TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 433
Previous part

Chapter: 5  
Verse: 1   Link to septLink to mcat Link to sept   ბალტასარ მეფემან ყო პური დიდი მთავართა მისთათჳს ათასთა კაცთა, და წინაშე ათასთა მათ ღჳნოჲ;

Verse: 2   Link to septLink to mcat Link to sept   
და სუმიდა ბალტასარ გემოჲს-ხილვითა ღჳნისაჲთა, და თქუა მოღებად ჭურჭერი იგი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, რომელი გამოიღო ნაბუქოდონოსორ მამამან მისნან ტაძრისა მისგან იჱრუსალემით.

Verse: 3   Link to septLink to mcat Link to sept   
და სუმიდეს მით მეფჱ და მთავარნი მისნი და ხარჭნი მისნი და გარე-მომცველნი მისნი.

Verse: 4   Link to septLink to mcat Link to sept   
სუმიდეს ღჳნოსა, და აქებდეს კერპთა ოქროჲსათა და ვეცხლისათა და რვალისათა და რკინისათა და ძელისათა და ქვისათა.

Verse: 5   Link to septLink to mcat Link to sept   
მას ჟამსა შინა გამოჩნდა ჴელი კაცისაჲ თითითურთ, და წერდა წინაშე სანთელსა ნაგოზსა კედლისასა სახლისა მის მეფისასა, და მეფჱ ხედვიდა ჴელსა მას თითითურთ რომელი წერდა.

Verse: 6   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ ხატი პირისა მეფისაჲ იცვალა, და გულის-სიტყუანი მისნი შეაძრწუნებდეს მას, და შემტკიცებულნი იგი წელთა მისთანი დაჰჴსნდებოდეს, და მუჴლნი ერეკებოდეს.

Verse: 7   Link to septLink to mcat Link to sept   
და ღაღად-ყო მეფემან ძლიერად, და თქუა შემომყვანებაჲ მოგუთაჲ და ქალდეველთაჲ და გაზარინელთაჲ, და ჰრქუა ბრძენთა მათ ბაბილონისათა, რომელმან აღმოიკითხოს წერილი ესე და შეტყუებაჲ მისი მაუწყოს მე, ძოწეული შეიმოსოს, და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა მისსა, და მესამედ სუფევისა ჩემისა მთავრობდეს.

Verse: 8   Link to septLink to mcat Link to sept   
და შევიდოდეს ყოველნი ბრძენნი მეფისანი,/ Page of ms. J: B126r  და ვერ შეუძლეს წერილსა მას აღმოკითხვად, და ვერცა შეტყუებაჲ მისი უწყებად მეფისა.

Verse: 9   Link to septLink to mcat Link to sept   
და ბალტასარ მეფჱ შეძრწუნებულ იყო, და ფერი პირისა მისისაჲ ექცეოდა, და დიდდიდნი იგი მის თანა ძრწოდეს.

Verse: 10   Link to septLink to mcat Link to sept   
და შევიდა დედოფალი სახლსა მას სადა იგი სუმიდეს, და ჰრქუა; მეფჱ უკუნისამდე ცხოვნდი, გულის-სიტყუანი შენნი ნუ შეგაძრწუნებედ შენ, და ფერი პირისა შენისაჲ ნუ გექცევინ.

Verse: 11   Link to septLink to mcat Link to sept   
არს კაცი სუფევასა შენსა ქუეშჱ, რომლისა თანა არს სული წმიდაჲ ღმრთისაჲ, და დღეთაცა მამისა შენისათა მღჳძარებაჲ და გულის-ჴმის-ყოფაჲ იპოვა მის თანა. და ნაბუქოდონოსორ მეფემან მამამან შენმან მთავრად დაადგინა იგი ულუკთა მოგუთა გაზარინელთა და ქალდეველთა,

Verse: 12   Link to septLink to mcat Link to sept   
რამეთუ სული უმეტჱსი იპოვა მის თანა, და გონიერებაჲ და გულის-ჴმის-ყოფაჲ, შეტყუებაჲ ჩუენებათაჲ და თხრობაჲ დაფარულთაჲ ყოველი ესე გამოთქუა დანიელ, და განჴსნაჲცა კრულებათაჲ, და მეფემან დასდვა მას სახელი ბალტასარ. აწ მოუწოდე მას, და შეტყუებაჲ მისი გითხრას შენ.

Verse: 13   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ დანიელ შეიყვანეს წინაშე მეფისა, და ჰრქუა მეფემან დანიელს, შენ ხარა დანიელ ძეთაგანი ნატყუენავისათაჲ ჰურიასტანისაჲ, რომელნი მოიყვანნა ნაბუქოდონოსორ მეფემან მამამან ჩემმან,

Verse: 14   Link to septLink to mcat Link to sept   
და მასმიეს შენთჳს ვითარმედ სული წმიდაჲ ღმრთისაჲ არს შენ თანა, და მღჳძარებაჲ და გულის-ჴმის-ყოფაჲ და სიბრძნჱ უმეტჱსი იპოვა შენ თანა.

