TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 34
Previous part

Part: IV  
Page of ed.: 111  
Line of ed.: 11  
თქმული მისი-ვე აღშენებისათჳს ეკლესიისა


Line of ed.: 12        "ოდეს წარემართა მეფე და ყოველი ერი ქრისტიანობასა / მოსწრაფებით ვიდრე
Line of ed.: 13     
მღდელთა მოსლვადმდე, რქუა მეფემან წმიდასა ნინოს: "მესწრაფების მე აღშენებად
Line of ed.: 14     
სახლსა ღმრთისასა; სადა აღვაშენო?" რქუა წმიდამან ნინო: "სადა-ცა მეფეთა გონება
Line of ed.: 15     
მტკიცე არს" რქუა მას მეფემან: "მიყუარან მე მაყუალნი ესე შენნი და მუნ მნებავს
Line of ed.: 16     
გონებითა ჩემითა, გარნა არა ვყო ესრეთ, არამედ არა ვრიდო სამოთხესა მას სამეუფოსა,
Line of ed.: 17     
და ნაძუთა ამათ სიმაღლესა, და ბაბილოთა ამათ ნაყოფიერებასა, და ყუავილთა
Line of ed.: 18     
სურნელებასა. რამეთუ ჩუენება რომელი იხილე შენ მფრინველთა მათ ფრთითა უშუერითა
Line of ed.: 19     
განბანა წყლითა და განსპეტაკება ბრწყინვალედ, და დასხდომა მათი ხეთა მათ
Line of ed.: 20     
ზედა სამოთხისათა და ჴმობა მათი ჴმითა ტკბილითა, -- ჭეშმარიტად / სამოთხე ესე
Line of ed.: 21     
ჴორციელი წარმწყმედელი შეგუეცვალოს სამოთხედ საუკუნოდ, და მუნ აღვაშენოთ
Line of ed.: 22     
სახლი ღმრთისა სალოცველად ჩუენდა ვიდრე მოსლვადმდე მღდელთა საბერძნეთით".
Page of ed.: 112   Line of ed.: 1     
და მეყუსეულად მოიღო ძალი და ასწავებდა ხუროთა, და მოჰკუეთა ნაძჳ იგი და ნაძჳსა
Line of ed.: 2     
მისგან შემზადნა შჳდნი სუეტნი ეკლესიისანი. და ვითარ / აღაშენეს კედელი იგი
Line of ed.: 3     
ძელითა, და აღმართნეს ექუსნი იგი სუეტნი თჳს-თჳსად. ხოლო სუეტი იგი უდიდესი,
Line of ed.: 4     
რომელი საკჳრველ იყო ხილვითა, საშუალ ეკლესიისა შესაგდებელად განმზადებული,
Line of ed.: 5     
ვერ შეუძლეს აღმართებად მისა. და აუწყეს მეფესა საკჳრველი იგი ყოვლად ვერ-ძრვა
Line of ed.: 6     
ადგილით-ცა სუეტისა მის.

Line of ed.: 7        
"მაშინ მოვიდა მეფე სიმრავლითა ერისათა. და მოიხუნეს მრავალ-ღონენი მანქანანი,
Line of ed.: 8     
და სიმარჯჳთა და ერისა სიმრავლისა ძალითა ეცადნეს აღმართებად და ვერ
Line of ed.: 9     
შეუძლეს. და იყო დაკჳრვებულ მეფე და სიმრავლე ერისა, და იტყოდეს: "რა-მე არს
Line of ed.: 10     
ესე"? და ვითარ იქმნა მწუხრი, წარვიდა მე/ფე სახიდ თჳსად, შეწუხებული დიდად.
Line of ed.: 11     
ხოლო წმიდა ნინო და ათორმეტ/ნი მოწაფენი მისნი დედანი დაადგრეს სუეტსა მას თანა.
Line of ed.: 12     
ხოლო სანატრელი იგი გოდებდა სუეტსა მას ზედა და. ადინებდა ცრემლთა მისთა.

