TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 56
Previous part

Part: XII  
Page of ed.: 201  
Line of ed.: 1  
აქა სპარსთა მოსლვა ქართლს ვახტანგ გორგასალ ზე საომრად,
Line of ed.: 2  
და ვახტანგისგან სპარსთა მეფის შვილის ბარტამის მოკლვა


Line of ed.: 3        და მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრნა / ქალაქი კამბეჩოანი, და ჭერმისა ციხე,
Line of ed.: 4     
და ველის-ციხე. და ვითარცა მოიწივნეს კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა. ხოლო
Line of ed.: 5     
სპანი ვახტ/ანგისნი დადგეს ველსა ზედა, გარემოს ციხე-ქალაქსა, სადა ჰქჳან დარფაკა.
Line of ed.: 6     
და შეიბნეს იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს, და დაეცემოდა
Line of ed.: 7     
/ორთა-ვე სპათაგან ურიცხჳ. მაშინ ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და რქუა:
Line of ed.: 8     
"უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათჳს გუბრძვანან, არამედ ქრისტეს დატეობისათჳს.
Line of ed.: 9     
აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკუდილი უმჯობეს არს სახელსა
Line of ed.: 10     
ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გუაქუნდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა
Line of ed.: 11     
ეტყჳს: რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი".

Line of ed.: 12        
რქუა მას პეტრე კათალიკოსმან: "გიხილვან საქმენი, რომელნი არა-ვინ ნათესავთა
Line of ed.: 13     
შენთაგანმან იხილნა, შეწევნანი ქრისტესმიერნი. რამეთუ უწყის სიბრძნემან შენმან,
Line of ed.: 14     
ვითარმედ მტერი იგი გამომცდელი ჩუენი აცილობს ღმერთსა ჩუენთჳს ვითარცა
Line of ed.: 15     
იობისთჳს; რამეთუ ღმერთი მიუშუებს მოძულებულთა მათ თჳსთა / წარწყმედად, ხოლო
Line of ed.: 16     
შეყუარებულთა თჳსთა განღმრთობად. იყავ შენ, ვითარცა გაზრახოს ღმერთმან, დაღაცათუ
Line of ed.: 17     
არა მოჰკუდეთ, მოვკუდეთ". და ამით სიტყჳთა ამხილა, / ვითარმედ წყობასა მას
Line of ed.: 18     
არა დარჩეს, და რქუა: "არა-ხოლო-თუ ქართლი მიეცეს განსარყუნელად, / არამედ
Line of ed.: 19     
იერუსალემი-ცა, რომელ არს მშობელი ყოველთა შვილთა ნათლისათა".

Line of ed.: 20        
და რქუა მეფემან: "დადეგ ეკლესიასა შინა რაჟდენ წმიდისასა, რომელი რაბატსა
Line of ed.: 21     
შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს; და ვეჭუ, ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა
Page of ed.: 202   Line of ed.: 1     
იძლივნენ, რამეთუ მტკიცენი და ძლიერნი ზღუდენი აქა დავსხენით". და ყო
Line of ed.: 2     
ეგრე კათალიკოსმან. ხოლო ეპისკოპოსნი ყოველნი წმიდანი მუნ შეკრბეს.

Line of ed.: 3        
და იყო ლაშქარი ვახტანგისი ორას ორმოცი ათასი, ხოლო სპარსთა -- შჳდას
Line of ed.: 4     
ორმოცი ათასი. და განყო ვახტანგ ლაშქარი მისი სამად: და კლდით კერძო მოავლინა
Line of ed.: 5     
ქუეითი; და ერთ-კერძო მოავლინნა პატიახშნი და სპასპეტი; და სადათ სპარსთა მეფე
Line of ed.: 6     
იყო, მუნით თჳთ მივიდა ვახტანგ ვითარ ასი ათასითა სპითა.

Line of ed.: 7        
ღამესა ნისლისაგან განცისკრებულსა ოდენ დაესხა ვახტანგ სპარსთა ზედა და
Line of ed.: 8     
რქუა ყოველსა ერსა მისსა: "ყოველი კაცი, რო/მელი დარჩეს სიკუდილისაგან
Line of ed.: 9     
/ და მტერთა ჩუენთაგანისა თავი ანუ ჴელი არა გამოიტანოს, ჩუენ მიერ მოკუედინ იგი".
Line of ed.: 10     
და ცისკარი რა აღეღებოდა, დაესხა და შევლო ვიდრე პალატამდე მეფისა. შევიდა
Line of ed.: 11     
კარავსა შინა მეფისასა და მეფე შეესწრა ცხენსა ზედა, და ძე მისი ბარტამ მოკლა და
Line of ed.: 12     
მოჰკუეთა თავი მისი. და მუნ / შინა სპარსმან ვინ-მე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისსა,
Line of ed.: 13     
და იყო ბრძოლა ვიდრე შუადღემდე. სძლო ვახტანგ სპარსთა მათ, და მოკლა მათგანი
Line of ed.: 14     
ვითარ ას ოცდაათი ათასი, ხოლო სპათაგან ვახტანგისთა მოკუდა ვითარ ოცდარვა
Line of ed.: 15     
ათასი. და წარმოიღეს ნატყუენავი ცხენი ვითარ ასი ათასი, და სრულიად ვერ იოტნეს
Line of ed.: 16     
სიმრავლისაგან. და აიყარა მუნით სპარსთა მეფე, და ჩადგა რუსთავს. და დამძიმდა
Line of ed.: 17     
წყლულება ვახტანგისი, რამეთუ შეწეულ იყო ისარი ფირტუად. და წარვიდა უჯარმოს,
Line of ed.: 18     
და უბრძანა სპასალართა ქართლისათა, რათა ადგილსა-ვე დგენ.

Line of ed.: 19        
ცნეს სპარსთა, ვითარმედ დამძიმდა ვახტანგ წყლულებისაგან, მოაოჴრეს ტფილისი
Line of ed.: 20     
და არმაზი ქართლი, ხოლო მცხეთა ვერ დაი/პყრეს გარნა რომელი ზღუდესა
Line of ed.: 21     
გარ/ეგნით იყო, მოაოჴრეს, რომელი-იგი მუხნარით და არაგუსა ხერთვისსა იყო.