Verse: 15   Link to septLink to mcat Link to sept   
და აწ შემოვიდეს ჩემ წინაშე ბრძენნი მოგუნი და გაზარი<ნ>ელნი და ქალდეველნი, რაჲთამცა წერილი ესე აღმოიკითხეს, და შეტყუებაჲ მისი მითხრეს მე, და ვერ უძლეს თხრობად ჩემდა,

Verse: 16   Link to septLink to mcat Link to sept   
და მესმა შენთჳს ვითარმედ განკითხვანი შეატყუნი; აწ უკუეთუ ძალ-გიც წერილი ესე აღმოკითხვად, და შეტყუებაჲ მისი თხრობად ჩემდა, ძოწეული შეიმოსო და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა შენსა, და მესამედ მეფობისა Page of ms. J: B126v  ჩემისა ჰმთავრობდე./

Verse: 17   Link to septLink to mcat Link to sept   
და დანიელ თქუა წინაშე მეფისა; ნიჭი შენი და მოსაცემელი სახლისა შენისაჲ სხუასა მიეც, ხოლო წერილი ეგე აღმოვიკითხო, და შეტყუებაჲ მისი გაუწყო შენ.

Verse: 18   Link to septLink to mcat Link to sept   
მეფჱ ღმერთმან მაღალმან მეფობაჲ და სიდიდე და პატივი მოსცა ნაბუქოდონოსორს მამასა შენსა,

Verse: 19   Link to septLink to mcat Link to sept   
და სიდიდისა მისგან რომელ მოსცა მას ღმერთმან ყოველნი ერნი ტომნი და ენანი ძრწოდეს და ეშინოდა პირისაგან მისისა. ვისი უნდა მას მოჰკლვიდა, და რომლისაჲ უნდა მას ტანჯვაჲ სტანჯვიდა, და რომლისაჲ უნდა მას აღმაღლებდა, <და> რომლისაჲ უნდა მას დაამდაბლებდა.

Verse: 20   Link to septLink to mcat Link to sept   
და ოდეს აღმაღლდა გული მისი, და სული მისი ამპარტავანებასა, გარდამოვარდა მეფობისა მისისაგან და საყდრისაგან თჳსისა, და პატივი მიეღო მისგან,

Verse: 21   Link to septLink to mcat Link to sept   
და კაცთაგან განიდევნა იგი, და გული მჴეცთაჲ მიეცა მას, და ვირთა თანა ველურთა იყო მკჳდრობაჲ მისი; თივასა ვითარცა ზროხასა აჭამებდეს მას, და ცუარისაგან ცისა ჴორცნი მისნი შეიღებნეს, ვიდრემდე ცნა რამეთუ უფლებს ღმერთი მაღალი მეფობასა ზედა კაცთასა, და ვისაცა უნდეს მისცეს იგი.

Verse: 22   Link to septLink to mcat Link to sept   
და შენ ძემან მისმან ბალტასარ არა დაიმდაბლე გული შენი წინაშე ღმრთისა, რამეთუ ესე ყოველი უწყოდე

Verse: 23   Link to septLink to mcat Link to sept   
და უფლისა ღმრთისა ცათაჲსა ზედა აჰმაღლდი და ჭურჭელი ტაძრისა მისისაჲ მოიღე წინაშე შენსა, და შენ და მთავარნი შენნი და ხარჭნი შენნი და თანამწოლნი შენნი ჰსუემდით ღჳნოსა მით, და კერპთა ოქროჲსათა და ვეცხლისათა და რვალისათა და რკინისათა და ძელისათა და ქვისათა, რომელნი არა ხედვენ და არცა ესმის და არცა უწყიან რაჲ აქებდით, და ღმერთი შენი, რომლისა სულნი შენნი და ყოველნი გზანი შენნი ჴელთა შინა მის<თ>ა არს, იგი დაივიწყე და არა ადიდე.

Verse: 24   Link to septLink to mcat Link to sept   
ამისთჳს პირისა მისისაგან Page of ms. J: B127r  მოივლინა ჴელი ესე კაცისაჲ, და წერილი ესე დააწესა;/

Verse: 25   Link to septLink to mcat Link to sept   
და ესე არს წერილი ესე დაწესებული. მანე თეკელ ფარეზ,

Verse: 26   Link to septLink to mcat Link to sept   
და ესე არს შეტყუებაჲ სიტყჳსაჲ ამის; მანე აღრაცხა ღმერთმან მეფობაჲ შენი და აღასრულა იგი.

Verse: 27   Link to septLink to mcat Link to sept   
თეკელ; აღიწონა სასწორითა და იპოვა დაკლებულ.

Verse: 28   Link to septLink to mcat Link to sept   
ფარეზ, განივთა მეფობაჲ შენი, და მიეცა უჟიკთა და სპარსთა.

Verse: 29   Link to septLink to mcat Link to sept   
და თქუა ბალტასარ, და შეჰმოსეს დანიელს ძოწეული, და მანიაკი ოქროჲსაჲ გარდააცუეს ყელსა მისსა, და ქადაგი იგი განავლინა მისთჳს რაჲთა იყოს მესამედ სუფევისა მისისა.

Verse: 30   Link to septLink to mcat Link to sept   
მას ღამესა მოიკლა ბალტასარ ქალდეველი.

Verse: 31   Link to septLink to mcat Link to sept   
და დარიოს უჟიკმან წარიღო მეფობაჲ, და იყო იგი სამეოც და ორ წლის.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.