TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 432
Previous part

Chapter: 4  
Verse: 1   Link to septLink to mcat Link to sept   მე ნაბუქოდონოსორ შუებულ ვიყავ სახლსა შინა ჩემსა და კეთილი მცენარჱ ერსა ზედა ჩემსა.

Verse: 2   Link to septLink to mcat Link to sept   
ჩუენებაჲ ვიხილე და შემეშინა მე და შევძრწუნდი საწოლსა ზედა ჩემსა, და ხილვაჲ თავისა ჩემისა<ჲ> შემაძრწუნებდა მე.

Verse: 3   Link to septLink to mcat Link to sept   
და ჩემ მიერ დაიდვა ბრძანებაჲ წინაშე ჩემსა შემოყვანებაჲ ყოველთა ბრძენთაჲ, რაჲთამცა მითხრეს ჩუენ განმარტებაჲ იგი მის სიზმრისაჲ.

Verse: 4   Link to septLink to mcat Link to sept   
და შემოსრულ იყვნეს, დგეს ჩემ წინაშე ყოველნი ბრძნეულნი იგი მოგუნი და ქალდეველნი; სიზმარი იგი მათ თანა ვთქუ, და მათ განმარტებაჲ იგი მისი ვერ მითხრეს,

Verse: 5   Link to septLink to mcat Link to sept   
ვიდრემდის შემოვიდა დანიელ, რომელსა ჰრქუან ბალტასარ, მსგავსად სახელსა მას ღმრთისა ჩემისასა, რამეთუ სული წმიდაჲ ღმრთისა მისისაჲ არს მის Page of ms. J: B124r  თანა,/ ბალტასარ მთავარმან უწოდა. რომელ ეგე მე ვიცი უწყი, რამეთუ სული წმიდაჲ არს შენ თანა,

Verse: 6   Link to septLink to mcat Link to sept   
და ყოველივე ზრახვაჲ არა დაეფარების შენგან. აწ ისმინე შენ ჩუენებაჲ იგი სიზმრისა მის ჩემისაჲ, და განმარტებაჲ იგი მითხარ მე ერსა ზედა.

Verse: 7   Link to septLink to mcat Link to sept   
ხჱ მდგომარე შორის ქუეყანასა, სიმაღლჱ მისი მრავალ ფრიად,

Verse: 8   Link to septLink to mcat Link to sept   
აღმაღლდებოდა აღდუღნებოდა აღსწუდებოდა მი-ღრუბლადმდე ცისა, და განვრცენებოდა და განავსებდა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა.

Verse: 9   Link to septLink to mcat Link to sept   
ფურცელი იგი შუენიერ იყო, და ნაყოფი იგი მისი მრავალ იყო, და საჭმელი ყოველთაჲ მას შინა იყო, და ქუეშჱ მის<ს>ა დაბანაკებულ იყვნეს ყოველნი მჴეცნი ველისანი, და რტოთა მისთა დამკჳდრებულ იყვნეს ყოველნი მფრინველნი ცისანი, და მისგან იზარდებოდა <!> ყოველი ჴორციელი.

Verse: 10   Link to septLink to mcat Link to sept   
ვხედევდ ჩუენებასა ღამისასა საწოლსა ზედა ჩემსა, და აჰა ესერა ილისტიკი წმიდაჲ ზეცით გარდამოჴდა,

Verse: 11   Link to septLink to mcat Link to sept   
და ჴმა ყო ძალითა ესრჱთ და თქუა, მოკუეთეთ ხჱ ეგე და მოჰკაფენ<ი>თ რტონი მისნი, და დაჰყარეთ ფურცელი მისი, და განაბნიეთ ნაყოფი მისი, და შეიძრნედ მჴეცნი ქუეშჱ მისა, <და> მფრინველნი რტოთაგან მისთა,

Verse: 12   Link to septLink to mcat Link to sept   
გარნა მორჩი ხოლო ძირთა მისთა აცადეთ, და ბორკილითა რკინისაჲთა და რვალისაჲთა და მდელოჲთა ველისაჲთა და ცუარითა ცისაჲთა დაწვეს, და მჴეცთა თანა ველისათა ნაწილი მისი, თივასა ქუეყანისასა ჭამდეს,

Verse: 13   Link to septLink to mcat Link to sept   
და კაცთაგან გული მისი იცვალოს, და გული მჴეცთაჲ მოეცეს მას, და შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.

