TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 428
Previous part

Book: Sus. 
Susanna

Ⴃანიელ წინაწარმეტყუელისაჲ <სუანა>

e codice I (Jerusalem) (B)


On the basis of the edition
The Old Georgian Version of the Prophets,
(ed.) R.P. Blake and M. Brière,
Paris 1962 (Text edition) and 1963 (Apparatus criticus),
(Patrologia Orientalis 29/6 and 30/3)




Chapter: _ 
Verse: 1  Link to septLink to sept   Page of ms. J: B114v  და იყო კაცი ერთი დამკჳდრებულ ბაბილონს, და სახელი მისი იყო იოაკიმ;

Verse: 2   Link to septLink to sept   
და ისუა მან თავისა თჳსისა ცოლი, და სახელი მისი სუსანა, ასული ქელკიაჲსი, ქმნულ კეთილი ფრიად, და მოშიში უფლისაგან.

Verse: 3   Link to septLink to sept   
და მშობელნი მისნი მართალ წინაშე უფლისა, და განსწავლეს ასული იგი თჳსი შჯულითა მოსესითა.

Verse: 4   Link to septLink to sept   
და იყო იოაკიმ შუებულ ფრიად, და იყო მისი სამოთხჱ მახლობელად ტაძართა მისთა თანა, და მისა შეკრბიან ყოველნი ჰურიანი, რამეთუ უდიდებულეს იყო იგი უფროჲს ყოველთა ნათესავთა მათთა.

Verse: 5   Link to septLink to sept   
და გამოჩნდეს ორნი მოხუცებულნი კრებულისა მისგან მსაჯულად წელიწადისა მის, რომელთაჲ იგი თქუა უფალმან, ვითარმედ გამოვიდა უშჯულოებაჲ ბაბილონით Page of ms. J: B115r  მოხუცებულთაგან მსაჯულთა, რომელთა იგი შეერაცხა წინამძღურობაჲ ერისაჲ მისი.

Verse: 6   Link to septLink to sept   
და იგინი არიედ მარადის სახლსა შინა, და მოვიდოდიან მათა ყოველნი საშჯელად.

Verse: 7   Link to septLink to sept   
და არნ მას ჟამსა კრებული იგი მიმოდაიგის სამხრის ოდენ, შთაჴდის სუსანა და იქცევინ სამოთხესა ქმრისა თჳსისასა.

Verse: 8   Link to septLink to sept   
და ჰხედვიდეს მას ორნი იგი მოხუცებულნი მარადის, ვითარ იგი შთაჴდის სამოთხესა მას და იქცევინ, და სწადოდა მისი რაჲთამცა აღისრულეს ნებაჲ თავისა თჳსისაჲ მის ზედა.

Verse: 9   Link to septLink to sept   
და გარდაიქცეს გონებაჲ მათი მისა მიმართ, და აქცინეს თუალნი მათნი არა ხილვად ზეცად, და არცა შედგინეს შჯულისაგან, და არცა მოიჴსენეს საშჯელისაჲ.

Verse: 10   Link to septLink to sept   
და იყვნეს ორნივე იგი ტრფიალებულ მისა, და არა უთხრიან ურთიერთას სალმობანი იგი თავისა თჳსისანი,

Verse: 11   Link to septLink to sept   
რამეთუ ერიდებოდეს ურთიერთას თქუმად გულის-თქუმათა მათ თჳსთა, რამეთუ ენება მათ შეპყრობაჲ მისი.

Verse: 12   Link to septLink to sept   
და უმზირდეს მას წუსწუთ მარადის ხილვად მისა,

Verse: 13   Link to septLink to sept   
და თქუეს ურთიერთას, მივიდეთ ჩუენ სახიდ, რამეთუ სადილისა ჟამი არს, და გამოვიდეს და განიყვნეს იგინი ურთიერთას.

Verse: 14   Link to septLink to sept   
და მერმე მუნვე მოვიდეს კუალად ერთი ერთისა, და იკითხეს და ურთიერთას მიზეზი იგი (უკმოქცევისაჲ), და აღიარეს გულის-თქუმაჲ იგი მათი, და მაშინ ზოგად განაჩინეს ოდეს მარტოჲ პოონ იგი.

