სიძვანი შენნი მოჴსენებად დღეთა სიჭაბუკისა შენისათაჲ, რომელთა ისიძევდ ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მიექეც შენ ქალდეველთა, რომელთაჲ ვითარცა ვირთაჲ არს სხეულები მათი, და ქუქუნი ცხენთანი ვითარცა ქუქუნი მათნი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მიხედენ უშჯულოებასა სიჭაბუკისა შენისასა, რომელსა იგი იქმოდე ეგჳპტეს სავანესა შენსა, სადა იგი ძუძუნი სიჭაბუკისა შენისანი დაეცნეს.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს, ოოლლიბა, ესრე იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე აღვადგინნე შენ ზედა ტრფიალნი შენნი, რომელთა განეშოვრა სული შენი, და მოგადგინნე იგინი შენ ზედა გარემო.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ძენი ბაბილონისანი და ყოველნი ქალდეველნი, ფაკუელნი და სეკუელნი, და ყოველნი ძენი ასურასტანისანი, და მათ თანა ჭაბუკნი რჩეულნი წინამძღუარნი <და> ერის-თავნი, და ყოველნი მთავარნი და სახელოვანნი აღმჴედრებულნი ცხენებსა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ყოველნი მოვიდენ შენ ზედა ჩრდილოჲთ, ეტლები და ეტლის-თუალები კრებულისა თანა ერთაჲსა; ფარები და ჩელთები და მოგადგინონ Page of ms. J: B82r  მც<ვ>ელნი გარემო შენსა. და მოვსცე წინაშე პირსა მათსა/ საშჯელი, და შურ-იგონ შენ ზედა საშჯელითა მათითა,

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მოგცე შური ჩემი შენ ზედა, და ყონ შენ თანა რისხვითა გულის-წყრომისა ჩემისაჲთა. ცხჳრნი შენნი და ყურნი შენნი მოგკუეთნენ, და ნეშტნი შენნი მახჳლითა დაამჴუნენ, ძენი შენნი და ასულნი შენნი წარიყვანნენ, და ნეშტი შენი ცეცხლმან შეჭამოს.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და განგძარცონ შენ სამოსელი შენი, და წარიღონ ჭურჭერი სიქადულისა შენისაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და გარე-მოვაქციო უმსახურებელბაჲ შენი შენგან, და სიძვაჲ შენი ქუეყანით ეგჳპტით, და ვერ მიადგნე თუალნი შენნი, და ეგჳპტჱ არღარა მოიჴსენო მერმე.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე მიგცე შენ ჴელთა მოძულეთა შენთასა, რომელთაგან განეშორა სული შენი.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ყონ შენ თანა სიძულილით, და წარიღონ ყოველი ნაშრომი შენი და ყოველი რუდუნებული შენი, და იყო შენ შიშუელ და სარცხჳნელ, და გამოცხადნეს სარცხჳნელი სიძვისა შენისაჲ და უღმრთოებისა შენისაჲ, სიძვამან შენმან

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
გიყო შენ ესე, რამეთუ ისიძევდ კუალსა წარმართთასა, და შეიბილწებოდე ზრახვითა მათითა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და გზასა დისა შენისასა ხჳდოდე, და მიგცე სასუმელი მისი ჴელსა შენსა.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; სასუმელი დისა შენისაჲ შეჰსუა ღრმაჲ, და ვრცელი გარდამრჱ აღსრულებად სიმთრვალისა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და დაჴსნითა აღივსო, სასუმელი დისა შენისაჲ სამარიაჲსაჲ, სასუმელი განრყუნილებისაჲ.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
შესუ იგი, და დღესასწაულნი მისნი <და> თთჳს-თავნი მოვაქცინე, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს რამეთუ დამივიწყე მე, და ზურგი შემაქციე მე, და შენცა მიიღე უღმრთოებისა შენისათჳს და სიძვათა შენთათჳს.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; ძეო კაცისაო, არა ჰსაჯოა ოოლლიაჲ და ოოლლიბაჲ, და უთხრა მათ უშჯულოებაჲ მათი.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იმრუშებდეს, და სისხლი ჴელთა შინა მათთა, განზრახვითა მათითა იმრუშებდეს, და შვილნი მათნი Page of ms. J: B82v  რომელნი მიშვნეს მე, განჰყვანდეს იგინი/ ცეცხლსა.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
ვიდრე ესეცა მიყვეს მე; სიწმიდე ჩემი შეაგინეს, შაბათნი ჩემნი საძაგელ ქმნნეს.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
დაკლვითა მით შვილთა მათთაჲთა კერპთა მათთა, და შევიდოდეს სიწმიდეთა ჩემთა, რაჲთა შეაგინონ იგი, რამეთუ ესრეთ ჰყოფდეს შორის სახლსა ჩემსა.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და რამეთუ კაცთა მათ მომავალთა შოვრით, რომელთა იგი მოციქულთა მიუვლინებდეს მათ, და მოსლვასა ოდენ მათსა იბანებოდე, და იგრემლებდ თუალთა შენთა, და იმკვებოდე სამკაულითა.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და დაჰშჯდი ცხედარსა ზედა დაგებულსა, და ტაბლაჲ აღგებული წინაშე შენსა, და საკუმეველი ჩემი და ზეთი ჩემი, და იხარებდეს მით.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
და ჴმითა აღრეულითა განცხრებოდეს, და კაცთა სიმრავლისაგან კაცთაჲსა მოსრულთა უდაბნოჲთ, შეასხმიდეს სავლტესა ჴელთა მათთა, და გჳრგჳნსა სიქადულისასა თავსა მათსა.

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ; ანუ არა ამათ შინა იმრუშებენ, და საქმისა-ებრ მეძვისა ისიძვა მან.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
და შევ<ი>დოდეს მისა, ვითარცა იგი შევლენედ დედაკაცისა მეძვისა, ეგრე შევიდოდეს ოოლლიაჲსა და ოოლლიბაჲსა, რაჲთა იქმოდიან უშჯულოებასა.

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
და კაცთა ამათ მართალთა შურ-იგონ მისგან შურის-გებითა მომრუშისაჲთა, შურის-გებითა სისხლთაჲთა, რამეთუ მომრუშენი არიან, და სისხლი ჴელთა შინა მათთა.

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი; აღმოიყვანე მათ ზედა ერი, და მოეც მას შეძრწუნებაჲ და მიმოტაცებაჲ.

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
და ქვაჲ დაჰკრიბე მათ ქვისა დაკრებაჲ ერისაჲ, და დაჰგუმერდი მათ მახჳლითა მათითა. ძენი მათნი და ასულნი მათნი მოწყჳდნენ, და სახლები მათი დაწუან ცეცხლითა.

Verse: 48   Link to mcat Link to sept   
და მოვაქციო უღმრთოებაჲ ქუეყანით, და განისწავლ<ნ>ენ ყოველნი დედანი, და არღარა ყონ უღმრთოებისაებრ მათისა.

Verse: 49   Link to mcat Link to sept   
და მოგეცნენ უღმრთოებანი თქუენნი თქუენ ზედა, და ცოდვანი განზრახვათა თქუენთანი მიიხუნეთ, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.; Page of ms. J: B83r 

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.