Verse: 14   Link to septLink to mcat Link to sept   
შეტყუებითა ილისტიკისაჲთა სიტყუაჲ და თქუმული წმიდათაჲ კითხული რაჲთა უწყოდიან, რომელნი ცხო<ვ>ელ არიან, რამეთუ უფალი მაღალი არს რომელი უფლებს მეუფებასა ზედა კაცთასა, და რომლისაცა უნდეს მისცეს იგი, და შეურაცხებაჲ კაცთაჲ აღადგინის მის ზედა.

Verse: 15   Link to septLink to mcat Link to sept   
ესე ჩუენებაჲ რომელ ვიხილე ნაბუქოდონოსორ მეფემან, და შენ ბალტასარ Page of ms. J: B124v  შეტყუებაჲ მისი მითხარ, რამეთუ ყოველთა ბრძენთა სუფევისა/ ჩემისათა ვერ შეუძლეს შეტყუებაჲ მისი უწყებად ჩემდა, ხოლო შენ ძალ-გიც, და სული წმიდაჲ ღმრთისაჲ არს შენ თანა.

Verse: 16   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ დანიელ რომლისა სახელი ბალტასარ განკჳრდა ვითარ ჟამ ერთ ოდენ, და გულის-სიტყუანი შეაძრწუნებდეს მას. მიუგო მეფემან და ჰრქუა მას. ბალტასარ ჩუენებაჲ იგი და შეტყუებაჲ მისი ნუ გასწრაფებნ შენ. ხოლო ბალტასარ ჰრქუა მას, ჩუენებაჲ ეგე მეფე მოძულეთა შენთა, და შეტყუებაჲ მისი მტერთა შენთა.

Verse: 17   Link to septLink to mcat Link to sept   
ხჱ იგი რომელ იხილე განდიდებული და განძლიერებული, რომლისაჲ სიმაღლჱ მისწუდა ზეცად, და სივრცჱ მისი ყოველსა ქუეყანასა,

Verse: 18   Link to septLink to mcat Link to sept   
და ფურცელნი მისნი შუენიერ, და ნაყოფი მისი ფრიად, და საზრდელი ყოველთაჲ მას შინა, და მის ქუეშჱ დამკჳდრებულ იყვნეს მჴეცნი ველისანი, და რტოთა მისთა მფრინველნი ცისანი.

Verse: 19   Link to septLink to mcat Link to sept   
შენ ხარ იგი მეფჱ, რამეთუ განსდიდენ და განსძლიერდი, და სიმდიდრე შენი განდიდნა და მიიწია ცად, და უფლებაჲ შენი კიდეთა ქუეყანისათა.

Verse: 20   Link to septLink to mcat Link to sept   
რამეთუ იხილე მეფჱ ილისტიკი და წმიდაჲ გარდამომავალი ზეცით, და თქუა; მოკაფენით რტონი ხესა მას, და განრყუენით იგი, გარნა მორჩი ხოლო ძირთა მისთაჲ აცადეთ ქუეყანასა ზედა, და საკრველითა რკინისაჲთა და რვალისაჲთა და მდელოჲთა ველისაჲთა, და ცუარითა ცისაჲთა იქცეოდის, და მჴეცთა თანა ველისათა ნაწილი მისი ვიდრემდე შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.

Verse: 21   Link to septLink to mcat Link to sept   
ესე არს შეტყუებაჲ მისი მეფჱ, და შეტყუებაჲ ესე მაღლისაჲ არს, რომელი მოიწია უფალსა ჩემსა ზედა მეფესა.

Verse: 22   Link to septLink to mcat Link to sept   
და შენ განგდევნონ კაცთაგან და მჴეცთა თანა ველისათა იყოს მკჳდრობაჲ შენი, და თივასა ვითარცა ზროხასა გაჭამებდენ შენ, და ცუარსა ქუეშჱ ცისასა იქცეოდი. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა ვიდრემდე სცნა, რამეთუ უფლებს მაღალი მეფობასა ზედა Page of ms. J: B125r  კაცთასა, და ვისაცა უნდეს მისცეს იგი.

Verse: 23   Link to septLink to mcat Link to sept   
და რამეთუ/ თქუა; აცადეთ მორჩი ძირთა მის ხისათაჲ; მეფობაჲ შენი შენვე გელოდის, ვიდრემდე სცნა მეუფებაჲ ზეცისაჲ.

