TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 411
Previous part

Chapter: 32  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო მეათორმეტესა წელსა, და მე<ა>თორმეტესა თთუესა, ერთსა მის თჳსასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, მოიღე გოდებაჲ [!] ფარაოს ზედა, მეფესა ეგჳპტისასა, და არქუ მას. ლომსა წარმართთასა ემსგავსე შენ, და ვითარცა ვეშაპსა, რომელი არს ზღუასა შინა, ურქენდი მდინარეთა შენთა; და აღამრღუევდ წყალთა ფერჴითა შენითა, და დასთრგუნევდ მდინარეთა შენთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; და გარე-მოგადგა შენ ბადჱ ერთა მრავალთაჲ, და აღმოგიყვანო შენ სამჭედურითა ჩემითა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და განგართხა შენ ქუეყანასა ზედა, და ველნი განძდენ შენგან, და დაგასხა შენ ზედა ყოველი მფრინველი ცისაჲ, და განვაძღნე შენგან ყოველნი მჴეცნი ყოვლისა ქუეყანისანი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მივსცნე ჴორცნი შე<ნ>ნი მთათა ზედა, და აღვავსნე იგინი სისხლითა შენითა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოირწყოს ქუეყანაჲ გამონადინებითა შენითა, სიმრავლისა მისგან შენისა მთათა გან; ჴევნები აღვავსო შენგან.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და დაგფარო შენ, რაჟამს დაშრტეს ცაჲ შენ ზედა, და დაბნელდენ ვარსკულავნი მისნი, მზჱ ღრუბლითა დავფარო, და მთოვარემან არა აჩუენოს ნათელი თჳსი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ყოველნი რომელნი ნათობენ ცათა შინა დაბნელდენ შენ ზედა, და მოვსცე ბნელი ქუეყანასა შენსა, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და განვარისხნე გულნი ერთა მრავალთანი, რაჟამს აღმოვიყვანო ტყუჱ შენი ნათესავთა მიმართ ქუეყანასა მას, რომელი არა იცოდე.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შეწუხნენ შენ ზედა ნათესავნი მრავალნი, და მეფენი მათნი განკრთომით განჰკრთენ, ოდეს იგი ფრინვიდეს მახჳლი ჩემი წინაშე პირსა მათსა. მოელოდიან დაცაემასა თჳსსა მიერ დღითგან დაცემისა შენისაჲთ./ Page of ms. J: B92r 

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; მახჳლი მეფისა ბაბილოვნისაჲ მოიწიოს შენ ზედა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
მახჳლითა გმირთაჲთა დავამჴუა ძალი შენი, ბილწნი წარმართთაგან<ნ>ი ყოველნი, და წარწყმიდონ გინებაჲ ეგჳპტისაჲ, და შეიმუსროს ყოველი ძალი მისი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
წარვწყმიდო ყოველი საცხოვარი მისი წყალთაგან მრავალთა, და არღარა აღთქუეფოს იგი ფერჴმან კაცისამან, და კუალმან საცხოვრისამან არა დათრგუნოს იგი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ესრეთ მაშინ დაყუნდენ წყალნი მათნი, და მდინარენი მათნი ვითარცა ზეთნი დიოდიან, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რაჟამს იგი მივსცე ეგჳპტჱ წარსაწყმედელად, და მოოჴრდეს ქუეყანაჲ სავსებითურთ თჳსით, რაჟამს მიმოვსთესნე ყოველნი მკჳდრნი მისნი, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
გოდებაჲ არს, და ჰგოდებდით მას, და ასულნი წარმართთანი ჰგოდებდენ მას ეგჳპტესა, და ყოველსა ძალსა მისსა ჰგოდებდენ, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყო მეათორმეტესა წელსა, პირველსა თთუესა, მეათხუთმეტესა მის თთჳსასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, ჰგოდებდ ძალსა ეგჳპტისასა, და შთაიყვანნენ ასულნი მათნი წარმართთა მკუდარნი სიღრმესა ქუეყანისასა შთამავალთა თანა მღჳმისათა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
შორის წყლულთა მახჳლისათა დაეცნენ მის თანა, და დაიძინოს ყოველმან ძალმან მისმან.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და გრქუან შენ გმირთა მათ; სიღრმესა მღჳმისასა შთაჴედ; ვისა უმჯობჱს ხარ შენ. გარდაგუალე და დაიძინე წინადაუცუეთელთა თანა შორის წყლულთა მახჳლითა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
მუნ არს ასურ და ყოველნი კერბულნი მისნი, და ყოველნი წყლულნი მახჳლითა მუნ მიეცნეს,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და საცლავი მათი სიღრმესა ქუეყანისასა, და იყო კრებული მისი გარემო საფლავსა მისსა, და ყოველნი წყლულნი მისნი დაცემულნი მახჳლითა, რომელთა მიეცა შიში მათი ქუეყანასა ცხორებისასა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
მუნ ელამ Page of ms. J: B92v  და ყოველი ძალი მისი გარემო საფლავსა მისსა,/ ყოველნი წყლულნი დაცემულნი მახჳლითა, რომელნი შთავიდეს წინადაუცუეთელნი სიღრმესა ქუეყანისასა, რომელთა მიეცა შიში მათ<ი> ქუეყანასა ცხორებისასა, და მოიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მღჳმისათა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
შორის წყლულთა მახჳლითა,

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
მუნ მიეცნეს მოსოქ და ყოველი ძალი მათი; გარემო საფლავსა მათსა ყოველნი წყლულნი მათნი, ყოველნი წინადაუცუეთელნი <წყლულნი> მახჳლისაგან, რომელთა მოეცა შიში მათი ქუეყანასა ცხოვრებისასა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და დაიძინეს გმირთა თანა დაცემულთა მახჳლითა საუკუნითგან, რომელნი შთავიდოდეს ჯოჯოხეთა საჭურველითა საბრძოლითა, და დაისხნეს მახჳლნი მათნი ქუეშჱ თავთა მათთა, და იქმნნეს უშჯულოებანი მათნი ძუალთა ზედა მათთა, რამეთუ აშინებდეს გმირთა ცხორებასა მათსა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და შენ წინადაუცუეთელთა თანა დაიძინო წყლულთა თანა მახჳლითა,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
მუნ მიეცნეს მთავარნი ასურისანი, რომელთა მისცეს ძალი მისი წყლულებად მახჳლისა, მათ წყლულებით დაიძინეს შთამავალთა თანა მღჳმისათა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
მუნ მთავარნი იგი ჩრდილოჲსანი ყოველნი ერისა მძღუარნი ასურისანი, რომელნი შთავიდოდეს წყლულნი, შიშითურთ მათით და ძალით დაიძინეს წინადაუცუეთელთა წყლულებითა მახჳლისაჲთა, და წარიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მღჳმისათა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
იგინი იხილნეს ფარაო, და ნუგეშინის-იცეს ყოველსა ზედა ძალსა მათსა, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მივეც შიში მათი ქუეყანასა ცხორებისასა, და დაიძინო<ნ> შორის წინადაუცუეთელთა წყლულთა თანა მახჳლითა, ესრჱთ ფარაო და ყოველი სიმრავლჱ მისი, იტყჳს ადონაჲ უფალ.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.