Page of ed.: 203  
Line of ed.: 1        
ხოლო ბერძენთა მეფე, სიმამრი ვახტანგისი, მოკუდა, და დაჯდა მეფედ ზენონ,
Line of ed.: 2     
ძე მისი. და გამოვიდა სპერად, გამოსლვად ქართლს. და ვითარცა ცნა სიმძიმე ვახტანგისი,
Line of ed.: 3     
დაადგრა კარნუ-ქალაქსა. და მივიდა მუნ ხუასრო, და შეიბნეს ხუასრო და კეისარი
Line of ed.: 4     
კარნიფორას. და დაიჴოცა ორთაგან-ვე სპათა, რომელ იქმნა სისხლისა მდინარე;
Line of ed.: 5     
და მის მიერ ეწოდა ადგილსა მას კარნიფორა რე-ცა სისხლისა მუცელი. და ვერ
Line of ed.: 6     
სძლეს / ერთმან-ერთსა, რამეთუ სპანი ორთანი-ვე დაიჴოცნეს, და შეიქცა ხუასრო გზასა
Line of ed.: 7     
ქართლისასა.

Line of ed.: 8        
ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკუდილი თავისა თჳსისა, და მოუწოდა კათალიკოსსა,
Line of ed.: 9     
და ცოლსა თჳსსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქუა: "მე ესე-რა წარვალ
Line of ed.: 10     
წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა
Line of ed.: 11     
წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზე/და სდგეთ
Line of ed.: 12     
და ეძიებდეთ ქრისტესთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება
Line of ed.: 13     
მოიგოთ".

Line of ed.: 14        
და რქუა ყოველთა წარჩინებულ/თა: "თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, მოიჴსენენით
Line of ed.: 15     
კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო,
Line of ed.: 16     
და მე ჴორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქუენ ნათესავთა ჩემთა. და სახლსა ჩუენსა
Line of ed.: 17     
ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ".

Line of ed.: 18        
და რქუა ძესა თჳსსა დაჩის: "შენ ხარ პირმშო შვილი ჩემი, შენდა მიმცემია
Line of ed.: 19     
გჳრგჳნი მეფობისა ჩემისა, და ნაწილად ძმათა შენთა მიმიცემია ტასისკარითგან
Line of ed.: 20     
და წუნდითგან ვიდრე სომხითამდე და საბერძნეთამდე, საზღვარი აფხაზეთისა,
Line of ed.: 21     
რომელი მოცემულ არს ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა, იგი თჳთ ძმათა
Page of ed.: 204   Line of ed.: 1     
შენთა დედისა არ/ს, იგი აქუნდეს მათ, და იყვნენ შენდა ერის-თავად მორჩილებასა ქუეშე
Line of ed.: 2     
ნათესავისა შენისასა.

Line of ed.: 3        
და მო/უწოდა ნასარს, ერის-თავსა წუნდისასა, და არტავაზს, ერის-თავსა კლარჯეთისასა,
Line of ed.: 4     
და ბივრიტიანს, ერის-თავსა ოძრჴისასა, და მათ მიათუალა ცოლი თჳსი ელენე
Line of ed.: 5     
და შვილნი მისნი, რომელთა ერქუა ლეონ და მირდატ, და შეავედრნა მათ სამთა-ვე
Line of ed.: 6     
ერის-თავთა ცრემლი/თა და შეხედვებითა ღმრთისათა.

Line of ed.: 7        
მაშინ წარჩინებულთა და ყოველსა ერსა ზედა დღე იყო სასჯელისა, და იტყებდეს
Line of ed.: 8     
ყოველნი თავთა თჳსთა, ისხმიდეს ნაცარსა, და ყოველნი ინატრიდეს სიკუდილსა თავისა
Line of ed.: 9     
თჳსისასა; და ჴმისაგან ტირილისა და გოდებისა იძრვოდა ქუეყანა; და მორწმუნე ერი
Line of ed.: 10     
ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთჳს მოიკლა. და მოკუდა ვახტანგ, და დაეფლა
Line of ed.: 11     
მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სუეტსა თანა, რომელსა შინა არს
Line of ed.: 12     
ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისაგან დაპყრობით.



Line of ed.: 13  
ჩანართი


Line of ed.: 14        
და საფლავსა მისსა ზედა წერილ არს ხატი მისი, სწორი ასაკისა მისისა. აწ რომელ არს
Line of ed.: 15     
აბჯარი და სამოსელნი მისნი მისგან უფრო საცნაურ არს.



King: 34 
Line of ed.: 16  
მეოცდათოთხმეტე მეფე, დაჩი, ძე ვახტანგ გორგასალისა. ხოსროიანი


Line of ed.: 17        
და დაჯდა საყდარსა მისსა ძე მისი დაჩი, ხოლო ცოლი და ორნი ძენი ვახტანგისნი
Line of ed.: 18     
წარიყვანნეს სამთა მათ ერის-თავთა, და დაიპყრეს დასავლეთი ქართლისა,
Page of ed.: 205   Line of ed.: 1     
რომელი მისცა ვახტანგ. და დასხდეს წუ/ნდას ქალაქსა ზაფხულის, და ზამთრის იყვნიან
Line of ed.: 2     
ოძრჴეს. და არა ეწოდა მათ მეფედ, არამედ ერის-თავთა-მთავრად, და იყვნეს მორჩილებასა
Line of ed.: 3     
ძმისა მათისა დაჩი მეფისასა.

Line of ed.: 4        
ხოლო ამან დაჩი მეფემან იწყო / შენებად ქართლისა, რამეთუ მოოჴრებულ
Line of ed.: 5     
იყვნეს ყოველნი ჴევნი ქართლისანი, თჳნიერ კახეთისა და კლარჯეთისა და ეგრისისა.
Line of ed.: 6     
და გ/ანასრულნა ზღუდენი ტფილისისანი, და, ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა
Line of ed.: 7     
სახლად სამეუფოდ.

Line of ed.: 8        
და მოკუდა პეტრე კათალიკოსი და დაჯდა სამოელ. და მეფემან მას მიათუალა
Line of ed.: 9     
მცხეთა, რამეთუ ეგრე ებრძანა მეფესა ვახტანგს. ამან-ვე მეფემან დაჩი დაჰპატიჟა
Line of ed.: 9     
მთეულთა კახეთისათა, რათა აღიარონ ქრისტე, ხოლო მათ არა ინებეს, და განდგეს
Line of ed.: 9     
ყოველნი ნოპატელნი.

Line of ed.: 11        
ხოლო ორთა-ვე მათგან ძეთა ვახტანგისთა, ნაშობთა ბერძნისა ცოლისათა, მოკუდა
Line of ed.: 12     
რომელსა ერქუა ლეონ, და დარჩა მირდატ ოდენ. ამას მირდატს დაევაჭრა ძმა მისი
Line of ed.: 13     
დაჩი: მეფემან გაუცვალა ქუეყანა, და აღიღო მირდატისგან ეგრის-/წყალსა და კლისურასა
Line of ed.: 14     
შუა, მირდატის დედული საზღვარი საბერძნეთისა, და მისცა ნაცვლად ჯავახეთი
Line of ed.: 15     
ფარავნითგან მტკურამდე. დაიპყრა მირდატ, ძემან ვახტანგისმან, ფარავნითგან და
Line of ed.: 16     
ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა, და ერისთავობდა მუნ; და იყო მორჩილ
Line of ed.: 17     
დაჩი მეფისა, ძმისა თჳსისა. ამან აღაშენა ჯავახეთს ეკლესია წყაროსთავისა და მოკუდა
Line of ed.: 18     
დაჩი მეფე.



