ხოლო ვითარ/-ცა წარიკითხა თრდატ ბრძანება ესე კეისრისა, მსწრაფლ იწყო
Line of edition: 2
ძიებად მათდა, და პოვნა იგინი საწნეხელთა მათ შინა პირველ ჴსენებულთა.
Line of edition: 3
და იხილა რა რიფსიმე, აღივსო გულის-თქმითა და განიხარა სიხარულითა
Line of edition: 4
დიდითა, და განიზრახა ცოლად მოყვანება მისი. ხოლო არა ერჩდა წმიდა რიფსიმე.
Line of edition: 5
მაშინ იწამა იგი, დედა-მძუძე მისი გაიანე და სხუანი მრავალნი მათთანანი, ვითარ-ცა
Line of edition: 6
წერილ არს წამება მათი და სასწაული მოქცევასა შინა სომეხთასა. (რამეთუ მადლითა
Line of edition: 7
ღმრთისათა იქმნა მეფე თრდატ ეშუად). ხოლო რომელნი-მე / მათ წმიდათაგანნი დაიმალნეს
Line of edition: 8
და ივლტოდეს.
Line of edition: 9
მაშინ ესე წმიდა ნინო დაიმალა ეკალთა შორის ვარდისათა, რომელი-იგი ჯერეთ
Line of edition: 10
არა ყუაოდა მას ჟამსა. და ოდეს-იგი აღმოვიდოდეს სულნი წმიდათა მათ მოწამეთანი,
Line of edition: 11
იხილა წმიდამან ნინო სტეფანეს მსგავსი დიაკონი, ჩამომავალი ოლარითა ნათლისათა;
Line of edition: 12
და ჴელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლე, რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელებისა, რომელი
Line of edition: 13
ცათა დაფარ/ვიდა, და მის თანა სიმრავლე ერთა ზეცისათა. და მათ
Line of edition: 14
შეერთნეს სულ/ნი წმიდათა მოწამეთანი.
Line of edition: 15
რომელი-ესე იხილა რა ესრეთ წმიდამან ნინო, ღაღად-ყო ესრეთ: "უფალო,
Line of edition: 16
უფალო, რად დამიტეობ მე შორის ასპიტთა და იქედნეთა". მაშინ ჴმა ესმა ზეგარდამო,
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.