TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 400
Previous part

Chapter: 21  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი იჱრუსალემდ მიმართ, და მიიხილე სიწმიდეთა მიმართ მათთა, და წინაწარმეტყუელებდ ქუეყანად ისრაჱლისა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და თქუ. ამას იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე შენდამი ,და გამოვიტაცო ჴელის-საპყრობელი ჩემი გუამისაგან მისისა, და მოვსრა შენგან ყოველი ცრუჲ და უშჯულოჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ვითარცა იგი მოვსრა შენგან, ეგრევე მოისრას ჴელის-საპყრობელი ჩემი გუამისაგან მისისა ყოველსა ზედა ჴორციელსა მზის-აღმოსავალითგან ვიდრე ჩრდილოდმდე.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ცნას ყოველმან ჴორციელმან რამეთუ მე ვარ უფალი. გამოვსტაცე ჴელის-საპყრობელი ჩემი გუამისაგან მისისა, და არღარა მოაქციოს მერმე.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, სულთ-ითქუემდ შემუსრვასა ზედა წელთა შენთასა, და სალმობით სულთ-ითქუენ წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყოს უკუეთუ გრქუან, რაჲსათჳს სულთ-ითქუამ შენ, არქუ მათ; ჰამბავისა მისთჳს რამეთუ მოვალს. და შეძრწუნდეს ყოველი გული, და ყოველნი ჴელნი დაჴსნდენ, და განცივნეს ყოველი ჴორციელი და ყოველი სული, და ყოველნი ბარკალნი შეიგინნენ სინედლითა. აჰა ესერა მოვალს, და იყოს, იტყჳს ადონა უფალი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და არქუ; ამას იტყჳს ადონა უფალი. მახჳლო, მახჳლო, აღილესე და განრისხენ,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რაჲთა ჰკლვიდე საკლველებსა. აღმახჳნი, რაჲთა იქმნე ბრწყინვალე, განმზადებულ დაჴსნად, მოჰსრევდ, და შეურაცხ-ჰყოფდ. და ეც ყოველი ხჱ;

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მისცა იგი, განმზადებული პყრობად ჴელსა მისსა. აღილესა მახჳლი, და მზა არს იგი, განმზადებულ მიცემად ჴელისა განგუმერელთასა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ღაღად-ყავ და დაიყივლე, ძეო კაცისაო, რამეთუ ესე იყო ერსა შორის ჩემსა. ესე ყოველთა შორის წინამძღუართა ისრაჱლისათა, დაიმკჳდრონ მახჳლსა ზედა. ესე იქმნა ერსა ჩემსა. ამისთჳს დაიტყუელენ ჴელითა,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ განმართლებულ არს./ Page of ms. J: B78v  და რაჲ ეგე ხარ, ტომი განშოვრებული, და ეგე არა იყოს, იტყჳს ადონა უფალი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო; წინაწარმეტყუელებდ, და დაიტყუელე ჴელი ჴელსა, და დახარჱოდე მახჳლი. მესამე მახჳლი წყლულებისაჲ არს, მახჳლი წყლულებათაჲ არს დიდი, და განაკრთვნე იგინი,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რაჲთა შეძრწუნდეს გული, და განმრავლდენ მოუძლურებულნი. ყოველთა ზედა ბჭეთა მიცემულ არიან კლვად მახჳლსა. კეთილ იქმნა კლვად, იქმნა იგი ბრწყინვალე.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
განვლე, აღმახუენ, შეჰშჭამდი მარჯუენით და მარცხენით, ვიდრეცა პირმან შენმან მიიმართოს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე დავიტყუელნე ჴელი ჴელსა, და მიუტეო მათ ზედა გულის-წყრომაჲ ჩემი. მე უფალი ვიტყოდე.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, განაწესენ თავისა შენისა ორნი გზანი. შესლვად მახჳლი მეფისა ბაბილონისაჲ, სოფლისაგან ერთისა გამოვიდენ გუნდნი ორნი. და ჴელი დასაბამსა გზისა ქალაქისასა თავსა გზისასა დააწესო.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
შესლვად მახჳლი რაბათდ ძეთა ამონისთა, და იდუმეად, და იჱრუსალემდ შორის მისსა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დადგეს მეფჱ ბაბილოვნისაჲ პირველსა მას გზასა თავსა ზედა ორთა გზათასა მისნობად მისნობისა, აღმოცენებად კუერთხი, და კითხვად გამოქანდაკებულთა, და ტყირბის მსტურობად. მარჯუენით მისსა

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
იყოს სამისნობელი იჱრუსალემდ მიმართ მოდებად მას ლაშქარი, და აღებად პირისა ღაღადებით, და აღმაღლებად ჴმაჲ ვალალებით, მოდგმად ლაშქარი ბჭეთა მისთა, და მოდებად მიწაჲ და შენებად საისართა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და თავადი იგი მათ მისნობით უმისნიდეს წინაშე მათსა, და მან მოაჴსენოს სიცრუვე მათი მოჴსენებად.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; რამეთუ მოიჴსენეთ თქუენ სიცრუვე თქუენი, Page of ms. J: B79r  რაჲთა განცხადნეს უღმრთოებაჲ/ თქუენი, და ჩნდენ ცოდვანი თქუენნი ყოველთა შინა უღმრთოებათა თქუენთა, და საქმეთა შინა თქუენთა, ამისთჳს რამეთუ მოიჴსენეთ, მათ შინაცა შეიპყრნეთ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და შენ, პილწო და უშჯულოო მთავარო ისრაჱლისაო, არღა მოწევნულ არს დღჱ ჟამსა სიცრუვისა. აღსასრული.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონა უფალი. აღიძარცუე ვარშამაგი, და აღიჴადე გჳრგჳნი. ესე არა ესე-ვითარი იყოს, დაამდაბლე მაღალი, და აღამაღლე მდაბალი.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ვდვა იგი სიცრუვედ, და არცა იგი ესე-ვითარი იყოს, ვიდრემდე მოვიდეს რომლისაჲ იგი ჯერ არს, და მივსცე მას.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ, და არქუ, ამას იტყჳს ადონა უფალი, ძეთა მიმართ ამონისთა, და ყუედრებისა მათისა; და არქუ მათ. მახჳლო, მახჳლო, აღმოჴდილო კლვად, და აღმოჴდილო მოსრულებად, აღდეგ რაჲთა ჰბრწყინვიდე,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ხილვითა შენითა ამაოჲთა, და მისნობასა შენსა ტყუვილისასა, მიცემად შენდა ქედთა ზედა; წყლულთა ზედა უშჯულოთასა, რომელთაჲ მოვალს დღჱ ჟამსა სიცრუვისა. აღსასრული.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
მოიქეც; ნუ დაადგრები ადგილსა მას, რომელსა შობილ ხარ, ქუეყანასა თჳსსა შენსა გსაჯო შენ.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და მივჰფინო შენ ზედა რისხვაჲ ჩემი; ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა მოვჰბერო შენ ზედა. და მიგცე შენ ჴელთა წარმართთასა, მოქმედთა ბოროტისათა.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ცეცხლისა იყო შესაჭმელ, სისხლი შენი იყოს ქუეყანასა შინა, არა იყოს შენდა ჴსენებაჲ, რამეთუ მე უფალი უფალი ვიტყოდე.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.