TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 106

Page of edition: 108 

Line of edition: 1 
   მრავალნი სასწაულნი არიან, რომელნი. ღმერთმან გამოაჩინნეს. და აწ მე მთავარი
Line of edition: 2 
   ესე შენი განვკურნო ძალითა ქრისტეს ღმრთისა ჩემისათა და ჯუარითა ვნებისა მისისათა,
Line of edition: 3 
   ვითარ-ცა დედოფალი განვკურნე სენისაგან დიდისა. და რა იგი ვაუწყე მას,
Line of edition: 4 
   ჰყოფს იგი, რათა სული-ცა თჳსი განაბრწყინვოს და ერი-ცა თჳსი მიაახლოს ღმერთსა".

Line of edition: 5 
   "და მიჰგუარეს მას მთავარი იგი, და მოვიდა დედოფალი-ცა იგი სამოთხესა მას
Line of edition: 6 
   შინა, ნაძუთა მათ ქუეშე; და დაადგინა იგი აღმოსავალით, სცნა ჴელნი აპყრობად და
Line of edition: 7 
   ათქუმია სამ-გზის: "ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, და შეუდგები ქრისტეს/ა ძესა ღმრთისასა".

Line of edition: 8 
   და ტიროდა ნინო სულ-თქმითა სულისა თჳსისათა. და ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა
Line of edition: 9 
   კაცსა მას ზედა. და იყვნეს მოწაფენი მისნი მუნ-ვე ერთ დღე და ორ ღამე. და მსწრაფლ
Line of edition: 10 
   განვიდა მისგან სული იგი ბოროტი. და დაემოწაფნეს ნინოს სახლით და ერით-ურთ
Line of edition: 11 
   მისით, და ადიდებდეს ღმერთსა".

Line of edition: 12 
   თქუმული სიდონია დედა-კაცისა
Line of edition: 13 
   რომელი იყო მოწაფე ნინოსი, რომელი-ესე იხილა და დაიწერა მოქცევა
Line of edition: 14 
   სასწაულითა მირია/ნ მეფისა, და შევრდომა ნინოსი აღსარებისათჳს ქრისტესისა, ჯუარისა
Line of edition: 15 
   აღმართებისათჳს, ეკლესიათა აღშენებისათჳს და მას შინა სასწაულთა მისთათჳს.

Line of edition: 16 
   თავი მეშჳდე, მამაო გუაკურთხენ
Line of edition: 17 
   "და იყო. / დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა,
Line of edition: 18 
   განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით-კერძო, და მოუჴდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი,
Line of edition: 19 
   და შთაუგდო გულსა სიყუარული კერპთა და ცეცხლისა; და იგონებდა ყოველსა მსახურებასა
Line of edition: 20 
   მათსა და მახჳლითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. და რქუა მეფემან
Line of edition: 21 
   ოთხთა თანა/-მზრახველთა მისთა: "ღირს ვართ ჩუენ ღმერთთა ჩუენთაგან ბოროტის
Line of edition: 22 
   ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშჳთ ჩუენ ქრისტიანეთა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.