TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 91

Page of edition: 93 

Line of edition: 1 
   მაშინ მოვიდა სეფექალი ერთი, სახელით შროშანა და იხილა იგი ხესა მას
Line of edition: 2 
   ქუეშე; განკჳრდა და მოიყვანა ბერძულად მეტყუელი დედაკაცი, და ჰკითხა გზა მისი.

Line of edition: 3 
   ხოლო წმიდამან ნინო აუწყა და უთხრა ყოველი გზა და საქმე მისი, თჳნიერ ხოლო
Line of edition: 4 
   დედა-ძმათა მისთა არა აუწყა, რამეთუ ტყუედ უთხრა თავი თჳსი. მაშინ შეეწყალა შროშანას
Line of edition: 5 
   უცხოებისა მისთჳს, აღევსნეს თუალნი ცრემლითა და აიძულებდა მას, რათამცა
Line of edition: 6 
   წარჰყვა სახიდ სამეუფოდ. ხოლო წმიდამან ნინო არა ინება წარსლვა მის თანა, და
Line of edition: 7 
   წარვიდა შროშანა.

Line of edition: 8 
   შემდგომად ამისსა მესამესა დღესა ჩამოვიდა ქართლად, გამოვლო მტკუარი და
Line of edition: 9 
   მიმართა სამოთხესა მას მეფისასა, სადა-იგი აწ არს სუეტი იგი ღმრთივ აღმართებული
Line of edition: 10 
   და ეკლესია საკათალიკოზო, და მი-რა-ვიდა კარსა მას სამოთხისასა, იხილა სახლი
Line of edition: 11 
   მცირე სამოთხისა მცველისა. შევიდა წმიდა ნინო, და ჯდა მას შინა დედაკაცი,
Line of edition: 12 
   რომლისა სახელი ანასტო. და ვითარცა იხილა დედაკაცმან მან, აღდგა, მოეხჳა და
Line of edition: 13 
   შეიტკბო ვითარცა მეცნიერმან, დაჰბანნა ჴელნი და სცხო ზეთი, მოართუა პური და
Line of edition: 14 
   ღჳნო, და დაყო მის თანა წმიდამან ნინო ცხრა თუე.

Line of edition: 15 
   ხოლო იყვნეს ესე ანასტო და ქმარი მისი უშვილო და ზრუნვიდეს ფრიად
Line of edition: 16 
   უშვილოებისათჳს. მაშინ იხილა წმიდამან ნინო ჩუენებასა შინა: მოვიდა კაცი ნათლის
Line of edition: 17 
   ფერი და რქუა, ვითარმედ: "შევედ სამოთხესა მაგას, ბაბილო არს მცირე ნაძუთა ქუეშე,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.