Line of ed.: 13        
ვითარცა შუა ღამე ოდენ იქმნა, წარმოიქცეს ორნი-ვე ესე მთანი, არმაზ და
Line of ed.: 14     
ზადენ, რე-ცა თუ ჩამოირღუეს და დააყენნეს წყალნი ორთა-ვე: და მტკუარმან გარდამოხეთქა
Line of ed.: 15     
და წარჰქონდა ქალაქი, და შეიქმნეს ჴმანი საზარელნი ტყებისა და გოდებისანი.
Line of ed.: 16     
და ეგრეთ-ვე არაგჳ გარდამოჴდა ციხესა ზედა და იქმნებოდეს საზარ/ელნი
Line of ed.: 17     
გრგჳნვანი. შეეშინა დედათა მათ და ივლტოდეს. ხოლო ნეტარი ნინო ღაღადებდა:
Line of ed.: 18     
"ნუ გეშინინ, დანო ჩემნო, მთანი მუნ-ვე ჰგიან, და წყალნი მუნ-ვე დიან, და ერსა
Line of ed.: 19     
ყოველსა სძინავს. ხოლო ესე რომელ რე-ცა მთანი დაირღუეს, სამართლად გეჩუენების,
Line of ed.: 20     
რამეთუ ურწმუნოებისა მთანი დაირღუეს ქართლს შინა. და წყალნი რომელ დაეყენნეს,
Line of ed.: 21     
სისხლი იგი ყრმათა, კერპთა მიმართ შეწირული, დაეყენოს. ხოლო ჴმა ესე ტყებისა
Line of ed.: 22     
არს / ეშმაკთა სიმრავლისა, რამეთუ იგლოვენ იგი თავსა თჳსსა, რომელ არიან მეოტ
Page of ed.: 113   Line of ed.: 1     
ამით ადგილ/ით ძალითა მაღლისათა და ჯუარითა ქრისტესითა. მოიქეცით და ილოცევდით
Line of ed.: 2     
ღმრთისა მიმართ". და მეყსეულად დასცხრეს ჴმანი იგი, და იყო არა რა.

Line of ed.: 3        
და დადგა წმიდა ნინო, განეპყრნეს ჴელნი და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და
Line of ed.: 4     
იტყოდა: "რათა არა დაებრკოლოს საქმე ესე, რომელსა წარმართებულ არს მეფე". კუალად
Line of ed.: 5     
ვიდრე არა ეყივლა ქათამსა სამთა-ვე კართა ქალაქისათა, დასცა ზარსა ლაშქარმან
Line of ed.: 6     
ძლიერმან: დალეწნეს კარნი, და აღივსო ქალაქი სპარსითა ლაშქრითა; და შეიქმნა ჴმა
Line of ed.: 7     
ზარის-საჴდელი, ზრზინვა, და ყივილი, და კლვა. და აღივსო ყოველი ადგილი სისხლითა,
Line of ed.: 8     
და მოვიდა სიმრავლე ზახილითა და მახჳლითა, და სხუათა მათ შიშისაგან
Line of ed.: 9     
დადნებოდეს ჴორცნი და განილია სული მათი. ტიროდეს / ნათესავთა თჳსთა.

Line of ed.: 10        
"და მსწრაფლ ისმოდა, ჴმობდეს რა ძლიერად: "მეფე სპარსთა, მეფეთ-მეფე
Line of ed.: 11     
ხუარან-ხუარა ბრძანებს: ყოველი / ჰურია განარინეთ პირისაგან მახჳლისა". ესე რა
Line of ed.: 12     
მესმა, და მოვეგე თავისა ცნობასა; და შევორგულდით მე და ათნი-ვე იგი ჩემთანანი,
Line of ed.: 13     
და მოახლებულ იყვნეს მახჳლოსანნი გარემოს ჩუენსა, სცემდეს / და კლვიდეს.

