TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 418
Previous part

Chapter: 39  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ გოგის ზედა, და არქუ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, გოგ, მთავრისა როსისა, მოსოქ და თობელისა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
შეგკრიბო შენ, და წარმოგიძღუე შენ, და აღმოგიყვანო შენ დასასრულითგან ჩრდილოჲსაჲთ, და მოგიყვანო შენ მთათა ისრაჱლისათა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და წარვწყმიდო მშჳლდი შენი ჴელისაგან შენისა მარცხენისა, და საისრელნი შენნი ჴელისაგან შენისა მარჯუენისა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დაგცე შენ მთათა ზედა ისრაჱლისათა; და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი, და ნათესავნი იგი შენთანანი მიეცნენ საჭმლად სიმრავლესა მფრინველთასა, ყოველთა მფრინველთა ცისათა, და ყოველთა მჴეცთა ველისათა მიგეც შენ შესაჭმელად.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
პირსა ზედა ველისასა დაეცე, რამეთუ მე ვიტყოდე, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოვავლინო ცეცხლი გოგის ზედა, და დაემკჳდრნენ ჭალაკნი მშჳდობით, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და სახელი წმიდაჲ ჩემი საცნაურ იყოს შორის ერსა ჩემსა ისრაჱლსა, და არღარა შეიბინოს სახელი ჩემი წმიდაჲ, და ცნან წარმართთა რამეთუ მე ვარ უფალი წმიდაჲ ისრაჱლსა შორის.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მოვალს, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი. ესე არს დღე იგი რომლისათჳს ვიტყოდე.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და გამოვიდენ დამკჳდრებულნი ქალაქთა ისრაჱლისათანი, და აგზებდენ საჭურველთა, ფარებსა და ჰორლებსა და მშჳლდსა, და ისარსა და კუერთხებსა ჴელთასა და ლახურებსა, და აგზებდენ მით ცეცხლსა შჳდ წელ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
Page of ms. J: B101r  და არა მოიღონ/ შეშაჲ ველით, არცა აგზებდენ ტყეთაგან, არამედ საჭურვე<ლ>სა დასწუვიდენ ცეცხლითა, და წარმოტყუენნენ წარმ<ტ>ყუენველნი მათნი, და წარმოიღონ ავარი მათი, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, მივსცე გოგს ადგილი სახელოვანი საფლავი ისრაჱლსა შორის მრავალ-კაცობისაჲ მომავალ<თ>აჲ ზღუად კერძო, და გარემო აღაშჱნონ პირი ჴევისაჲ მის.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და დაჰფლან მუნ გოგ და ყოველი სიმრავლჱ მისი, და ეწოდოს ადგილსა მას მრავალ-კაცობისა გოგისა, და ყოვლისა სიმრავლისა მისისაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და დაჰფლას იგი ისრაჱლმან, რაჲთა განწმიდნეს ქუეყანაჲ შჳდსა თთუესა, და დაჰფლას იგი ყოველმან ერმან ქუეყანისამან, და იყოს მათა სახელოვნებად დღესა მას, რომელსა ვიდიდე, იტყჳს უფალი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და კაცთა მარადის განავლინებდენ მოხილვად ქუეყანისა, და დაფლვად დაშთომილთა პირსა ზედა ქუეყანისასა, და განწმედად იგი შემდგომად შჳდისა თჳსა, და გამოეძიებდენ

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ყოველნი მიმომავალნი ქუეყანისანი, და რომელმან იხილოს ძუალი კაცისაჲ, აჰმართოს სასწაული, რაჲთა დაჰფლან იგი დამფლველთა მათ ადგილსა მას მრავალ-კაცობისა გოგისსა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და რამეთუ სახელიცა ქალაქისაჲ მის მრავალ-კაცობის, და განწმიდნეს ქუეყანა[ჲ].

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, თქუ; ამას იტყჳს უფალი, არქუ ყოველსა მფრინველსა მფრინვალესა და ყოველსა მჴეცსა ველისასა, შეკერბით და მოვედით; შეკერბით ყოველთაგან გარემოთა საკლველსა ამას ჩემსა, რომელ დაგიკალ თქუენ, საკლველი დიდი მთათა ზედა ისრაჱლისათა. ჭამეთ ჴორცი და სუთ სისხლი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ჴორცი გმირთაჲ ჭამეთ, და სისხლი მთავართა ქუეყანისათაჲ სუთ, ვერძთაჲ, ზუარაკთაჲ და ვაცთაჲ, და ზუარაკნი განსუქებულნი ყოველნი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
Page of ms. J: B101v  და ჭამდით ჴორცსა მაძღრივ, და ჰსუემდით სისხლსა/ სიმთრვალედ საკლველთაგან ჩემთა, რომელ მე დაგიკალ თქუენ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და განსძღეთ ტაბლასა ზედა ჩემსა ცხენი, და ზედა-მჯდომელი მისი, გმირი, და ყოველი კაცი მბრძოლი, იტყჳს უფალი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მოგცე დიდებაჲ ჩემი თქუენ შორის, და იხილონ ყოველთა თესლთა საშჯელი ჩემი, რომელ ვყავ, და ჴელი ჩემი, რომელი მოვაწიე მათ ზედა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ცნას სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი ამიერითგან და მერმეცა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ცნას ყოველმან თესლებმან რამეთუ ცოდვათა მათთათჳს წა<რ>იტყუენა სახლი ისრაჱლისაჲ, რამეთუ შეურაცხებაჲ ყვეს ჩემდამო; და გარე-მივიქციე პირი ჩემი მათგან, და მივსცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და დაეცნეს ყოველნივე მახჳლითა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და არა-წმიდებათა მათთათჳს და უშჯულოებათა მათთათჳს უყავ მათ, და გარე-მივიქციე პირი [!] ჩემი მათგან.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს ადონაჲ უფალი; აწ მოვაქციო ტყუჱ იაკობისი, და შევიწყალო სახლი ისრაჱლისაჲ, და შევიშურო სახელისა ჩემისათჳს წმიდისა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და მიიხუნენ გინებანი და სიცრუვენი, რომელ ქმნეს ცოდვაჲ, დამკჳდრებასა მას მათსა ქუეყანასა მათსა მშჳდობით, და არა ვინ იყოს მაშინებელ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ოდეს მოვაქცინე მე იგინი წარმართთაგან, და შევკრიბნე იგინი სოფლებისაგან წარმართთაჲსა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, რაჟამს იგი გამოუჩნდე მათ წარმართთა შორის

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და არღარა გარე-მივიქციო პირი ჩემი მათგან, ამისთჳს რამეთუ მივჰფინე გულის-წყრომაჲ ჩემი სახლსა ზედა ისრაჱლისასა, იტყჳს უფალი უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.