TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 7
Previous part

Part: VI  
King: 3 
Line of ed.: 23  
მესამე მეფე, მირვან, ნებროთიანი


Line of ed.: 24        ესე მირვან იყო ტანითა სრული, შუენიერი, ძლიერი, მჴნე და ქუელი. ამისსა
Line of ed.: 25     
მეფობასა დურძუკთა დაივიწყეს სიყუარული ფარნავაზისი და საურმაგისი; და გარდამოვიდეს
Page of ed.: 28   Line of ed.: 1     
დურძუკეთს მყოფნი, და გაერთნეს თანა ჭართალეთსა მსხდომნი კავკასიანნი,
Line of ed.: 2     
მოტყუენეს კახეთი და ბაზალეთი.

Line of ed.: 3        
მაშინ მირვან მეფემან მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქართლისათა, და შემოკრიბნა
Line of ed.: 4     
ყოველნი სპანი, მჴედარი და ქუეითი, და ყოველნი კავკასიანნი იყვნეს სარწმუნოდ
Line of ed.: 5     
მორჩილებასა ზედა მირვანისსა, რომელნი გარდამოვლინებულ იყვნეს საურმაგ
Line of ed.: 6     
მეფისაგან, თჳნიერ ჭართალთასა. შემოკრიბნა ესე ყოველნი და წარემართა დურძუკეთს.
Line of ed.: 7     
შეკრბეს დურძუკნი და დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასავალთა გზასა მას.

Line of ed.: 8        
მაშინ მირვან გარდაჴდა ცხენისაგან, მივიდა ქუეითთა თანა თჳსთა, და წარუძღუა
Line of ed.: 9     
წინა ქუეითთა, ზურგი/თ შემოადგინნა მჴედარნი, და მოვიდა კართა მათ შინა, ვითარცა
Line of ed.: 10     
ჯიქი სიფიცხითა, ვითარცა ვეფხი სიმჴნითა, ვითარცა ლომი ზახილითა. იქმნა მათ
Line of ed.: 11     
შორის ბრძოლა ძლიერი. ხოლო მირვანს ვერ ჰკუეთდა მახჳლი დურძუკთა, ვითარცა
Line of ed.: 12     
კლდესა სიპსა, და დგა უძრავად, ვითარცა კოშკი მტკიცე. და გაგრძელდა მათ შორის.
Line of ed.: 13     
მიუდგეს უკან ქართველნი, მოსრნეს და ტყუე ქმნეს. და შევიდა მირვან დურძუკეთს,
Line of ed.: 14     
და მოაოჴრა დურძუკეთი და ჭართალი. და შეაბნა კარნი ქჳტკირითა, და უწოდა სახელად
Line of ed.: 15     
დარუბალ. და დაჯდა მირვან მცხეთას, მეფობდა ნებიერად და უშიშად.

Line of ed.: 16        
იყო კაცი მიმნიჭებელი კეთილისა უხუად, და შეიყუარეს იგი ყოველთა მკჳდრთა
Line of ed.: 17     
ქართლისათა. და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანელთასა.

Line of ed.: 18        
ამის-ზე მიიცუალა ანტიოქისა მეფობა ბაბილონს. და მას ჟამსა შინა მეფე იქმნა
Line of ed.: 19     
სომხითს რომელსა ერქუა არშაკ. ეზრახა მირვან არშაკს, და მისცა ასული თჳსი ძესა
Line of ed.: 20     
არშაკისსა, არშაკს. და მოკუდა მირვან, და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი ფარნაჯომ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.