შენსა და ნაშობსა მათსა, რათა იხილონ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარება
Line of edition: 2
შენი და რათა ჩრდილო ბღუარსა თანა იხარებდეს და ყოველმან ენამან მხოლოსა
Line of edition: 3
ღმერთსა თაყუანის-გცეს ქრისტეს იესოს მიერ, ძისა შენისა, რომელსა შუენის მადლობა
Line of edition: 4
და დიდების მეტყუელება".
Line of edition: 5
და ვითარცა დაასრულა ლოცვა ესე წმიდამან ნინო, და წამის-ყოფა იყო ოდენ
Line of edition: 6
თუალისა - აღდგეს დასავლით ქარნი და ჰაერნი, და ჴმა სცეს ქუხილითა, ჴმითა საზარელითა, და
Line of edition: 7
გამოჩნდეს ღრუბელნი მოსწრაფედ ნიშნითა საშინელითა. და მოიღო
Line of edition: 8
ნიავმან დასავალისა მზისამან სული ჯერკულისა მწარისა და ნავღლისა მყრალისა.
Line of edition: 9
რომელი-ესე იხილა რა სიმრავლემან ერისამან მათ ზედა მომავალად, მაშინ ივლტოდა
Line of edition: 10
ყოველი კაცი ქალაქად და სოფლად. მიეცა დრო, ვიდრემდის შეესწრნეს კაცნი საყოფელთა
Line of edition: 11
მათთა შინა. და მეყსეულად მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი, მწარედ სასტიკი
Line of edition: 12
და მოიღო სეტყუა ლიტრისა სწორი ადგილსა მას ოდენ ზედა, საყოფელსა კერპთასა.
Line of edition: 13
და დააწულილნა კერპნი იგი და დამუსრნა, დაარღვივნა ზღუდენი ქარმან სასტიკმან
Line of edition: 14
და შთააბნივნა კლდეთა ნაპრალსა. ხოლო წმიდა ნინო დარჩა მშჳდობით ადგილსა
Line of edition: 15
მას, სადა პირველ შესრულ იყო.
Line of edition: 16
ხოლო დღესა მეორესა გამოვიდა მირიან მეფე და ყოველი იგი ერი, ეძიებდეს
Line of edition: 17
ღმერთთა მათთა და არა ჰპოვებდეს. რომლისათჳს-იგი დაეცა მათ შიში და ძრწოლა.
Line of edition: 18
და იგლოვდეს გულ-ფიცხელი ერი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: "ქალდეველთა ღმერთი
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.