Verse: 15   Link to septLink to sept   
და იყო ვითარ უმზირდეს იგინი დღესა ერთსა, შევიდა სუსანა სამოთხესა მას ვითარცა გუშინდელსა დღესა და ძუღანდელსა დღესა ორთა ხოლო მჴევალთა თანა, და უნდა ბანაჲ სამოთხესა მას შინა ქმრისა თჳსისასა, რამეთუ ციხელ იყო.

Verse: 16   Link to septLink to sept   
და არა ვინ იყო მუნ შიდა გარნა ორნი იგი მოხუცებულნი დამალულნი, რომელნი იგი უმზირ<დ>ეს მას,

Verse: 17   Link to septLink to sept   
და ჰრქუა სუსანა მჴევალთა მათ თჳსთა; მომართჳთ მე ზეთი და განსაწმედელი, და კარი სამოთხისაჲ მის დაჰკრძალეთ Page of ms. J: B115v  რაჲთა ვიბანო.

Verse: 18   Link to septLink to sept   
და მათ ყვეს ეგრე ვითარცა უბრძანა მათ, და და/ჰჴსეს კარი სამოთხისაჲ, და განვიდეს კიდით კერძოსა მას კარსა, რაჲთა მოართუან მას რომელი იგი უბრძანა მათ. და არაჲ იცოდეს მოხუცებულთაჲ მათ ვითარმედ მუნ დამალულ არიან,

Verse: 19   Link to septLink to sept   
და იყო ვითარცა განვიდეს ქალნი იგი, აღდგეს ორნი იგი მოხუცებულნი. მირბიოდეს მის ზედა,

Verse: 20   Link to septLink to sept   
და ჰრქუეს მას, აჰა ესერა კარნი სამოთხისანი ჴსულ არიან, და არა ვინ გუხედავს ჩუენ, და გულის-თქუმასა ვართ შენთჳს, ამისთჳს თავს-იდევ ჩუენ თანა და ნება მეც ჩუენ.

Verse: 21   Link to septLink to sept   
უკუეთუ არა, შეგწამოთ შენ ვითარმედ იყო ვინ მე შენ თათა ჭაბუკი, და მისთჳს განავლინენ შენგან ქალნი იგი.

Verse: 22   Link to septLink to sept   
ხოლო სუსანა სულთ-ითქუნა და ჰრქუა, იწრო არს ჩემდა ვინაჲვე კერძო უკუეთუ ვქმნე, სიკუდილი არს ჩემდა; უკუეთუ არა ვქმნე, ვერ განვერე ჴელთაგან თქუენთა.

Verse: 23   Link to septLink to sept   
უმჯობჱს არს ჩემდა რაჲთა არა ვქმნე, და შევვარდე ჴელთა თქუენთა ვიდრე და არა ცოდვასა წინაშე უფლისა.

Verse: 24   Link to septLink to sept   
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა სუსანა, ღაღად-ყვეს ორთა მათცა მოხუცებულთა მის თანა.

Verse: 25   Link to septLink to sept   
და მირბიოდა <ერთი მათგანი> და განახუნა კარნი მის სამოთხისანი.

Verse: 26   Link to septLink to sept   
და ვითარცა ესმა ჴმაჲ ესე სამოთხესა მას შინა სახლისა მისისათა, შერბიოდეს ერთ კერძოჲსა მის კარისაგან ხილვად რაჲ ძი შემთხუეულ არს მას.

Verse: 27   Link to septLink to sept   
და ვითარ იგი იტყოდეს მოხუცებულნი იგი სიტყუათა ამათ მათთა, ჰრცხუენოდა მონათა მისთა ფრიად, რამეთუ არა სადა ითქუა სიტყუაჲ ეგე-ვითარი სუსანაჲსთჳს.

Verse: 28   Link to septLink to sept   
და იყო ხვალისაგან ვითარცა მოვიდა ერი იგი ქმრისა მისისა იოაკიმისა, მოვიდეს ორნიცა მოხუცებულნი სავსენი უშჯულოებისა ზრახვითა სუსანაჲსთჳს მოკლვად მისთჳს. და თქუეს წინაშე ყოვლისა მის ერისა.

Verse: 29   Link to septLink to sept   
მიავლინეთ სუსანაჲსა ასულისა ქელკიაჲლ1ა, რომელ არს ცოლი იოაკიმისი; ხოლო Page of ms. J: B116r  მიავლინეს,/

Verse: 30   Link to septLink to sept   
და მოვიდა სუსანა და მამა-დედანი მისნი და შვილნი მისნი და ყოველნი ნათესავნი მისნი.