King: 35 
Page of ed.: 206  
Line of ed.: 1  
მეოცდათხუთმეტე მეფე, ბაკურ. ძე დაჩი მეფისა, ხოსროიანი


Line of ed.: 2        
და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ. და მოკუდა ბაკურ.



King: 36 
Line of ed.: 3  
მეოცდათექუსმეტე მეფე, ფარსმან, ძე ბაკურ მეფისა, ხოსროიანი


Line of ed.: 4        
და დაჯდა მეფედ ძე მისი ფარსმან / და მ/ოკუდა კათალიკოსი სამოელ, და დაჯდა
Line of ed.: 5     
კათალიკოსად თავფეჩაგ. და მოკუდა თავფეჩაგ, და დაჯდა კათალიკოსად ჩერმაგ.

Line of ed.: 6        
და ვახტანგისითგან მოაქამომდე ესე მეფენი მშჳდობით იყვნეს, და შვილნი მირდატისნი
Line of ed.: 7     
ჰმონებდეს შვილთა დაჩისთა.

Line of ed.: 8        
ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი, მოაოჴრეს ქართლი და რანი. ხოლო
Line of ed.: 9     
ფარსმან, მეფემან ქართველთამან, ითხოვა სპარსთ მეფისაგან, რათა არა მოაოჴრნეს.
Line of ed.: 10     
ეკლესიანი და იპყრას ქართლი სჯულსა ზედა ქრისტესსა. რამეთ/უ მას ჟამსა ბერძენნი
Line of ed.: 11     
უცალო იყვნეს: დასავლით მტერნი აღდგომილ იყვნეს, და ვერ შემძლებელ იყვნეს
Line of ed.: 12     
შეწევნად ქართველთა და წინა-აღდგომად სპარსთა. მაშინ სპარსთა მეფემან ისმინა ვედრება
Line of ed.: 13     
მისი და დაიცვნა ეკლესიანი. და ფარსმან დაუწერა მას მორჩილება და მსახურება,
Line of ed.: 14     
და წარვიდა სპარსთა მეფე.

Page of ed.: 207  
Line of ed.: 1        
მიერითგან განიყვნეს ნათესავნი ვახტანგ მეფისანი. რამეთუ შვილნი დაჩისნი
Line of ed.: 2     
ჰმორჩილობდეს სპარსთა, ხოლო შვილნი მირდატისნი დაადგრეს მორჩილებასა ბერძენთასა.

Line of ed.: 3        
მოკუდა ფარსმან და დაჯდა მეფედ ძმის-წული მისი, რომელსა ერქუა ფარსმან-ვე.



King: 37 
Line of ed.: 4  
მეოცდაჩვიდმეტე მეფე. ფარსმან. ძმის-წული ფარსმან მეფისა, ხოსროიანი


Line of ed.: 5        
და იყო იგი მორწმუნე ვით/არ-ცა მამის / ძმა მისი, და ჰმატა ყოველთა ეკლესიათა
Line of ed.: 6     
შემკობა.



Line of ed.: 7  
ჩანართი


Line of ed.: 8        
ხოლო ითხოვეს იუსტინიანესგან ქართველთა, რათა დასხდებოდენ კ(ათალიკო)ზად (?) ნათესავნი ქართველთანი.
Line of ed.: 9     
რამეთუ მოვიდოდიან კათალიკოსნი საბერძნეთით. ხოლო იუსტინიანე დაწერა წიგნი
Line of ed.: 10     
და დაბეჭდა თჳსითა ბეჭდითა ესრეთ, რათა დასხდებოდენ კათალიკოსად ნათესავნი ქართველთანი,
Line of ed.: 11     
და აქუნდეს უაღრესობა ყოველთა ეკლესიათა და მღდელთ-მთავართა ზედა.

Line of ed.: 12        
და მოკუდა კათალიკოსი ჩერმაგ, და ამან-ვე ფარსმან მეფემან დასუა საბა. აქათგან
Line of ed.: 13     
არღარა მოიყვანებდეს კათალიკოსსა საბერძნეთით, არამედ ქართველნი დასხდებოდეს,
Line of ed.: 14     
წარჩინებულთა ნათესავნი. / და მოკუდა კათალიკოსი საბა, და მან-ვე მეფემან დასუა
Line of ed.: 15     
კათალიკოსად ევლათი.

Line of ed.: 16        
მის-ვე ფარსმანის-ზე მოვიდა იოვანე შუა-მდინარით, რომელსა ეწოდა ზედაზადნელი,
Line of ed.: 17     
განმანათლებელი ქართლისა და განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა,
Line of ed.: 18     
რომელმან ქმნა სასწაულები და ნიშები მრავალი, მან და მოწაფეთა მისთა, რომელთა
Line of ed.: 19     
განაკჳრვნეს ყოველნი ქართველნი. დაიწერა ცხოვრება და სასწაულნი მათნი და დაისხნეს
Line of ed.: 20     
ეკლესიათა შინა ქართლისათა.



Page of ed.: 208  
Line of ed.: 1  
I ჩანართი (BPRTbd)


Line of ed.: 2        
სახელები წმიდათა მოწაფეთა: იოვანე ზედაზადენელი, დავით გარესჯელი, სტეფანე
Line of ed.: 3     
ხირსელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი, ანტონი მარტო-მყოფელი, ისე წილკნელი,
Line of ed.: 4     
თათე სტეფანწმიდელი, შიო მღჳმელი, ისიდორე სამთავნელი, აბიბოს ნეკრესელი, მიქელ
Line of ed.: 5     
ულუმბელი, პიროს ბრეთელი და ელია დიაკონი. მრავალნი სხუანი-ც დაემოწაფნეს წმიდასა
Line of ed.: 6     
მას მამასა, კაცნი წმიდანი და სულიერნი მამანი დაჰყუნეთ ჟამისათა და შემდგომად ოთხას
Line of ed.: 7     
ოცისა წლისა გამოიკითხა და გამოიძია წმიდამან მამამან ჩუენმან არსენი ქართლისა კათალიკოსმან;
Line of ed.: 8     
რომელი-მე წიგნთაგან აღმოვიკითხეთ და რომელი-მე მათგან სმენილ იყო საქმეთაგან მათთა. და აღვწერეთ
Line of ed.: 9     
ცხოვრება და მოქალაქობა წმიდათა მათ მამათა, საცნობელად ჩუენ მორწმუნეთა
Line of ed.: 10     
და სადიდებლად სამებისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



Line of ed.: 11  
II ჩანართი (BPRTbcd)


Line of ed.: 12        
და აწ ვიწყოთ შემოკლებით ცხოვრება მათი.

