TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 108

Page of edition: 110 

Line of edition: 1 
   ძელი ჯუარისა და თაყუანის-ვცე მას და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა, და
Line of edition: 2 
   ვიყო მორჩი/ლ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა".

Line of edition: 3 
   "ესე ყოველი რა წართქუა, განთენა და გამობრწყინდა მზე. და გარდაჴდა მეფე
Line of edition: 4 
   ცხენისაგან, დადგა მას-ვე ადგილსა, განიპყრნა ჴელნი აღმოსავლით ცად მიმართ და
Line of edition: 5 
   თქუა: "შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა,
Line of edition: 6 
   ღმერთი, რომელსა ნინო იტყჳს; და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან,
Line of edition: 7 
   ცასა ქუეშე და ქუეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიჴსენ მე ჭირისაგან და განმინათლე
Line of edition: 8 
   ბნელი ჩემი. აჰა ესე-რა, მიცნობი/ეს, რამეთუ გინდა ჴსნა ჩემი, ლხინება და
Line of edition: 9 
   მიახლება შენდა, უფალო კურთხეულო. ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯუარისა,
Line of edition: 10 
   რომლითა იდიდებოდის სახელი შენი და იჴსენებოდის საქმე ესე სასწაული უკუნისამდე". და
Line of edition: 11 
   დაი/სწავა ადგილი იგი და წარმოემართა. იხილეს ნათელი და მოერთო
Line of edition: 12 
   ერი განბნეული. ხოლო მეფე ღაღადებდა: "მიეცით ღმერთსა ნინოსსა დიდება, რამეთუ
Line of edition: 13 
   იგი არს საუკუნითგან ღმერთი და მას მხოლოსა შუენის დიდება უკუნისამდე".

Line of edition: 14 
   "ხოლო ნანა დედოფალი და ყოველი ერი განვიდა მიგებებად მეფისა. რამეთუ
Line of edition: 15 
   ესმა პირველ წარწყმედა და კუალად მოსლვა მშჳდობით, და მიეგებოდ/ეს ქინძარას და
Line of edition: 16 
   ღართას. ხოლო ნეტარი ნინო დადგომილ იყო ლოცვასა მწუხრისასა მაყულოვანსა
Line of edition: 17 
   მას შინა, ჩუეულებისაებრ მისისა, ჟამსა თჳსსა, და ჩუენ მის თანა ორმეოცდაათი
Line of edition: 18 
   სული. და ვითარ-ცა მოვიდა მეფე, იძრვოდა ქალაქი, და ჴმითა მაღლითა ღაღადებდა
Line of edition: 19 
   მეფე: "სადა არს დედა-კაცი იგი უცხო, რომელ არს დედა ჩემი და ღმერთი მისი
Line of edition: 20 
   მჴსნელი ჩემი". და ვითარ-ცა რქუეს, თუ: "აქა მაყულოვანსა არს და ილ/ოცავს", მოვიდა
Line of edition: 21 
   თჳთ მეფე და ყოველი იგი ლა/შქარი, გარდაჴდა მეფე ცხენისაგან და ეტყოდა ნინოს:



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.