Verse: 31   Link to septLink to sept   
ხოლო სუსანა იყო ფუფუნეულ ფრიად და კეთილ ხილვითა;

Verse: 32   Link to septLink to sept   
უშჯულოთა მათ უბრძანეს აღძარცუვაჲ საბურველისაჲ, რამეთუ იყო იგი დაბურვილ, რაჲთა განძღენ სიკეთითა მისითა.

Verse: 33   Link to septLink to sept   
ხოლო თჳსნი და ნათესავნი იგი და ყოველთა რომელთა იცოდეს იგი ტიროდეს.

Verse: 34   Link to septLink to sept   
აღდგეს ორნი იგი მოხუცებულნი შორის ერისა მის, და დაასხნეს ჴელნი თავსა მისსა.

Verse: 35   Link to septLink to sept   
ხოლო სუსანა ღაღადებდა და ტიროდა; და აღიხილნა თუალნი ზეცად, და გულითა თჳსითა ესვიდა უფალსა.

Verse: 36   Link to septLink to sept   
ხოლო მოხუცებულთა მათ თქუეს; ვიქცეოდეთ რაჲ სამოთხესა მას შინა ჩუენ ხოლო მარტოდ, შემოვიდა ეგე ორთა მჴევალთა თანა, და დაჰჴსა კარი იგი სამოთხისაჲ, და განავლინნა მჴევალნი იგი.

Verse: 37   Link to septLink to sept   
და მოვიდა მაგისა ჭაბუკი ვინ მე, რომელი დამალულ იყო მას შინა, და დაწვა მაგის თანა.

Verse: 38   Link to septLink to sept   
ხოლო ჩუენ ვიყვენით კიდესა მის სამოთხისასა, და ვიხილეთ უშჯულოებაჲ იგი, და მივრბიოდეთ მათ ზედა,

Verse: 39   Link to septLink to sept   
და ვიხილენით ეგენი ერთად მწოლარენი. მას ვერ შეუძლეთ შეპყრობად, ხოლო უძლიერჱს იყო ჩუენსა, და განახუნა კარნი სამოთხისანი და განივლტოდა,

Verse: 40   Link to septLink to sept   
ხოლო ეგე შევიპყართ და ვჰკითხევდით ვინ იყო ჭაბუკი იგი.

Verse: 41   Link to septLink to sept   
ხოლო მაგან არა გჳთხრა ჩუენ. ამას ესერა წინაშე ყოველთა ვწამებთ. ხოლო კრებულსა მას ყოველსა ჰრწმენა მათი, რამეთუ მოხუცებულნი იყვნეს ერისანი და მსაჯულნი, და განაჩინეს იგი სიკუდიდ.

Verse: 42   Link to septLink to sept   
და ღადად-ყო ჴმითა დიდითა სუსანა და თქუა; ღმერთო საუკუნეო დაფარულთა მეცნიერო, რომელმან იცნი ყოველნი ვიდრე ყოფადმდე მათა,

Verse: 43   Link to septLink to sept   
შენ იცი რამეთუ ნაცილად შემწამებენ მე, და აჰა ესერა მოვკუდები და მე არა რაჲ ბოროტი მიქმნიეს რაჲვე, რომელსა ესენი ბოროტსა მიყოფენ მე.

Verse: 44   Link to septLink to sept   
და შეისმინა უფალმან ჴმაჲ მისი,

Verse: 45   Link to septLink to sept   
და ვითარცა წარჰყ<ვ>ანდა იგი მოსიკუდიდ, აღადგინა ღმერთმან სული წმიდაჲ ყრმისა მიერ ჭაბუკისა, რომლისა სახელი დანიელ, Page of ms. J: B116v 

Verse: 46   Link to septLink to sept   
და/ ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და თქუა; უბრალომცა ვარ სისხლისაგან მაგისისა.

Verse: 47   Link to septLink to sept   
და მოიქცა ყოველივე იგი ერი და ჰრქუეს, რაჲ არს სიტყუაჲ ეგე, რომელსა იტყოდე,

Verse: 48   Link to septLink to sept   
ხოლო იგი დადგა შორის მათსა და თქუა; ესოდენ ცოფ ხართ ძენი ისრაჱლისანი, რამეთუ არა განიკითხეთ არცა განცხადებულად გულის-ჴმა-ჰყავთ, და დასაჯეთ ასული ისრაჱლისაჲ სიკუდილდ.