Line of ed.: 13        
იოვანე იყო ქუეყანით შუა-მდინარით, რომლისა მშობელნი არა უწყით, არამედ მხოლო
Line of ed.: 14     
მამა ზეცისა მშობელად მისა. აღიზარდა და სრულ იქმნა ყოვლითა სწავლითა, და შეიმკო სრულითა
Line of ed.: 15     
სათნოებითა. ამისთჳს მიენიჭნეს მას ღმრთისა მიერ სენთა კურნება, და ეშმაკთა ოტება,
Line of ed.: 16     
რომლისა მიერ მრავალნი სასწაულნი აღესრულებოდეს.

Line of ed.: 17        
ვინათგან მრავალი წყინება ჰქონდა, ამისთჳს მეოტ იქმნა უდაბნოდ, და მუნ დაადგრა.
Line of ed.: 18     
ხოლო მუნ ბრძანება მოიღო ანგელოზისა მიერ, რათა ათორმეტით მოწაფითურთ თჳსით წარვიდეს
Line of ed.: 19     
ქართლად. და მოვიდა მცხეთას, და ბრძანებითა მეფისათა და კურთხევითა კათალიკოსისათა
Line of ed.: 20     
აღვიდა მთასა ზედა ზადენსა, და მუნ დაემკჳდრა დაყუდებით მუნ მთასა ზედა პირველითგან
Line of ed.: 21     
კერპნი აღმართებულ იყვნეს, და მით დამკჳდრებულ იყო მუნ ეშმაკთა სიმრავლე. ხოლო
Line of ed.: 22     
ლოცვითა წმიდისა მამისა იოვანესითა, ყოველი-ვე განიდევნა მთისა მისგან. ხოლო მოწაფენი
Line of ed.: 23     
მისნი წარგზავნა წინაძღომითა სულისა წმიდისათა, რომელი-მე ქართლს და რომელი-მე კახეთს,
Line of ed.: 24     
და რომელი-მე უდაბნოდ გარესჯად.

Page of ed.: 209  
Line of ed.: 1        
მაშინ მუნ დაადგრა იოვანე, ღირსი მამა ჩუენი, ერთისა ოდენ მოწაფითა, და მრავალნი
Line of ed.: 2     
წინა-აღმდგომობა და განსაცდელნი მოითმინნეს ეშმაკისა მიერ, და მძლედ გამოჩნდეს მათ ყოველთა
Line of ed.: 3     
ზედა.

Line of ed.: 4        
ამისა შემდგომად მთასა მას ურწყულსა წყარო გემრიელი გამოადინა ღმერთმან ლოცვითა
Line of ed.: 5     
მისითა, რომლისა სმითა და ცხებითა მდაბიურთაგან მრავალნი სნეულნი განიკურნებოდეს.

Line of ed.: 6        
/ამისა შემდგომად დათვი წყაროსა მას ზედა მდგომელი მშჳდითა მოძღურებითა განიოტა;
Line of ed.: 7     
და მიერითგან არღარა-ვის ავნებენ დათვნი მის მთისანი კაცთა ვის-მე, ვიდრე დღეინდელად
Line of ed.: 8     
დღედმდე. ესრეთ განისწავლნეს დათვნი უმწყსნი.

Line of ed.: 9        
მოჰგუარეს მას განრღუეული მრავალჟამეული, და ლოცვითა მისითა მყის განიკურნა.
Line of ed.: 10     
ხოლო სხუა მოიყვანეს კაცი, რომლისა თანა იყო ეშმაკი უტყუებისა: და ილოცა მისთჳს, და
Line of ed.: 11     
მყის დაუტევა ეშმაკმან და ივლტოდა მისგან. და განიკურნა კაცი იგი და ადიდებდა ღმერთსა.
Line of ed.: 12     
მრავალთა მისთა სასწაულთაგან მცირედნი ესე წარმოვთქუნი.

Line of ed.: 13        
ოდეს მოიწია განსლვა მისი ჴორცთაგან, მოუწოდა ელია დიაკონსა და სხუათა ვიეთთა
Line of ed.: 14     
მოწაფეთა თჳსთა, ასწავა და განამტკიცნა. და იხილნა ზეცისა მჴედრობანი მოსრულნი მის ზედა,
Line of ed.: 15     
და შევედრა სული თჳსი ჴელთა შინა მათთა და დაიძინა მშჳდობით. შემურეს წმიდა გუამი მისი
Line of ed.: 16     
და მიიღეს საყოფელსა-ვე მას თჳს/სა, სადა იღუაწა მთასა მას-ვე მუნ. ხოლო შემდგომად მიცვალებისა
Line of ed.: 17     
მ/რავალნი სასწაულნი აღესრულნეს, რომელთა სრული ცხოვრება წმიდისა იოვანესი
Line of ed.: 18     
მოგჳთხრობს.



*


Line of ed.: 19        
წმიდა მამა დავით იყო ქუეყანით შუა-მდინარით, რომლისა მშობელთა არა მეცნიერ
Line of ed.: 20     
ვართ. ესე დამოწაფებული იოვანეს თანა მოვიდა, და განვიდა გარესჯასა უდაბნოსა, ერთისა
Line of ed.: 21     
ოდენ მოწაფითა, რომლისა სახელი ლუკიანე, რომელთა სიცხენი მზისანი და ნეფხვანი ზამთრისანი
Line of ed.: 22     
ფრიად მრავალნი მოითმინნეს ამისსა შემდგომად, ვითარცა მამა დიდისა ბასილისა,
Line of ed.: 23     
ირემთა მიერ გამოიზარდნეს. რამეთუ სამნი ირემნი ჩუკროსანნი მოვიდიან და მოწველიან, და
Line of ed.: 24     
ხაჭოსა მისსა ჭამდიან; გარნა ოთხშაბათს და პარასკევს არ მოვიდიან. შემდგომად მცირედისა
Line of ed.: 25     
ჟამისა, ერთი ნუკრთაგანი შთანთქა ვეშაპმან მძჳნვარემან, რომელი მკჳდრ იყო ღელესა რომელსა-მე
Line of ed.: 26     
ნაპრალთა კლდისათა, რომელი სიტყჳთა დავითისითა განიდევნა, და ველსა ყარაიისასა
Line of ed.: 27     
მეხის-ტეხითა შეიწვა, და ბუბაქარ დიდებული, კაკაბთა ნადირობასა შინა, შეემთხჳა წმიდასა
Line of ed.: 28     
და ენება მახჳლითა მოკლვა, რომელსა ჴ/ელი განმარტებული შეაჴმო და ვედრებითა მის-ვე
Line of ed.: 29     
წმიდისათა კუალად ეგო, ვითარცა უვნებელი. და ძენი ბუბაქარისნი, საპყარნი, წამსა შინა,
Line of ed.: 30     
ლოცვითა მისითა განკურნა. ხოლო ამის გამო განისმა ჴმა მისი და ფრიად მრავალნი ერნი
Line of ed.: 31     
დაემოწაფნეს, და მრავალნი ჯურღმულნი აღმოკუეთეს.

