TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 417
Previous part

Chapter: 38  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   გოგის ზედა. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი გოგის ზედა, ქუეყანასა მაგოგისსა, მთავრისა Page of ms. J: B99v  მის როს, მოსოქ და თობელისა; და წინაწარმეტყუელებდ/ მის ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და არქუ მას, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, გოგ, მთავრისა როს, მოსოქ და თობელისა,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შეგკრიბო შენ და ყოველი ძალი შენი, ცხენები და მჴედრები შეჭურვილნი ყოველნი ჯაჭჳთა, კრებულნი მრავალნი ფარებითა და ჩაფხუტებითა და მახჳლითა;

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
სპარსნი და ეთიოპელნი და ლჳბიელნი, ყოველნი თორნითა და ჩაფხუტებითა;

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
გომერ და ყოველნი გარემონი მისნი, სახლი თჳრგამაჲსი დასასრულითგან ჩრდილოჲსაჲთ, და გარემონი მისნი ყოველნი, და ნათესავნი მრავალნი შენ თანა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
განემზადე და განჰმზადე თავი შენი, შენ და კრებული შენი ყოველი, რომელნი შეკრებულ არიან შენ თანა, და მეყავ მე წინაჲსწარ დამარხულ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
დღითგან მრავალით განემზადოს, და უკუანაჲსკნელთა წელთა შენთა მოვიდეს და მოიწიოს ქუეყანასა მას გარე-მიქცეულსა მახჳლისაგან, შეკრებულთა ნათესავთაგან მრავალთა ქუეყანად ისრაჱლისა, რომელ იგი იქმნა ყოვლად ოჴერ. და ესე წარმართთაგან გამოვიდა, და დაემკჳდრნენ ყოველნივე მშჳდობით.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და აღმოხჳდე ვითარცა წჳმაჲ, და მოიწიო ვითარცა ღრუბელი დაფარვად ქუეყანისა, და იყო შენ და ყოველნი შენთანანი და ნათესავნი მრავალნი შენ თანა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; და იყოს მას დღესა შინა, აღმოვიდენ სიტყუანი გულსა შენსა, და განიზრახო განზრახვაჲ ბოროტი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და სთქუა; აღვიდე ქუეყანასა მას განგდებულსა, და მოვიდე დაყუდებულთა ზედა ყუდროებით, და დამკჳდრებულთა მშჳდობით, ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა, სადა იგი არა არიან ზღუდენი, არცა მოქლონნი, არცა კარები არს მათი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
წარმოღებით წარმოვიღო, და წარმოვტყუენო ტყუჱ მათი მოქცევად ჴელი ჩემი ქუეყანასა მოოჴრებულსა, რომელი დაეშჱნა, და Page of ms. J: B100r  ნათესავთა შეკრებულთა თესლთაგან მრავალთა/ რომელთა უყოფიეს მონაგები, და დამკჳდრებულ არიან უპესა ქუეყანისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
საბა და დედან და ვაჭარნი კარქეღონელნი და ყოველმან დაბნებმან მათმან გრქუან შენ, უკუეთუ ავრის ყოფად მოხუალ შენ, და ტყუენვად ნატყუენავისა შეიკრიბე კრებული შენი მიღებად ვეცხლისა და ოქროჲსა, მიღებად მონაგებისა, და ტყუენვად ნატყუენავისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს სწინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და არქუ გოგს, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ანუ არა მას დღესა შინა, რაჟამს დაემკჳდროს ერი ჩემი ისრაჱლი მშჳდობით, აღსდგე შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მოხჳდე ადგილით შენით დასასრულით ჩრდილოჲსაჲთ და ნათესავნი მრავალნი შენ თანა, აღმოვიდენ ჰუნებითა, ყოველი კრებული დიდი და ერი მრავალი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და აღმოხჳდე ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა ვითარცა ღრუბელი დაფარვად ქუეყანისა. უკუანაჲსკნელთა დღეთა იყოს, და აღმოგიყვანო შენ ქუეყანასა ჩემსა, და მიცნან მე ყოველთა თესლთა, რაჟამს ვიდიდო მე შენ ზედა წინაშე მათსა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი გოგს; შენ ხარ, რომლისათჳს ვიტყოდე უწინარჱს დღეთა მათ პირველთა ჴელითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა ისრაჱლისათაჲთა, მათ დღეთა შინა და წელთა აღმოყვანებასა მას შენსა მათ ზედა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, დღესა მას რომელსა მოვიდეს გოგ ქუეყანასა ისრაჱლისასა, იტყჳს ადონაჲ უფალი. აღმოვიდეს გულის-წყრომაჲ ჩემი,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და შური ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა, და ვიტყოდე რამეთუ მას დღესა შინა იყოს ძრვაჲ დიდი ქუეყანასა ისრაჱლისასა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და შეიძრნენ პირისაგან უფლისა თევზნი ზღჳსანი, და მფრინველნი ცისანი, და მჴეცნი ველისანი, და ყოველნი ქუე-წარმავალნი ქუეყანისანი, და ყოველნი კაცნი პირსა ზედა ქუეყანისასა. განსთქდენ მთანი, და დაეცნან ჴევნი, და ყოველი ზღუდჱ ქუეყანასა დაემჴუას.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მოუწოდი მას ზედა ყოველსა შიშსა მახჳლისასა, იტყჳს უფალი. Page of ms. J: B100v  მახჳლი კაცისაჲ ძმასა ზედა თჳსსა იყოს./

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ვსაჯო იგი სიკუდილითა და სისხლითა და წჳმითა რღუნისაჲთა და ქვითა სეტყჳსაჲთა, და ცეცხლი და წუმწუბი ვაწჳმო მის ზედა და ყოველთა ზედა მისთანათა და ნათესავთა ზედა მრავალთა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და განვდიდნე და ვიდიდო, და განვწმიდნე და გამოვეცხადო წინაშე თესლთა მრავალთა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.