Verse: 49   Link to septLink to sept   
მოაქციეთ სამშჯავროსავე მას ადგილსა, რამეთუ ნაცილად შეწამებენ ეგენი მავას.

Verse: 50   Link to septLink to sept   
და მოაქცია ერმან მან მწრაფლ, და ჰრქუეს მას მოხუცებულთა მათ; მოვედ და დაჯედ ჩუენ შორის და გჳთხარ ჩუენ, რამეთუ შენ მოგცა ღმერთმან მოხუცებულებაჲ.

Verse: 51   Link to septLink to sept   
და თქუა დანიელ, განაშოვრენით ეგე ურთიერთას, და განვიკითხნე ეგენი.

Verse: 52   Link to septLink to sept   
და ვითარცა განაშოვრნეს იგინი ურთიერთას, მოუწოდა ერთსა მათგანსა და ჰრქუა მას; დაძუელებულო ბოროტთა დღეთაო, აწ მოიწინეს ცოდვანი შენნი რომელთა იქმოდე პირველ.

Verse: 53   Link to septLink to sept   
დაშჯიდ საშჯელსა ცრუსა, და უბრალოთა დაშჯიდ, და ბრალეულთა განუტევებდ, რამეთუ უფალი იტყჳს; უბრალოჲ და მართალი არა მოჰკლა.

Verse: 54   Link to septLink to sept   
აწ უკუეთუ იხილე, თქუ რომელსა ხესა ქუეშჱ დააპყრენ იგინი ზრახვასა ურთიერთას, ხოლო მან თქუა; განპებულსა ქუეშჱ.

Verse: 55   Link to septLink to sept   
ჰრქუა მას დანიელ, მართლ სტყუვი თავისა შენისა, რამეთუ აწვე ეგერა ანგელოზსა ღმრთისასა მოუღეგიეს საშჯელისა განჩინებაჲ, და განგაპოს შენ ორად,

Verse: 56   Link to septLink to sept   
და გარდაადგინა იგი. და ბრძანა ერთისაჲ მის წარმოდგინებად, და ჰრქუა მას; თესლო ქანაანისო და არა იუდაჲსო, სიკეთემან გაცთუნა შენ, და გულის-თქუმამან გარდააქცია გული შენი.

Verse: 57   Link to septLink to sept   
რამეთუ ესრე უყოფდით ასულთა ისრაჱლისათა, და იგინი მოშიშებით გზრახვედ თქუენ, არამედ ასულმან იუდაჲსმან არა თავს-იდვა უშჯულოებაჲ თქუენი.

Verse: 58   Link to septLink to sept   
ხოლო აწ მითხარ მე Page of ms. J: B117r  რომელსა ხესა ქუეშჱ იხილენ იგინი ზრახვასა/ ურთიერთას. ხოლო მან თქუა; განხერხულსა ქუეშჱ.

Verse: 59   Link to septLink to sept   
ჰრქუა მას დანიელ, მართლ სტყუვი შენცა, რამეთუ გელის ანგელოზი ღმრთისაჲ, და მახჳლი აქუს, და განგხერხოს შენ საშოვალ, რაჲთა მოგსრნეს თქუენ.

Verse: 60   Link to septLink to sept   
და ღაღად-ყო ყოველმან ერმან ჴმითა დიდითა, და აკურთხეს ღმერთი, რომელმან იჴსნნა მოსავნი თჳსნი.

Verse: 61   Link to septLink to sept   
და აღდგეს ორთა მათ ზედა მოხუცებულთა, რამეთუ შეატყუნა იგინი დანიელ პირისაგანვე მათისა ცილის შემწამებელად. და უყვეს მათ ვითარცა იგი ბოროტი უზრახეს

Verse: 62   Link to septLink to sept   
ყოფად მოყუასსა თჳსსა მსგავსად შჯულისა მოსესისა, და მოსრნეს იგინი, და განერა სისხლი უბრალოჲ მას დღესა შინა.

Verse: 63   Link to septLink to sept   
ხოლო ქელკია და ცოლი მისი ჰმადლობდეს ღმერთსა ასულისა მათისათჳს იოაკიმის თანა ქმრისა მისისა ყოვლითურთ ნათესავით მათით, რამეთუ არა იპოვა სარცხჳნელი საქმჱ მის თანა.

Verse: 64   Link to septLink to sept   
და დანიელ იქმნა დიდ წინაშე ერისა მის მიერ დღითგან და მერმეცა.
Page of ms. J:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.