Page of ed.: 210  
Line of ed.: 1        
და მოვიდა ღირსი დოდო-ცა, და დაადგრა მის თანა. ამისა შემდგომად წმიდამან წყალნი
Line of ed.: 2     
მწარენი დაატკბნა, რომელნი დიან ვიდრე დღეინდელად დღედმდე, გარემოს ბერთუბნის მონასტრისა,
Line of ed.: 3     
და მრავალნი სასწაულნი აღასრულნა. და შემდგომად წარვიდა წმიდა ქალაქად იერუსალემად,
Line of ed.: 4     
ქვეითად. და სადა იხილვების ბორცვებთაგან, არა თავს-იდვა შთასლვა მუნ. არამედ
Line of ed.: 5     
მუნით მოდრკა და თაყვანის-ცა, და აღიღო სამნი ლოდნი; და შთაისხნა ჩაჴუთა რასა-მე, და
Line of ed.: 6     
წარმოემართა. ამისთჳს პატრიაქმან იხილა ჩუენება, და მალე-მსრბოლნი კაცნი მოსწივეს წმიდასა
Line of ed.: 7     
და ორნი იგი ლოდნი მოუხუნეს, და ერთი მიანიჭეს, რომელი მოვიდა და მოიღო ლოდი
Line of ed.: 8     
იგი, რომლისა სასწაულნი ითქუნეს ანგელოზისა მიერ პატრიაქისა მიმართ, არა მიცემად სამთა
Line of ed.: 9     
ქვათა, არამედ მესამედისა მადლისა წმიდისა ქალაქისა მოღებად აქა უდაბნოდ, ვინათგან სამ-გზის
Line of ed.: 10     
აქა ლოცვა მიესწორების ერთ-გზის იერუსალემსა მისლვასა. ამისსა შემდგომად სული
Line of ed.: 11     
თჳსი ღმერთსა შევედრა, და დაისხნა წმიდა გუამი მისი სამყოფსა თჳსსა, გარესჯის მონასტერსა.
Line of ed.: 12     
(რომლისა სასწაულნი და ღუაწლნი მისნი სრულიად სრულსა ცხოვრებასა მისსა
Line of ed.: 13     
შინა წერილ არიან. ხოლო ამის წმიდისა მამის დავითის სიცოცხ[ლ]ესა-ვე შინა მოვიდა მამა
Line of ed.: 14     
წმიდა დოდო კახეთით, და მის-ვე მამის წმიდისა განვიდა მიერ უდაბნოდ და დ[ა]ემკჳდრა მუნ,
Line of ed.: 15     
და აღაშენა მონასტერი ფრიად დიდი, რომელსა შინა მრავალნი ღუაწლნი და შრომანი აღასრულნა. რომლისა
Line of ed.: 16     
სასწაულსა და ცხოვრებასა და ღუაწლსა მოგჳთხრობს ცხოვრება მისი. და
Line of ed.: 17     
ამისა შემდგომად სული თჳსი ღმერთსა შევედრა, და დაისხნა წმიდა გუამი მისი საყოფელსა
Line of ed.: 18     
თჳსსა-ვე).