Line of ed.: 14        
და ისმა ჴმა ძლიერი -- "მირიან მეფე შეიპყრეს-ო". გარე-მოიხილა მჴნემან
Line of ed.: 15     
მოღუაწემან და თქუა: "ესე რომელ ყივის, ვიცი რომელ აწ სამე დიდად სჭირს; და
Line of ed.: 16     
ვმადლობ ღმერთსა, რომელ ესე ნიშანი მათისა წარწყმედისა არს, და ქართლისა
Line of ed.: 17     
ცხოვრებისა, და ამის ადგილისა დიდებისა". და ნუგეშინის გუცემდა, ვითარცა მოძღუარი
Line of ed.: 18     
ჴელოვანი, ჭეშმარიტად მოძღუარი და მოციქული ქრისტესი.

Line of ed.: 19        
მიექცა ერსა მას მომავალსა და რქუა: "სადა არიან მეფენი სპარსთანი ხუარა და
Line of ed.: 20     
ხუარან-ხუარა, საბასტანით გუშინ წამოხვედით, მალე სამე მოხვედით და დიდი სამე
Line of ed.: 21     
ლაშქარი ხართ, ძლიერად დალეწეთ ქალაქი ესე, და მახჳლი დაეცით, ქართა და
Line of ed.: 22     
ნიავთა წარგუალეთ ბნელით ჩრდილოთ-კერძო, მთათა და კედართა. აჰა, მოვიდა
Page of ed.: 114   Line of ed.: 1     
რომელსა თქუე/ნ ევლტით". და განძრა ჴელი ჯუარის სახედ და მეყსეულად / უჩინო
Line of ed.: 2     
იქმნეს ყოველნი იგი. და იქმნა დაყუდება დიდი, და დედანი იგი ნატრიდეს მას და
Line of ed.: 3     
ადიდებდეს ღმერთსა.

Line of ed.: 4        
ხოლო ვითარცა ცისკარი აღეღებოდა, და მიერულა ყოველთა მათ დედათა.
Line of ed.: 5     
ხოლო მე, სიდონია, მღჳ/ძარე ვიყავ. და იგი დგა ჴელ-განპყრობით. აჰა ესე-რა, ზედა
Line of ed.: 6     
მოადგა ჭაბუკი ერთი ნეტარსა მას, ყოვლად ნათლითა შემკობილი, შებლარდნილი
Line of ed.: 7     
ცეცხლის ზეწრითა, და რქუა რა-მე სამნი სიტყუანი. ხოლო იგი დაეცა პირსა ზედა
Line of ed.: 8     
თჳსსა, და ჭაბუკმან მან შეჰყო ჴელი სუეტსა მას და აღმართა და წარიღო სიმაღლესა
Line of ed.: 9     
შინა. და განკჳრვებული მივეახლე მას და ვარქუ ესრეთ: "დედოფალო, რა არს ესე?"
Line of ed.: 10     
ხოლო მან მრქუა: "მოიდრიკე თავი ქუეყანად", და ტირილად იწყო ზარისა მისგან.
Line of ed.: 11     
და მცირედისა ჟამისა შემდგომად აღდგა და აღმადგინა და განვეშორენით მას ადგილსა.
Line of ed.: 12     
ხოლო დედანი ვითარ იყვნეს კიდე, იხილეს მათ-ცა სუეტი / იგი, ცეცხლის სახედ
Line of ed.: 13     
ჩამოვიდოდა და მოახლდებოდა ხარისხად მონაკუეთსა ზედა ძირსა ნაძჳსასა.

Line of ed.: 14        
ვითარცა რიჟუ-რაჟუ ოდენ იყო, აღდგა მეფე გულ-გდებული ურვათაგან, მიხედნა
Line of ed.: 15     
სამოთხესა მას და დაწყებულსა ეკლესიასა, სადა-იგი მტკიცე იყო გონება მისი, / იხილა
Line of ed.: 16     
ნათელი, ვითარცა ელვა აღწევნული ცად სამოთხით მისით. იწყო სრბად და მკჳრცხლ
Line of ed.: 17     
მოვიდოდა, და ყოველი სიმრავლე სახლისა მისისა და ყოველი ერი ქალაქისა მოვიდა
Line of ed.: 18     
მის თანა.

