რომელი ეტყოდა, ვითარმედ: "ესრეთ-ვე იყოს წარყვანება შენი, ოდეს ეგე / ეკალი,
Line of edition: 2
რომელი არს გარემოს შენსა, ყოველი იქმნეს ვარდის ფურცელ სულნელ. აღდეგ და
Line of edition: 3
ვიდოდე ჩრდილოთ-კერძო, სადა-იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკი არა".
Line of edition: 4
და წარმოვიდა მუნით წმიდა ნინო და მოვიდა ორბანთად, საზღვართა სომხითისათა,
Line of edition: 5
და მუნ დაიზამთრა ჭირთა შინა მრავალთა. და თუესა მეოთხესა, რომელ არს
Line of edition: 6
ივნისი, წარმოემართა და მოიწია მთათა ჯავახეთისათა, სადა-იგი მიემთხჳა ტბასა
Line of edition: 7
დიდსა გარდამდინარესა, რომელსა ჰქჳან ფარავნა. ხოლო მიხედნა რა მუნით, და
Line of edition: 8
იხილნა მთანი ჩრდილოსანი; რამეთუ დღეთა მათ ზაფხულისათა იყვნეს სავსენი თოვლითა
Line of edition: 9
და ჰაერითა სასტიკითა. და შეძრწუნდა წმიდა ნინო და თქუა: "უფალო, უფალო,
Line of edition: 10
მიიღე სული ჩემი ჩემგან".
Line of edition: 11
და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდელი მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა
Line of edition: 12
მონადირეთასა. და მწყემსნი-ცა იყვნეს / მას-ვე ადგილსა და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა
Line of edition: 13
ღამისასა სამწყსოსა მათსა ზედა; და ხადოდეს / ღმერთთა მათთა არმაზს და ზადენ/ს,
Line of edition: 14
და აღუთქმიდეს მათ შესაწირავთა: "ოდეს მოვიდეთ მშჳდობით-ო".
Line of edition: 15
ხოლო წმიდა ნინო მეცნიერ იყო მცირედ ენასა სომხურსა, რამეთუ პირველ
Line of edition: 16
ესწავლა ნიაფორისგან, და პოვა მწყემსთა მათ შორის სომხურად მზრახველი და
Line of edition: 17
ჰკითხა მას, ვითარმედ: "რომლისა სოფლისანი ხართ?" ხოლო მან მიუგო და რქუა,
Line of edition: 18
ვითარმედ: "დაბით ელარბინით და საფურცლით, და ქინძარელნი, რაბატელნი დიდისა
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.