*


Line of ed.: 19        
იყო წმიდა მამა შიო ქალაქით ანტიოქიით, სიჩჩოთგან დამტევებული სოფლისა და დამოწაფებული
Line of ed.: 20     
მამისა იოვანესი: ვინათგან წარმოვიდა ქართლად წმიდა იოვანე, წინაძღომითა
Line of ed.: 21     
საღმრთოთა სულისათა, არა უგულებელს-ყო სულიერი მამა თჳსი, და მის თანა-ვე წარმოვიდა
Line of ed.: 22     
ღირსი შიო. მოსრულმან ქართლს, ქალაქსა მცხეთას, მყუდროებისა და მარტო-მყოფობისა მოსურნე
Line of ed.: 23     
იყო. ითხოვა შენდობა კათალიკოსისა და მამისა იოვანესგან, და წარვიდა წმიდა შიო
Line of ed.: 24     
დასავლით-კერძო მცხეთისა, მარჯუენით მდინარესა მტკუარსა, რომელსა ჰქჳან მღჳმე, ღრმათა
Line of ed.: 25     
ჴევთა ფრიადთა; მზის სიცხეთა და ზამთრისა ყინვათა მიერ განიბძარვოდეს ჴორცნი მისნი.
Line of ed.: 26     
პოვა ქვაბი კლდისა გამოკუეთილი, და სიცივისა და სიცხისა ნუგეშინის-იცა მას შინა. ხოლო
Line of ed.: 27     
ვინათგან სახიერმან ღმერთმან არა უგულებელს-ყო / მრავალი ღუაწლი მისი, არამედ ვითარცა
Line of ed.: 28     
ელია ყორნისა მიერ გამოზარდა, ეგრეთ-ვე აქა-ცა დღითი-დღე ტრედისა მიერ საზრდელი მოეღებოდა.
Line of ed.: 29     
ამისა შემდგომად, დღესა ერთსა, ფრინვლითა ნადირობად გამოვიდა კაცი მდიდარი და
Line of ed.: 30     
საჩინო, სახელით ევაგრე. მხოლოდ მდგომი კლდისა თავსა ზედა, ნახა ტრედი მიმქონი საზრდელისა,
Line of ed.: 31     
თვალ-აგნა და განეცჳფრა გონებასა თჳსსა, და კუალად დღესა მეორესა ეგრეთ-ვე
Line of ed.: 32     
ნახა, ვითარცა პირველ, და შეუდგა კუალსა ტრედისასა, ნახა ბერი ვინ-მე მოღუაწე, შეიშურა
Line of ed.: 33     
მოთმინება ბერისა მის და არა უგულებელ-ყო განშორება მისი. რქუა: "მამაო, ღირს მყავ "
Page of ed.: 211   Line of ed.: 1     
თანა დამკჳდრებად, რათა მყუდროებასა შინა აღვასრულო დღენი ჩემნი": რქუა მას წმიდამან
Line of ed.: 2     
შიო. "აღიღე კუერთხი ესე ჩემი, უკეთუ იმიერ და ამიერ მდინარემან გზა გცეს, განიპოს
Line of ed.: 3     
წყალი იგი, ნება უფლისა არს. და მოვედ აქა. და უკეთუ არა გზა გექმნას, იყავ სახლად და
Line of ed.: 4     
და სარწმუნოდ მნებებელად". წარვიდა განმგებ სახლისაგან მოსეს მსგავსად. ორ-გზის მტკუარი
Line of ed.: 5     
განაპო კუერთხმან იმან: აღვიდა მამისა შიოსსა ევაგრე არა უკუნ-მხედველი, ვითარცა ლო/თ
Line of ed.: 6     
სოდომისა, შიშითა არა იქმნეს ძეგლ მარილისა: ასწავა მოთმინება, ლოცვა, უძილობა და
Line of ed.: 7     
ღუაწლი მონაზონებისა. ამისა შემდგომად რქუა წმიდამან შიო: "შვილო ევაგრე, გ/ჳღირს
Line of ed.: 8     
ეკლესია, სადა-ცა უფალსა უნდეს მვედრებელი ღმრთისა აღვიდენ". თავსა კლდისა წუერისასა
Line of ed.: 9     
მარცხენასა ჴელსა საკმეველი და ცეცხლი დაიყარა, მარჯუენით ჯუარი გამოსახა, საკმლის კუამლით
Line of ed.: 10     
წუერ-ჩამობრუნვით იპოვა ადგილი, სადა-ცა ეკლესია უნებს უფალსა, და აღაშენა საყდარი
Line of ed.: 11     
ყოვლად წმიდისა ღმრთისა დედისა. იქმნა მონაზონ ევაგრე, განითქუა ამბავი მათი, და ყოველსა
Line of ed.: 12     
გარემოს სოფლებსა მოვიდენ სხუანი ურიცხუნი სულნი მონაზონებად: ყოველი საზრდო, წყალი-ცა
Line of ed.: 13     
საზიდი იყო. სატვირთავად ჰყუანდათ კარაულები: უბრძანა მგელთა, და იდგნენ მგელნი
Line of ed.: 14     
ვირთა. ერთსა დღესა ბერისა კონონის კარაული კლდესა გარდაჭრილი მიუხლველ იქმნა სადგომსა. რქუა
Line of ed.: 15     
ბერმან მან წმიდასა შიოს: "რა ესე ვყავ, ვითარ მგელი მყემსად კარაულთა
Line of ed.: 16     
განაჩინე, ამას შეუჭამიეს". ჩუეულ იყო მგელი, რა კარაულთა მიიყვანის, ბერთა / პური დაუნეცვიან და ჭამის, ხოლო აწ
Line of ed.: 17     
დატუქსვილი თრთის, და ეჭიდების ზიდვად კალთასა ბერისასა. წაყოლილმან ნახა
Line of ed.: 18     
თავსა კლდისასა ნაპრალთა დაგორებული კარაული, უსულოდ მდებარე პოვა:
Line of ed.: 19     
თავის-უფალ ყო მგელი, უბრძანა: "ნუ-ღა-რა იყოფები სავნებელად ადგილსა ამას. სასწაულნი ესე
Line of ed.: 20     
დღეინდელა დღედმდე ჰგიან, რამეთუ ვერას ავნის პირუტყუთა ნადირნი ველისანი. სხუანი-ცა
Line of ed.: 21     
მრავალნი სასწაულნი აღასრულნა.

Line of ed.: 22        
შემდგომად ამისა მამად ბერთა ევაგრე განაჩინა, თჳთ შთავიდა ლაკუასა, მღჳმესა ბნელსა,
Line of ed.: 23     
კაცთა მიუვალსა. ვითარ გამოთქუეს სიმჴნე და მოთმინება მისი, ლოცვა, ეშმაკთაგან განსაცდელთა
Line of ed.: 24     
შეწყნარება, ცრემლი და ვედრება უფლისა. მას შინა კეთილად აღასრულა ცხოვრება
Line of ed.: 25     
მისი ითხოვა მღდლისა-მიერი სიწმიდე და წარვიდა წინაშე უფლისა, და მუნ-ვე მიმღებელ
Page of ed.: 212   Line of ed.: 1     
იქმნა სადა ღუაწლი აღასრულა და ჩანან საფლავი დღეისით, სასო ქართველთა: წლითი-წლად
Line of ed.: 2     
ნაწილნი აღმოეცენნებიან, მორწმუნეთა განმამჴნობელად, და ურწმუნოთა განმამკჳრებელად:
Line of ed.: 3     
ვიდრე სულიერ-ღა იყო, მრავალი სასწაული / აღასრულა: დიდსა-ცა არაგუთა მდინარე განაპო,
Line of ed.: 4     
მკელობელი ავლინა, განრისხებული მეფე მშჳდ ყო, ვნებული არა-წმიდათაგან განკურნა,
Line of ed.: 5     
უშვილოთა შვილი მიანიჭა, და ძე იგი კათალიკოს ყო. დაიდვა წმიდა გუამი მისი სამყოფსა
Line of ed.: 6     
და საღუაწოსა შინა მღჳმისასა.



*


Line of ed.: 7        
იყო მამა წმიდა ისე წილკნელი მოწაფე წმიდისა მამისა იოვანესი, რომლისა არა უწყით
Line of ed.: 8     
მშობელნი, არ-ცა ადგილსა სადაურობისა, თჳნიერ ესე ვიცით, თანა მოჰყვა იოვანესა და მრავლითა
Line of ed.: 9     
იძულებითა ქართლისა კათალიკოსმან აკურთხა მღუდელთ-მთავრად, საყდარსა წმიდისა
Line of ed.: 10     
ღვთის-მშობლისასა, ქუეყანასა მუხრანისასა, და სოფელსა წილკნისასა. ფრიადნი ურწმუნონი
Line of ed.: 11     
სწავლითა მოაქცივნა, მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყოსა თჳსსა: დაბასა მას უწყლობითა
Line of ed.: 12     
სასო-წარკუეთილ იყვნეს, ამისთჳს რამეთუ შორს / იყო ქსანი, შუა ტყე და მაღალი გორა
Line of ed.: 13     
ჰქონდა: აღიღო კუერთხი თჳსი, დღესა ერთსა, შესრულმან, ვედრებისა წარმთქმელმან წინაშე
Line of ed.: 14     
ხატსა დედისა ღმრთისასა: მიიწია ქსნის პირსა, უბრძანა წყალსა მას: "ძლიერებითა უფლისა
Line of ed.: 15     
ჩუენისა იესო / ქრისტესითა, და ღვთის-მშობლისა მარიამისითა, გიბრძანებ, მდინარეო, გამოვედ
Line of ed.: 16     
და შემოუდეგ კუალსა ჩემსა, და მოსდევდი წუერსა კუერთხისასა". უვალსა და უგზაურსა ალაგსა
Line of ed.: 17     
შემოუდგა, ჰყევებოდა ვითარცა მონა. წარმოიღო ვიდრე წილკნის ჩაღმა, რომელი დღეინდელად
Line of ed.: 18     
მდინარეობს წყალი იგი.