Line of ed.: 19        
/ "ვითარცა იხილეს საკჳრველი იგი, ნათლითა ბრწყინვალე სუეტი ჩამოვიდოდა
Line of ed.: 20     
ადგილად თჳსად, რე-ცა ვითარცა ზეცით, და დადგა ხარისხსა მას ზედა, და დაემყარა
Line of ed.: 21     
ჴელით შეუხებლად კაცთაგან. და ნეტარ იყო მას ჟამსა შინა, რამეთუ, რა იგი იქმნებოდა,
Line of ed.: 22     
შიშითა და სიხარულითა აღივსო მცხეთა ქალაქი, და დიოდეს მდინარენი
Page of ed.: 115   Line of ed.: 1     
ცრემლთანი მეფეთა და მთავართა და ყოველსა ერსა. სულ-თქმითა სულისა მათისათა
Line of ed.: 2     
ადიდებდეს ღმერთსა და ნატრიდეს ნეტარსა / ნინოს. და იქმნეს სასწაულნი დიდნი მას
Line of ed.: 3     
დღესა შინა.

Line of ed.: 4        
პირველად მოვიდა ჰურია ვინ-მე, ბრმა შობითგან; მიეახლა სუეტსა მას და იქმნა
Line of ed.: 5     
მხედველ მუნქუეს-ვე, და ადიდებდა ღმერთსა. მეორე სეფე-წული მოვიდა ყრმა, ამაზასპანი;
Line of ed.: 6     
იდვა რვისა წლისა. მოიღო დედამან მისმან სარწმუნოებით და დადვა ცხედრითა
Line of ed.: 7     
წინაშე სუეტსა მას ნათლისასა, და ნანდჳლ-ვე ნათლისასა ევედრებოდა ნინოს: "მოხედენ,
Line of ed.: 8     
დედოფალო, ძესა ამას ჩემსა, სიკუდილად მიახლებულსა. რამეთუ ვი/ცი ღმერთი
Line of ed.: 9     
ღმერთთა იგი არს, რომელსა შენ ჰმსახურებ და ჩუენ გჳქადაგებ". მაშ/ინ წმიდამან
Line of ed.: 10     
ნინო შეახო ჴელი სუეტსა მას, დასდვა ყრმასა მას და რქუა: "გრწმენინ იესო ქრისტე,
Line of ed.: 11     
ძე ღმრთისა, ცხოვრებისათჳს ყოვლისა სოფლისა ჴორცითა მოსრული; განიკურნე
Line of ed.: 12     
ამიერითგან და ადიდებდი მას, ვისმან ძალმან განკურნა". და მსწრაფლ აღდგა ყრმა
Line of ed.: 13     
იგი, ვითარცა უტკივნელი. და დაეცა შიში დიდი მეფესა და ყოველსა ერსა. და თჳთო-სახენი
Line of ed.: 14     
სნეულნი მოვიდოდეს და განიკურნებოდეს, ვიდრემდის მეფემან შეუქმნა
Line of ed.: 15     
საბურ/ველი ძელისა გარემოს სუეტსა მას, და დაფარა ხედვისაგან. და ეგრეთ-ვე შეეხებოდეს
Line of ed.: 16     
ერნი სართულსა მას და განიკურნებოდეს. მსწრაფლ იწყო მეფემან და განასრულა
Line of ed.: 17     
ეკლესია სამოთხესა შინა.

