TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 86

Page of edition: 88 

Line of edition: 1 
   ამის წმიდისასა და შევიდა ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაულისა, და დაყო მუნ თუე
Line of edition: 2 
   ერთი, და განიცდიდა ძალსა ამის ქუეყანისასა.

Line of edition: 3 
   მაშინ დღესა ერთსა აღიძრნეს ერნი დიდნი მით ქალაქით, წარმავალნი დიდად
Line of edition: 4 
   ქალაქად სამეუფოდ, მცხეთად, მოვაჭრებად საჴმართა რათამე და ზორვად წინაშე არმაზ
Line of edition: 5 
   ღმრთისა მათისა. და წარჰყვა წმიდა იგი მათ / თანა. ხოლო ვითარ-იგი მიიწივნეს
Line of edition: 6 
   ქალაქად მცხეთად, წიაღ / მოგუთასა ჴიდსა ზედა, და დადგეს მუნ. და / ხედვიდა წმიდა
Line of edition: 7 
   ნინო ცეცხლის მსახურთა მათ ერთა მოგუებასა და ცთომასა; და ტიროდა წმიდა ნინო
Line of edition: 8 
   წარწყმედასა მას ზედა მათსა, და იგლოვდა უცხოებასა თჳსსა.

Line of edition: 9 
   და აჰა ესერა, ხვალისა დღე იყო ჴმა ოხრისა და საყჳრისა; გამოვიდა ერი
Line of edition: 10 
   ურიცხჳ, ვითარცა ყუავილნი ველისანი, და ზარი საშინელი გამოვიდოდა, და ჯერეთ
Line of edition: 11 
   მეფე არღა გამოსრულ იყო. და ვითარ მოიწია ჟამი, იწყო სივლტოლა და მიდამომალვა
Line of edition: 12 
   ყოვლისა კაცისა, შიშითა საფარველსა თჳსსა შეივლტოდა. და აჰა, მყის
Line of edition: 13 
   გამოვიდა დედოფალი ნანა, და ნელიად მოვიდოდა ერი. და შეამკუნეს ყოველნი
Line of edition: 14 
   ფოლოცნი თჳთოფერითა სამოსლებითა და ფურცლითა. და იწყო ყოველმან ერმან ქებად მეფისა. მაშინ გამოვიდა მირიან მეფე საზარელითა და
Line of edition: 15 
   თუალ-შეუდგამითა ხილვითა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.