Line of ed.: 19        
ამისა შემდგომად ღუაწლი მრავალი განფინა უფლისა მიერ, წარვიდა სიხარულითა,
Line of ed.: 20     
მღდელთ-მოძღურობისა პატივი აღასრულა, ღირსი წმიდა სული შევედრა ღმერთსა, და მიიღო
Line of ed.: 21     
ყოვლად პატიოსანი გუამი მისი მონასტერსა მას-ვე წილკნისასა, რომელი აწამომდე ჩანს, სასოდ
Line of ed.: 22     
და შესავედრებელად ქართველთა.



*


Line of ed.: 23        
ხოლო მამა ანტონი შუა-მდინარელი, რომელი იყო მოწაფე მამისა იოვანესი, იყო
Line of ed.: 24     
წმიდა ესე განშორებულთა შორის ფრიად სათნო და წარჩინებული. ამან ყოვლად სანატრელმან
Line of ed.: 25     
წმიდა იგი ხატი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელ სახედ პირსა თჳსსა ტილოსა ზედან
Line of ed.: 26     
გამოსახა, და ავგაროზს სასოება აღუსრულა; და შემდგომად ამაღლებისა, თადეოსის-მიე/რითა
Line of ed.: 27     
ჴელითა მიუვლინა და განკურნა კეთრისა მისგან ქუემდებარისა, და ყოვლით სახლეულით მისით
Line of ed.: 28     
ნათელ-იღო, თადეოსის-მიერითა ჴელითა. და შემდგომად მისსა ძე კაცისა ავგაროზისა, და
Line of ed.: 29     
კუალად შვილის-შვილისა ძისა მისისა ენაცვალნეს მათ მეფობათა ოდენ, და არა ღმრთის-მსახურებითა. რამეთუ
Line of ed.: 30     
განდგომილ იქმნეს ღვთის-მსახურებასა, და დამონებულ ეშმაკთა საოცრებასა.
Line of ed.: 31     
რამეთუ რა იგი ავგაროზს ეყო ეშმაკთა, და ვითარ შემუსრნა და განუდგა, მისი ენება შურის-გება,
Line of ed.: 32     
რათა მიუზღოს ეშმაკთა, სახე ძუელისა მის საზორველისა დამჴობისა, დამჴობათა ხატისა
Line of ed.: 33     
მის საუფლოსათა, რომელი აღმართა ავგაროზ ბჭეთა ზედა ქალაქისათა, სადა-იგი ემართა
Page of ed.: 213   Line of ed.: 1     
კერპი ბილწი. რამეთუ მუნ დაუსუენა ხატი იგი ტილოსი, ფიცარსა ზედა გარდართხმული, რათა
Line of ed.: 2     
ყოველნი შემავალნი მუნ შინა ხილვით თაყვანის-ცემდენ. მაშინ ბილწმან შვილის-წულმან ავგაროზისმან
Line of ed.: 3     
აღირჩია დღე-კეთილებისა წილ უსახურობა, და ხატი იგი უარყო, და ეშმაკთა შეუდგა,
Line of ed.: 4     
და იგონა ხატისა მის ქრისტესისა, რათა / წარწყმიდოს იგი.

Line of ed.: 5        
მაშინ ეპისკოპოსმან მის ქალაქისამან გულის-ხმა ყო განზრახვა ბოროტისა მის, და ყო
Line of ed.: 6     
განგება ღირსი და შემსგავსებული მის ჟამისა. რამეთუ სადა-იგი ხატი ესუენა, კამარედად
Line of ed.: 7     
ქმნილ იყო, და წმიდამან ეპისკოპოსმან დადგა კანდელი აღნთებული, საფარველად ტაძრისა
Line of ed.: 8     
მის, აღმართა / კეცი წინა პირსა ხატისასა, და აღმოყორა კარი იგი კამარისა, და შეაფარილა,
Line of ed.: 9     
რომელ ყოვლად არა ეტყობოდა, თუ ერთი რომელ უახლეს არს. და შემდგომად უკანასკნელთა
Line of ed.: 10     
ჟამთა, ხუასრო, სპარსთა მეფე, მოადგა ედესია ქალაქსა, და უწყო თხრა ქუეშე ზღუდესა, და
Line of ed.: 11     
ენება, რათა ეგრეთ შევიდენ, რ(ამეთუ) ვერ აგრძნან, თუ ბრძავს-ო. მაშინ ღ(მერთ)თ(მა)ნ არა დაიდუმა უტყუველი
Line of ed.: 12     
აღთქმა, რომელ აღუთქუა, ვითარმედ: "ზღუდე ვარ მე ედესიისა", და მშობელისა თჳსისა მეოხებითა,
Line of ed.: 13     
ევლავიოზს, ეპისკოპოსსა მის ქალაქისასა, გამოეცხადა დედა ღმრთისა და რქუა, ვითარმედ:
Line of ed.: 14     
"მას რომელსა-მე ბჭესა ზედა არს ხატი იგი ჴელით-უქმნელი და დაფარული". და ვითარცა
Line of ed.: 15     
განიღჳძა ეპისკოპოსმან, გულის-ხმა ყო ჭეშმარიტებით ყელსა შინა ჩუენებულსა მას, და განთიად
Line of ed.: 16     
წარვიდა, ლიტანიით, ადგილსა მას, და პოვა წმიდა ხატი იგი ყოვლად განურყვნელი,
Line of ed.: 17     
და კანდელი იგი წინაშე მისსა ანთებული ეგო ეგე-ოდენსა ჟამთა სიმრავლესა შინა, და გარდააწუეთეს
Line of ed.: 18     
ზეთი მის კანდელისა მბრძოლთა მათსა ზედან მის ქალაქისათა, და მეყუსეულად
Line of ed.: 19     
ვითარცა მიახლდა, მიედვა და დაიწვნეს, და ვითარცა მტუერი განიბნივნეს, და უჩინო იქმნეს.

Line of ed.: 20        
ხოლო რომელი იგი კეცი საფარველად მის ხატისა აღმართებულ იყო, მას ზედა გამოსახულ
Line of ed.: 21     
იყო სხუა ხატი და მსგავსება წმიდისა მის საუფლოსა ხატისა. რომელი იგი სწორებით
Line of ed.: 22     
პატივ-იცემებოდეს, და ნისტორიანთა ეკლესიასა შინა დაესუენნეს.

