TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 401
Previous part

Chapter: 22  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, არა ჰსაჯოა ქალაქი ესე მოსისხლე, და უჩუენენ მას ყოველნი უშჯულოებანი მისნი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და არქუ მას, იტყჳს ადონაჲ უფალი; ქალაქო მოსისხლეო, რომელმან დასთხიენ სისხლნი შორის შენსა, რაჲთა მოიწიოს ჟამი შენი, და ჰყოფდი Page of ms. J: B79v  შენ განზრახვასა გულისასა თავისა თჳსისათჳს შეგ/ინებად შენ<და>

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
სისხლითა მათითა, რომელნი დასთხიენ, და დაეცი, და გულის-სიტყჳთა შენითა, რომელსა ჰყოფდი მათ შინა შეიგინებოდე. და მოიახლენ ყოველნი დღენი შენნი, და მოიყვანენ ჟამნი წელთა შენთანი. ამისთჳს მიგეც შენ საყუედრელად წარმართთა, და საკიცხელად ყოველსა სოფლებსა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
მახლობელთა შენთა, და რომელნი შორს არიან შენგან, და გემღერდენ შენ არა-წმიდაო, სახელოვანო, და სავსეო მრავლითა უშჯულოებითა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მთავარნი სახლისა ისრაჱლისანი კაცად-კაცადი ნათესავისა თჳსისა თანა შეიგინებოდა შენ შორის, რაჲთა დასთხიო<ნ> სისხლი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
მამისა და დედისათჳს ძჳრსა იტყოდეს შენ შორის, და მწირისა მიმართ სიცრუვით ვიდოდეს შენ შორის. ქურივსა და ობოლსა ჰმძლავრობდეს შენ შორის.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და სიწმიდეთა ჩემთა შეურაცხ-ჰყოფდეს, და შაბათთა ჩემთასა შეაგინებდეს შენ შორის.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
კაცნი ავაზაკნი იყვნეს შენ შორის, რომელნი დასთხევდეს სისხლსა, და მთათა ზედა ჭამდეს შენ შორის, არა-წმიდებასა იქმოდეს შენ შორის.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
სარცხჳნესლა მამისასა გამოაცხადებდეს შენ შორის, და არა-წმიდებასა შინა დედაკაცსა დაამდაბლებდეს შენ შორის.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
კაცად-კაცადი ცოლსა მოყუსისა თჳსისასა უშჯულოებდეს შენ შორის, და თითოეული სძალსა თჳსსა შეაგინებდეს უშჯულოებით, და კაცად-კაცადი დასა თჳსსა, ასულსა მამისა თჳსისასა, დაამდაბლებდეს შენ შორის.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ქრთამსა მიიღებდეს შენ შორის, რაჲთა დასთხევდენ სისხლსა. ვახშსა და აღნადგინებსა მოიღებდეს შენ შორის. და აღვასრულო აღსასრული უკეთურებისა შენისაჲ მძლავრობით; ხოლო მე დამივიწყე შენ, იტყჳს ადონა უფალი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ დაგცე ჴელი ჩემი შენ ზედა, რომლისათჳს აღგისრულებიეს, და რომლისათჳს გიყოფიეს, და სისხლთა მათთჳს, რომელ ყოფილ არიან შენ შორის.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ Page of ms. J: B80r  დადგომით და დამი/დგეს გული შენი, ანუ თუ დამითმონ ჴელთა შენთა მათ დღეთა შინა, რომელთა ვყო მე შენ შორის. მე უფალი ვიტყოდე და ვყო.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და განგაბნიო შენ წარმართთა შორის, და მიმოგთესო შენ სოფლებსა შორის, და მოაკლდენ არა-წმიდებანი შენგან.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და დავიმკჳ<დ>რო შენ შორის წინაშე თუალთა წარმართთასა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, აჰა ესერა მექმნა მე სახლი ისრაჱლისაჲ აღრეულ, ყოველნი ვითარცა რვალი და რკინაჲ და ტყჳვი და ბრპენი შორის ვეცხლსა აღრეულ არნ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ მათ; ამას იტყჳს ადონა უფალი; ამისთჳს რამეთუ იქმნენით ერთბამად აღრეულ, ამისთჳს მე შეგიყვანნე თქუენ შორის იჱრუსალემსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ვითარცა იგი შეიღიან რვალი და რკინაჲ და ტყჳვი <და ბრპენი> და ვეცხლი შორის საჴუმილსა გამობერვად იგი ცეცხლსა, და გამოდნობად, ეგრე შეგიყვანნე თქუენ რისხვითა ჩემითა, და შეგკრიბნე, და გამოვადნენე თქუენ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მოვჰბერო თქუენ ზედა ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა, და გამოსდნეთ შორის მისსა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ვითარცა გამოდნის ვეცხლი შორის ბრძმედთა, ეგრეთ გამოსდნეთ შორის მისსა, და ჰსცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი, და მივჰფინო რისხვაჲ ჩემი თქუენ ზედა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, არქუ მას, შენ ხარ ქუეყანაჲ უწჳმებელი, და არცა ცუარი იყო შენ ზედა დღესა რისხვისასა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
რომლისა წინამძღუარნი მისნი, ვითარცა ლომნი მყჳრალნი შორის მისსა, იტაცებდეს ნატაცებსა. სულთა კაცთასა შეჰშჭამდეს მძლავრობით, და სასყიდელსა მოიღებდეს. ქურივნი შენნი განმრავლდეს შენ შორის.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
მღდელთა შენთა შეურაცხ-ყვეს შჯული ჩემი, და შეაგინებდეს სიწმიდეთა ჩემთა. შორის წმიდასა და შეგინებულსა არა განაშორებდეს, და შორის გამორჩეულსა და განურჩეველსა არა განაყენებდეს, და შაბათთა ჩემთაგან დაიფარვიდეს Page of ms. J: B80v  თუალთა მათთა, და შევიგინებოდე შორის მათსა./

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და მთავარნი მისნი შორის მისსა, ვითარცა მგელნი იტაცებდეს ნატაცებსა დათხევად სისხლისა, რაჲთა ანგაჰრობასა ანგაჰრობდენ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და წინაწარმეტყუელნი მათნი ალბუნებდეს მათ, და დაეცნენ მხედველნი იგი ამაოჲსანი, რომელნი იმისნიდეს ტყუვილსა, და იტყოდეს; ამას იტყჳს უფალი, და უფალი არა ეტყოდა მათ.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ერსა ქუეყანისასა გამოსწურავთ სიცრუვით, და მოიტაცებთ ნატაცებსა. დავრდომილსა და გლახაკსა ჰმძ<ლ>ავრობთ, და მწირისა მიმართ არა იქცევით მართლ.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და ვეძიებდ მათ შორის კაცსა, რომელიმცა ვიდოდა მართლ, მდგომარე წინაშე ჩემსა ყოვლითურთ ჟამსა ქუეყანისასა, რაჲთამცა სრულიად არა აღიჴოცა იგი, და არა ვპოვე.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და მივჰფინე მათ ზედა გულის-წყრომაჲ ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა აღსრულებად; გზანი მათნი თავთა მათთა ზედა მივაგე მათ, იტყჳს უფალი უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.