TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 70

Page of edition: 72 

Line of edition: 1 
   მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა
Line of edition: 2 
   და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ
Line of edition: 3 
   პირველად ვაჴსენოთ ცხოვრება / წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა და ყოვლისა ქართლისა განმანათლებელისა ნინო მოციქულისა, რომელი-ესე თჳთ
Line of edition: 4 
   მან-ვე
Line of edition: 5 
   ნეტარმან მოგჳთხრა ჟამსა აღსრულებისა მისისასა, რომელი აღწერა მორწმუნემან
Line of edition: 6 
   დედოფალმან სალომე უჯარმელმან, ძის ცოლმან მირიან მეფისამან, ასულმან თრდატ
Line of edition: 7 
   სომეხთა მეფისამან.

Line of edition: 8 
   და იყო მათ ჟამთა შინა, ოდეს წმიდა გიორგი კაბადუკელი იწამა ქრისტესთჳს,
Line of edition: 9 
   იყო კაბადუკიათ ქალაქით კაცი ვინ-მე, მთავართა შესაბამი მონა ღმრთისა, სახელით
Line of edition: 10 
   ზაბილონ, და ესე წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისა მსახურებად / და ნიჭისა მოღებად
Line of edition: 11 
   მისგან. და მათ-ვე დღეთა შინა კაცი ვინ-მე იყო კოლასტრას შინა, და ეს/ხნეს მას ორ
Line of edition: 12 
   შვილ, ძე და ასული: და სახელი ძისა მისისა იობენალი, ხოლო ასულისა სოსანა.

Line of edition: 13 
   და აღესრულნეს მეუღლენი იგი, და დარჩეს და-ძმანი იგი ობლად, და აღდგეს და
Line of edition: 14 
   წარვიდეს იგინი .ქალაქად წმიდად იერუსალემად. და იმედ ყვეს იმედი იგი ყოველთა
Line of edition: 15 
   ქრისტიანეთა წმიდა აღდგომა, და მიევედრნეს მუნ. ვინა-ცა ძმა ესე იობენალი მიემთხჳა
Line of edition: 16 
   დევტალარობასა, ხოლო დაჲ იგი მისი სოსანა მსახურებდა ნიაფორსა სარა ბეთლემელსა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.