Line of ed.: 23        
მაშინ წმიდამან ამან ანტონი იძია მოძღურისა თჳსისა გზა, და ისწავა ჭეშმარიტი, და ცნა;
Line of ed.: 24     
რამეთუ წარვიდა სომხითს, ჩრდილოეთით-კერძო, სხუათა თანა მოწაფეთა, რომელთა აწ მოვიჴსენნეთ, დავით, და
Line of ed.: 25     
დოდო, და შიო ანტიოქელნი, და რვანი სხუანი მოწაფენი იოვანესნი,
Line of ed.: 26     
ერთისა საზღვრისანი. ესე ცნა წმიდამან ანტონი, აღიძრა ტრფიალებითა მოძღურისა თჳსისათა
Line of ed.: 27     
და ესე-ცა ეძჳნებოდა გულსა თჳსსა, რომელ ნისტორიანთა ეკლესიასა შინა იყვნეს საუფლონი
Line of ed.: 28     
იგი ხატნი, / და აღიყვანა კეცი, რომელი საფარველად მის ხატისა ყოფილ იყო, და
Line of ed.: 29     
ხატი ქმნულ იყო. ესე უჩინარად წარმოიყვანა, წინა-ძღომითა ანგელოზისათა და უწყებითა
Line of ed.: 30     
ზეციერითა, ჩრდილოეთს და მიიწია მტკუარსა ზედან, განვლო იგი და დაემკჳდრა აღმოსავალით,
Line of ed.: 31     
ვითარ ოთხ მილიონ ნაპრალსა კლდისასა, შინაგან მთათა აკრიანთა. იოანეს ახლვიდა
Line of ed.: 32     
ვითარ ხუთ მილიონ, და შიოს ვითარ ცხრა მილიონ, დავით-დოდოს ათსამეტ მილიონ. ხოლო
Line of ed.: 33     
მუნქვეს-ვე რომელ წმიდისა ამის ანტონის ედგნეს საზარდელად გუამისა თჳსისა ირემნი. და
Line of ed.: 34     
იყო მთა უღაღი და სერტყიანი, და იყო ქალაქი ვითარ ერთ მილიონ, მცირე. და ესე ირემნი
Line of ed.: 35     
წარვიდიან ველსა, და ვითარ ჟამი მოვიდის, შინა მოვიდიან, წველის, ვითარ მწყემსნი
Page of ed.: 214   Line of ed.: 1     
მოვიდოდეს ჟამეულად. ხოლო ერთსა ოდენ ჟამსა მოიწივნეს უჟამოდ, დამფრთხალნი, და უკან
Line of ed.: 2     
ნუკრი მოხდევდა, ჴორც-შეკუეთილი. და ესე დაუკჳრდა წმიდასა მას, და თქუა გულსა შინა
Line of ed.: 3     
თჳსსა: თუ "სადა ვინ შეემთხჳა?" რამეთუ არა უწყოდა სიახლე მის ქალაქისა, და მყის ვითარცა
Line of ed.: 4     
კაცთა თუალ-მმრუმედ ხედვასა თანა რქვა: "რა არს ეგე?" და მათ ვითარცა პირ-მეტყუელთა
Line of ed.: 5     
თავ-მიზიდვით რქუეს: "შემომიდეგ და გიჩვენოთ". და შეუდგა კუალსა მათსა, და მიიწია მას
Line of ed.: 6     
ადგილსა, სადა-იგი შემთ/ხუეულ იყო მათდა, და აჰა მთავარი მის დაბისა მოვიდოდა ნადირობად
Line of ed.: 7     
და წინა შეემთხჳა და რქუა: "ვინ ხარ"? ხოლო წმიდა იგი ჴელით უჩუენებდა, სადა იყოფოდა
Line of ed.: 8     
და ყოველსა-ვე საქმესა, რამეთუ ენა არა ესმოდა.

Line of ed.: 9        
მაშინ მთავარმან რქუა: "მე ენა შენი არა მესმის, და რომელ ეგე ჴელითა მეუბნები ეგე-ცა მოგკუეთო".
Line of ed.: 10     
და რქუა: "წარიყვანეთ მჭედლისა თანა". და ვითარცა მიიყვანეს, მჭედელმან შანთი გააჴურვა, და
Line of ed.: 11     
გამოიღო, რათა ჴელი მოჰკუეთოს, და დავარდა ქუე, და ჴელნი ვითარცა შეშანი შეექმნნეს.
Line of ed.: 12     
მაშინ წმიდამან მიჰყო ჴელი და ვითარცა ნაკუერცხალი ჴელითა აღებული მიუპყრა და რქუა:
Line of ed.: 13     
"ვყავ ადრე ბრძანებული შენდა". და იგი განკრთა საშინელსა მას ზედა ხილვასა. და მსწრაფლ
Line of ed.: 14     
მიუმცნეს მთავარსა, და რქუეს ყოველი ხილული. და მან ბრძანა, რათა წინაშე მისსა მიიყვანონ.
Line of ed.: 15     
და ვითარცა მიიყვანეს, რქუა მას: "რა გნებავს სთქუ, და ყოველი მიგცე". ხოლო მცირედი
Line of ed.: 16     
ქვა უჩვენა მან, ვითარ სამეული, და ლოკდა, და ცნეს რამეთუ მარილი უნდა, და მოართუეს
Line of ed.: 17     
ორი ოდენ ქვა გაუტეხელი. და მან მოხლიჩა ერთი ლიტრა და წარვიდა, და ალოკა
Line of ed.: 18     
ფურთა თჳსთა. და იყოფოდა ხატსა მას წინაშე ვიდრე აღსასრულამდე / ცხოვრებისა მისისა.
Line of ed.: 19     
და წმიდა იგი წმიდათა შინა მიიცვალა, და ჩუენ დაგჳტევა ხატი იგი საუფლო, და არს ვიდრე
Line of ed.: 20     
დღეინდელად დღემდე უჩინრად, და სასწაულთ-მოქმედებს განცხადებულად, რომელ უადვილეს
Line of ed.: 21     
არს აღრიცხვა ზღჳს ქვიშათა, ვიდრე საკჳრველებათა საუფლოსა მის ხატისათა. გარნა ვინათგან
Line of ed.: 22     
ღმერთი მხოლო არს მოქმედი სასწაულთა, მან-ვე მხოლომან უწყის სიმრავლე სასწაულთა
Line of ed.: 23     
მისთა. და უკეთუ სოლომონ-ცა იყო, ვერ-ცა მან შეუძლოს აღრიცხვად, თჳნიერ ღმრთისა მხოლოსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.