TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 90

Page of edition: 92 

Line of edition: 1 
   ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე მტერ არიან: ამან სამე მას ზედა
Line of edition: 2 
   ზღუა მოაქცია, და აწ მან შური იძია და მის მიერ მოიწია ესე". ხოლო რომელნიმე
Line of edition: 3 
   იტყოდეს: "რომლისა ღმრთისა ძალითა თრდატ მეფე ეშუად იქმნა და მისვე ღმრთისა
Line of edition: 4 
   ძალითა კაცად იქმნა, და მან უკუე ღმერთმან მოაწია ესე. რამეთუ სხუა ღმერთი ვერ
Line of edition: 5 
   შემძლებელ არს ესევითარისა ქმნად". ესევითარსა ამას იტყოდეს, რამეთუ ვინათგან
Line of edition: 6 
   თრდატ მეფე ქრისტეს ძალითა ეშუად ქმნილ იყო, და ქრისტეს ძალით-ვე კუალად
Line of edition: 7 
   კაცად მოქცეულ იყო. მიერითგან ქება-დიდება ქრისტესი არღარა ფარულად ითქმოდა
Line of edition: 8 
   ქართლს შინა, რამეთუ მადლსა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს.

Line of edition: 9 
   ხოლო მასვე დღესა რისხვისასა, ოდეს დასცხრა სეტყუა იგი და ქარი სასტიკი,
Line of edition: 10 
   მაშინ გამოვიდა წმიდა ნინო კლდისა მისგან ნაპრალისა და პოვა თუალი იგი ბივრილი,
Line of edition: 11 
   აღიღო და წარმოვიდა წინა-კერძო დასასრულსა მის კლდისა ცხჳრისასა, სადა
Line of edition: 12 
   ყოფილ იყო ძუელი ციხე, და მუნ დგა ხე ერთი ბრინჯისა, შუენიერი, მაღალი და
Line of edition: 13 
   რტო-მრავალი, სადა-იგი ყოფილ-იყო ბარტამ მეფისა საგრილი და განსასუენებელი.

Line of edition: 14 
   და მივიდა ხესა მას ქუეშე, გამონიშნა ნიში ქრისტეს ჯუარისა და ილოცვიდა მუნ ექუს
Line of edition: 15 
   დღე. და მადლობდა ღმერთსა და ევედრებოდა, რათა მოხედნეს წყალობით ერსა მას
Line of edition: 16 
   შეცთომილსა და იჴსნეს ეშმაკისაგან. ხოლო ოდეს იქმნა ესე, ჟამი იყო მეექუსე, და
Line of edition: 17 
   დღე მეექუსე და თჳსა მის, ოდეს იგი ევმანოელ თაბორს მამისა ხატი უჩუენა თავთა
Line of edition: 18 
   მათ მოწაფეთა და თავთა მათ წინასწარმეტყუელთა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.