TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 105

Page of edition: 107 

Line of edition: 1 
   ღმერთი ითრუჯან ყოვლად-ვე მტერ არიან: ამან მას ზედა ზღუა შემოადგინა, და მან
Line of edition: 2 
   ამას ზედა ესევითარი ურვა მოაწია, ვითარ აქუს ჩუეულება სოფლის-მპყრობელთა. და
Line of edition: 3 
   კმა გეყავნ ჩემგან ბრძანება ესე"
Line of edition: 4 
   / მიუგო ნეტარმან ნინო: "შენ მეფე სახელითა ქრისტესითა და ვედრებითა
Line of edition: 5 
   დედისა მისისათა და მის თანა ყოველთა წმიდათათა, მოავლინენ შენ ზედა ღმერთმან,
Line of edition: 6 
   ცისა და ქუეყანისა შემოქმედმან, დამბადებელმან ყოვლისა დაბადებულისამან, დიდისა
Line of edition: 7 
   და დიდებულისა მისისა და აურაცხელისა მრავალ-მოწყალებისაგან მოავლინენ შენ ზედა,
Line of edition: 8 
   ვითარ-ცა საჴმილისაგან ნაბერწკალი ერთი მადლისა მისისა, რათა სცნა და გულის-ხმა
Line of edition: 9 
   ჰყო სიმაღლე ცისა და ნ/ათელი მზისა, სიღრმე ზღჳსა და სივრცე ქუეყანისა და საფუძველი
Line of edition: 10 
   მისი, და უ/წყებულ იყო შენ, მეფე, ვინ შემოსნის ცანი ღრუბლითა და ქუხნ
Line of edition: 11 
   ჴმითა ჰაერისათა, და იძრვინ ქუეყანა სიმძლაფრითა მისითა, და რბიან მეხის-ტეხანი,
Line of edition: 12 
   და კუალსა მისსა ეგზების ცეცხლი გულის-წყრომითა მისითა. ანუ ოდეს შეიძრას
Line of edition: 13 
   ვეშაპი იგი დიდი ზღუათა შინა, შეიძრის. ყოველი ქუეყანა, ვიდრემდის დაირღჳან
Line of edition: 14 
   მთანი მყარნი, კლდენი და ქვანი. და მეცნიერ გყვენ შენ ამას ყოველსა მიწევნად,
Line of edition: 15 
   რამეთუ ღმერთი არს ცათა შინა, უხილავ არს თავადი იგი ყოველთა დაბადებულთაგან,
Line of edition: 16 
   თჳნიერ ძისა მისისა, რომელ/ი მისგან გამოვიდა, და ქუეყანასა ზედა გამოჩნდა
Line of edition: 17 
   ვითარ-ცა კაცი, რომელმან აღასრულა ყოველი, რომლისათჳს მოსრულ იყო, და აღვიდა
Line of edition: 18 
   მათ-ვე სიმაღლეთა მამისა თანა. და იხილა მხოლო დაუსაბამო, რომელი მაღალ არს
Line of edition: 19 
   და მდაბალთა ხედავს, და მაღალნი იგი შორით იცნის. მეფეო, ახლოს არს მიახლება
Line of edition: 20 
   შენი ღმრთისა მიხედვად, რამეთუ არს ქალაქსა ამას შინა სასწაული ერთი: სამოსელი
Line of edition: 21 
   ძისა ღმრთისა აქა არს, და ხალენისა მის ელიასი თქუეს ვიეთ-მე აქავე ყ/ოფა. / და



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.