TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 71

Page of edition: 73 

Line of edition: 1 
   ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკელი, სახელით ზაბილონ, რომელი ვაჴსენეთ, მიიწია
Line of edition: 2 
   ჰრომედ წინაშე მეფისა. და აღდგომილ იყვნეს მას ჟამსა ბრანჯნი ბრძოლად ჰრომთა,
Line of edition: 3 
   ველსა ზედა პატალანისასა. და მოსცა / უფალმან ძალი ზაბილონს, ჭაბუკსა მას კაბადუკელსა,
Line of edition: 4 
   უძლეველი, და ქმნა წინა-აღდგომა მტერთა მიმართ უზომოთა, და აოტნა
Line of edition: 5 
   ბრანჯნი, და შეიპყრა მეფე ბრანჯთა და ყოველნი იგი მთავარნი მათნი, და / მიიყვანნა
Line of edition: 6 
   იგინი წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან განაწესა სიკუდილი მათი. მაშინ იწყეს ტირილად
Line of edition: 7 
   ბრანჯთა მათ, და ევედრებოდეს ზაბილონს: "მოგუეც პირველად სჯული თქუენი
Line of edition: 8 
   და შეგჳყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა, და მაშინ-ღა / იყავნ სიკუდილი ჩუენი.

Line of edition: 9 
   რამეთუ შენ-ვე გჳპყრენ და შენ-ვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იქმნე სისხლისა
Line of edition: 10 
   ჩუენისაგან, ახოვანო".

Line of edition: 11 
   ხოლო ზაბილონს ვითარ-ცა ესმა ესე, მსწრაფლ აუწყა მეფესა და პატრიაქსა
Line of edition: 12 
   სიტყუა მათი. და მოსცეს ნათელი ჴელსა ქუეშე ზაბილონისსა. და შეიყვანნეს ტაძარსა
Line of edition: 13 
   შინა ღმრთისასა, აზიარნეს წმიდათა საიდუმლოთა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა,
Line of edition: 14 
   და უჩუენნეს მათ დიდებანი იგი მოციქულთანი.

Line of edition: 15 
   და დილეულ ადრე ადგეს ბრანჯნი იგი, და შეიმოსეს სამოსელი სამკუდრო, და
Line of edition: 16 
   განვიდეს ადგილსა მას კაცის სამკლველოსა და სისხლის დასათხეველსა, ილოცვიდეს
Line of edition: 17 
   და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებისათჳს და იტყოდეს: "ჩუენ სიკუდილსა / შინა
Line of edition: 18 
   უ/კუდავ ვართ, რამეთუ ღირს გუყვნა ღმერთმან ესე-ვითარსა დიდებასა მიღებად



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.