Line of ed.: 18        
"და ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი მირიან მეფისანი კოსტანტინე ბერძენთა
Line of ed.: 19     
მეფესა წინაშე, და მიუთხრეს ყოველი, რა-ცა იქმნა. მაშინ აღივსო სიხარულითა მეფე
Line of ed.: 20     
და დედა მისი ელენე დედოფალი: პირველად ამისთჳს, რამეთუ მადლი ღმრთისა
Line of ed.: 21     
მიეფინებოდა ყოველთა ადგილთა და ჴელსა ქუეშე მათსა ნათელს-იღებდა ყოველი
Line of ed.: 22     
ქართლი. შემდგომად ამისთჳს განმხიარულდეს, რამეთუ დაიდასტურეს მი/რიან მეფისაგან
Line of ed.: 23     
სრულიად მოწყუედა სპარსთა და მტკიცედ მიღება სიყუარულისა მათისა. და
Line of ed.: 24     
ადიდებდეს და ჰმად/ლობდეს ღმერთსა. და წარმოგზავნა მღდელი ჭეშმარიტი იოვანე
Line of ed.: 25     
ეპისკოპოსად, და მის თანა მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი. და მოუწერა მირიანს
Page of ed.: 116   Line of ed.: 1     
კოსტანტინე მეფემან წიგნი ლოცვისა და / კურთხევისა ღმრთისა მადლობისა. და წარმოსცა
Line of ed.: 2     
ჯუარი და ხატი მაცხოვრისა, და მის თანა ნიჭი დიდი. და ელენე დედოფალმან
Line of ed.: 3     
მოუწერა წიგნი ქებისა და ნუგეშინის-ცემისა.

Line of ed.: 4        
"მოიწია იოვანე ეპისკოპოსი და მის თანა მღდელნი და დიაკონნი და მოციქულნი
Line of ed.: 5     
მცხეთად, და აღივსნეს სიხარულითა მეფე და დედოფალი და ყოველი ერი მათი,
Line of ed.: 6     
რამეთუ სურვიელ იყვნეს ყოველნი-ვე ნათლის-ღებისათჳს. მაშინ მსწრაფლ გაგზავნა
Line of ed.: 7     
ბრძანება მირიან მეფემან ყოველთა თანა ერის-თავთა, სპასალართა და ყოველთა პირთა
Line of ed.: 8     
სამეფოსათა მოწოდებად წინაშე მისსა; და მსწრაფლ მოიწივნეს ყოველნი ქალაქად.

Line of ed.: 9        
"მაშინ ნათელ-იღო მეფემან ჴელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა, და შემდგომად დედოფალმან
Line of ed.: 10     
და შვილთა მათთა ჴელსა ქუეშე მათ მღდელთა / და დიაკონთასა. და შემდგომად
Line of ed.: 11     
ამისსა აკურთხეს მდინარე მტკუარი, და ეპისკოპოსმან შემზადა ადგილი ერთი,
Line of ed.: 12     
მიწურვით ჴიდისა კარსა / მოგუეთისასა, სადა ყოფილ იყო სა/ხლი ელიოზ მღდელისა,
Line of ed.: 13     
და მუნ ნათელს-ცემდა წარჩინებულთა თჳთოსა და ეწოდა ადგილსა მას მთავართა
Line of ed.: 14     
სანათლო. ხოლო ქუემოთ მისსა, მდინარისა-ვე პირსა, ორგან, ორნი იგი მღდელნი
Line of ed.: 15     
და დიაკონნი ნათელს-ცემდეს ერსა. და მიატყდებოდა ერი იგი ურთიერთას მოსწრაფებით
Line of ed.: 16     
და ევედრებოდეს მღდელთა, რათა პირველად მას ვის-მე ნათელს-ცეს. და ესრეთ
Line of ed.: 17     
სურვიელ იყო ერი იგი ნათლის-ღებისათჳს, რამეთუ ესმინა ქადაგება წმიდისა ნინოსი,
Line of ed.: 18     
რომელსა იტყჳნ: "ყოველმან რომელმან არა ნათელ-იღოს, არა პოვოს მან ნათელი
Line of ed.: 19     
საუკუნო" და ამისთჳს მოსწრაფე იყვნეს ნათლის-ღებად ყოველნი იგი. და ესრეთ
Line of ed.: 20     
სახედ ნათელ-იღეს ყოველმან ერმან და სიმრავლემან ქართლისამან, თჳნიერ ხოლო
Line of ed.: 21     
არა ნათელ-იღეს მთიულთა კავკასიანთა, არ-ცა მოვიდეს მოფენასა მას ნათლისასა,
Line of ed.: 22     
არამედ დაადგრეს ბნელსა შინა ჟამ რა-ოდენ/-მე. და ჰურიათა მცხეთელთა არა-ვე ნათელ-იღეს,
Line of ed.: 23     
გარ/ნა ბარბიანთა ნათელ-იღეს ორმოცდაათმან სახლმან და იქმნეს ქრისტიანე
Page of ed.: 117   Line of ed.: 1     
ჭეშმარიტ. ამისთჳს-ცა დიდ იქმნეს იგინი წინაშე მეფისა; და მიუბოძა მათ დაბა,
Line of ed.: 2     
რომელსა ჰქჳან ციხე-დიდი. არ/ამედ არა ნათელ-იღო ფეროზ, სიძემან მირიან მეფისამან,
Line of ed.: 3     
რომელსა ჰქონდა რანი ბარდავამდინ მიცემულად მირიან მეფისაგან; არ-ცა ერმან
Line of ed.: 4     
მისმან ნათელ-იღო, არამედ ჴორციელ ოდენ მსახურებდა მირიან მეფესა.