Verse: 24   Link to septLink to mcat Link to sept   
ამისთჳს მეფჱ ზრახვაჲ ჩემი სათნო გეყავნ შენ, და ცოდვანი შენნი ქველის-საქმითა იჴსნნე, და სიცრუვენი შენნი მოწყალებითა გლახაკთაჲთა. ვინ უწყის იყოს ხოლო თუ სულ-გრძელებაჲ ცოდვათა შენთათჳს.

Verse: 25   Link to septLink to mcat Link to sept   
ესე ყოველი მოიწია ნაბუქოდონოსორის ზედა,

Verse: 26   Link to septLink to mcat Link to sept   
შემდგომად ათორმეტისა თთჳსა ტაძარსა მას შინა სამეფოსა იმოთხვიდა ბაბილოვნს,

Verse: 27   Link to septLink to mcat Link to sept   
და მიუგო და თქუა; არა ესე არსა ბაბილონი დიდი, რომელი მე ვაშჱნე სახლად სამეუფოდ სიმტკიცითა ძლიერებისა ჩემისაჲთა პატივად დიდებისა ჩემისა.

Verse: 28   Link to septLink to mcat Link to sept   
და ვიდრე იყო და სიტყუაჲ ესე პირსა შინა მეფისასა, ჴმაჲ იყო ზეცით გარდამო და თქუა; შენ გერქუმის ნაბუქოდონოსორ, მეფობაჲ შენი წარვიდა შენგან,

Verse: 29   Link to septLink to mcat Link to sept   
და კაცთაგან განგდევნონ, და მჴეცთა თანა ველისათა მკჳდრობაჲ შენი; თივასა ვითარცა ზროხასა გაჭამებდენ შენ, და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრემდე სცნა რამეთუ მაღალი უფლებს მეუფებასა ზედა კაცთასა, და ვისაცა უნდეს მისცეს იგი.

Verse: 30   Link to septLink to mcat Link to sept   
მასვე ჟამსა შინა აღესრულა ნაბუქოდონოსორის ზედა, და კაცთაგან განიდევნა, და თივასა ვითარცა ზროხაჲ ჭამდა, და ცუარისაგან ცისა ჴორცნი მისნი შეიღებნეს, ვიდრემდე თმანი მისნი ვითარცა ლომისანი იქმნნეს, და ფრცხილნი მისნი ვითარცა მფრინველისანი.

Verse: 31   Link to septLink to mcat Link to sept   
და შემდგომად აღსრულებისა მათ დღეთაჲსა მე ნაბუქოდონოსორ თუალნი ზეცად აღვიხილენ, და გონებანი ჩემნი მომეცნეს მე, და მაღალი იგი ვაკურთხე, და ცხოველი იგი უკუნისამდე ვაქე და ვადიდე, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მისი ჴელმწიფება საუკუნო, და სუფევაჲ მისი ნათესავითი ნათესავად.

Verse: 32   Link to septLink to mcat Link to sept   
და ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი ვითარცა არარანი შერაცხილ არიან. და ნებისა-ებრ თჳსისა ყვის ძალითა ცისაჲთა და სამკჳდრებელსა ქუეყანისასა, არა ვინ არს რომელი წინა-აღუდგეს ჴელმწიფებასა მისსა, და ჰრქუა<ს> მას, რაჲ Page of ms. J: B125v  ესე ჰყავ./

Verse: 33   Link to septLink to mcat Link to sept   
მას ჟამსა შინა გონებანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და პატივსა ვე სუფევისა ჩემისასა მოვედ, და ფერი შუენიერებისა ჩემისაჲ მოიქცა ჩემდავე, და ძლიერთა ჩემთა და დიდდიდთა ჩემთა გამომიძიეს მე, და მეუფებასა ზედა ჩემსა დავმტკიცენ, და დიდებაჲ უმეტესი მომეცა მე.

Verse: 34   Link to septLink to mcat Link to sept   
აწ მე ნაბუქოდონოსორ ვაქებ და ა<ღ>ვამაღლებ და ვადიდებ მეუფესა ცათასა, რამეთუ ყოველნი საქმენი მი<ს>ნი ჭეშმარიტ არიან, და გზანი მისნი სამართალ, და ყოველნი რომელნი ვლენან ამპარტავანებით შემძლებელ არს დამდაბლებად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.