TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 88

Page of edition: 90 

Line of edition: 1 
   მარცხენით მისსა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი-იგი ღმერთად
Line of edition: 2 
   უჩნდეს ერსა მას ქართლისასა.

Line of edition: 3 
   მაშინ ტიროდა და სულთ-ითქუმიდა ნეტარი ნინო ღმრთისა მიმართ ცთომათა
Line of edition: 4 
   მათთათჳს ქუეყანისა ჩრდილოსა, მიფარვასა მათგან ნათლისასა და უფლებასა მათ
Line of edition: 5 
   ზედა ბნელისასა: რამეთუ მიხედნა მეფეთა მათ დიდ-ძალთა და ყოველთა მთავართა,
Line of edition: 6 
   რომელნი ცოცხლებით შთაენთქნეს ჯოჯოხეთსა, დაეტევა დამბადებელი, და ქუათა და
Line of edition: 7 
   ძელთა, სპილენძსა და რვალსა განჭედილსა ღმერთად თაყუანის-ცემდეს, და ესენი
Line of edition: 8 
   იცოდეს ყოვლისა შემოქმედად. მაშინ მოეჴსენა სიტყუა იგი, რომელი ამცნო იობენალ
Line of edition: 9 
   პატრიაქმან, წმიდამან მამამან, ვითარმედ: "მამაკაცსა სრულსა წარგავლინებ, და მიწევნად
Line of edition: 10 
   ხარ ქუეყანასა უცხოსა და ნათესავთა დარაგეველ ზეფელ ბაკადულ, რომელ არს
Line of edition: 11 
   ბრანჯულად: "კაცთა ღმრთის მჴდომთა".

Line of edition: 12 
   მაშინ აღიხილნა ზეცად და თქუა: "უფალო, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს
Line of edition: 13 
   მტერნი შენნი და მრავლითა სულგრძელებითა შენითა იქმენ, რასაც იქმან და მოიგონებენ
Line of edition: 14 
   მტუერნი ესე ქუეყანასა ზედა. არამედ ნუ უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ ხატი
Line of edition: 15 
   შენი არს კაცი, რომლისათჳსცა ერთი წმიდისა სამებისაგანი კაც იქმენ და აცხოვნე
Line of edition: 16 
   ყოველი სოფელი, და მოხედენ წყალობით ამათ-ცა ზედა ნათესავთა, და შერისხენ სულთა
Line of edition: 17 
   ამათ ურჩთა სოფლის მპყრობელთა და მთავართა ბნელისათა, და შთაჴადენ ადგილთა
Line of edition: 18 
   ძნელთა. და მიჩუენე მე, უფალო, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მჴევალსა ამას



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.