Line of ed.: 5        
მაშინ წარავლინა მირიან მეფემან ეპისკოპოსი იოვანე და მის თანა წარჩინებული
Line of ed.: 6     
ერთი წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა,
Line of ed.: 7     
რომელი მას ოდენ ჟამსა გამოეჩინა ღმრთის-მოყუარესა ელენე დედოფალსა. და ითხოვნა
Line of ed.: 8     
მღდელნი მრავალნი, რათა განავლინნეს ყოველთა ქალაქთა და ადგილთა და
Line of ed.: 9     
ნათელს-ცემდენ ერსა, რათა მსწრაფლ ნათელ-იღოს ყოველმან სულმან ქართლ/ისამან.
Line of ed.: 10     
და ითხოვნა ქვით-ხურონი აღშენებისათჳს ეკლესიათა.

Line of ed.: 11        
ვითარ მიიწივნეს წინაშე კოსტანტინე კეისრისა, სიხარულით მოანიჭა ნაწილი
Line of ed.: 12     
ძელისა ცხოვრებისა, და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფერჴნი და/მსჭუალულ იყვნეს
Line of ed.: 13     
უფლისანი და სამსჭუალნი ჴელთანი. და წარმოგზავნნა მღდელნი და ხურონი ფრიად
Line of ed.: 14     
მრავალნი: რამეთუ კოსტანტინე მეფემან მეფობასა შინა მისსა აღაშენა წმიდა ეკლესია,
Line of ed.: 15     
/ ტაძარი ღმრთისა ხუთასი. და მოსცა განძი დიდ-ძალი ეპისკოპოსსა იოვანეს და უბრძანა:
Line of ed.: 16     
"სადა-ცა ჯერ იჩინო ადგილთა ქართლისათა, აღაშენენ ეკლესიანი სახელსა ზედა
Line of ed.: 17     
ჩემსა; და ნიჭნი ესე დაამკჳდრენ ქალაქთა ქართლისათა".

Line of ed.: 18        
და წარმოვიდა ეპისკოპოსი და მის თანა მოციქული. და ვითარ მოიწივნეს
Line of ed.: 19     
ადგილსა, რომელსა ჰქჳან ერუშეთი, და დაუტევნა ხურონი საქმედ ეკლესიისა: დაუტევნა
Line of ed.: 20     
განძი და სამსჭუალნი უფლისანი და წარმოვიდა. და დაუტევნა წუნდას ხურონი
Page of ed.: 118   Line of ed.: 1     
და განძი და, რაჟამს ეწყო ოდენ ეკლესიასა, წ/არმოვიდა და მოვიდა მანგლისს, და
Line of ed.: 2     
იწყო ეკლესიასა შენება; და დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი.

