TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 72
Page of edition: 74
Line of edition: 1
საგზალსა მას დაულევნელსა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა ღმრთისა უკუდავისასა,
Line of edition: 2
რომელი უმაღლეს არს ყოველთა მთათა და უქუესკნელეს ყოველთა უფსკრულთა,
Line of edition: 3
რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ხოლო ვაი ნაშობთა ჩუენთა, ნაყოფთა სიმწარისათა და მკჳდრთა ბნელისათა". და ჴმობდეს: "მოვედინ მეჴრმლე
Line of edition: 4
/ და აღიხუენ
Line of edition: 5
თავნი ჩუენნი ჩუენგან".
Line of edition: 6
ამას რა ხედვიდა ზაბილონ, აღიძრა გონებითა და ტიროდა მწარედ, რამეთუ
Line of edition: 7
ვითარ-ცა ცხოვართა თავნი მათნი წარკუეთად მოიდრიკნეს, და მოსიკუდიდ მიეპყრნეს,
Line of edition: 8
და ვითარ-ცა კრავთა შვილთა მათთა საწყალობელად იგლოვდეს,
Line of edition: 9
მაშინ მოწყალე ქმნული მათთჳს შევიდა ზაბილონ წინაშე მეფისა და გამოითხოვნა
Line of edition: 10
იგინი მეფისაგან სამკუდროდ შეკაზმულნი, და მიმადლნა მეფემან და რქუა: "მიმინიჭებია
Line of edition: 11
იგინი შენდა, და რაჲ-ცა გნებავს უყავ მათ". და განუტევნა იგინი.
Line of edition: 12
ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილონს, რათა წარყვეს ქუეყანასა მათსა და მისცეს.
Line of edition: 13
/ სჯული ქრისტესი, ნათლის-ღება წყლითა ყოველსა ერსა მათსა. ხოლო მან ისმინა
Line of edition: 14
ვედრება მათი, და მოითხოვა მღდელი პატრიაქისაგან; და ბრძანება მოიღო მეფისაგან.
Line of edition: 15
და წარვიდეს სიხარულით.
Line of edition: 16
და ვითარ მიეახლნეს დღისა ერთისა სავალსა, მივიდა წინა / ამბავი, ვითარმედ:
Line of edition: 17
"მეფე ცოცხალი არს, მოვალს, და ყოველნი მთავარნი მის თანა". მაშინ შეიძრნეს
Line of edition: 18
ათნი საერისთაონი: ხოზამა, ხოზა, გაახილაჯა, ტენებაგა, ხინგარაგი, ზიჯა, ზაგა,
Copyright
TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.