Line of ed.: 3        
"მაშინ შეწუხნა მირიან მეფე ამისთჳს, რამეთუ პირველ არა სამეუფოსა ქალაქსა
Line of ed.: 4     
მოვიდეს, არამედ სხუათა ქალაქთა და ადგილთა იწყეს შენებად ეკლესიათა და დაუტევნეს
Line of ed.: 5     
ნაწილნი. ხოლო მოვიდა / წმიდა ნინო წინაშე მეფისა და რქუა; "ნუ სწუხ,
Line of ed.: 6     
მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ არს: სადა-ცა მოვიდოდიან, დასთესვიდენ სახელსა ღმრთისასა.
Line of ed.: 7     
ხოლო არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი იგი დიდებული უფლისა.

Line of ed.: 8        
მაშინ მოიყვანა მეფემან აბიათარ მღდელი და მის თანა ჰურიანი მრავალნი, და
Line of ed.: 9     
გამოიკითხა მათგან კუართისა მისთჳს. ხოლო მათ მიუთხრეს ყოველი, რომელი ზემო
Line of ed.: 10     
წერილ არს. მაშინ აღიპყრნა ჴელნი / მირიან მეფემან და თქუა: "კურთხეულ ხარ
Line of ed.: 11     
შენ, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო; რამეთუ პირველითგან-ვე
Line of ed.: 12     
გინდა ჴსნა ჩუენი ეშმაკისაგან და ადგილისა მისგან ბნელისა. ამისთჳს სამოსელი იგი
Line of ed.: 13     
შენი წმიდა წარმოეც წმიდით ქალაქით / იერუსალემით ებრაელთა მათ, ღმრთეებისა
Line of ed.: 14     
შენისაგან უცხო-ქმნილთა, და მომეც ჩუენ უცხოთა ნათესავთაგან".

Line of ed.: 15        
"და წარემართა მეფე და ყოველი ქალაქი მტკიცედ ქრისტიანობასა იწყეს ხუროთა
Line of ed.: 16     
შენებად ეკლესიისა გარეგნივ ზღუდესა, მაყუალთა მათ ზედა, საყოფელსა წმიდისა
Line of ed.: 17     
ნინოსსა, სადა აწ არს ეკლესია საეპისკოპოსო. მაშინ თქუა წმიდამან ნინო: "კურთხეულ
Line of ed.: 18     
არს უფალი / ღმერთი იესო ქრისტე და მამა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი,
Line of ed.: 19     
რომელმან მოავლინა სიტყუა მისი წმიდა ზეცითგან მაღალთათ, თჳთ ძლიერისაგან
Line of ed.: 20     
საყდრისა გარდამოსრული ქუეყანად მდაბლად, შობილი. უეჭუელად თესლისაგან დავითისა,
Line of ed.: 21     
დედაკაცისაგან მარტოდ შობილისა, წმიდისა და უბიწოსა; რომელი სათნო ეყო
Line of ed.: 22     
მას მიზეზითა, მიზეზი ცხოვრებისა ჩუენისა, რომელმან ცასა ქუეშე ყოველი/ვე განანათლა
Line of ed.: 23     
და მორწმუნენი აცხოვნნა; რომელი იშვა ვითარცა კაცი, ნათელი ყოველთა,
Line of ed.: 24     
ხატი ღმრთისა მამისა, და ვითარცა მსახურმან ვინ-მე სჯულისამან ნათელ-იღო წყლისაგან
Page of ed.: 119   Line of ed.: 1     
/ და სულისა, ჯუარს ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, და აღჴდა სიმაღლესა
Line of ed.: 2     
მამისა თანა, და კუალად მოვალს დიდებით; რომელსა შუენის ყოველი-ვე დიდება,
Line of ed.: 3     
პატივი და თაყუანის-ცემა თანა მამით და სულით წმიდით".



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.