"აწ ღირს ვარ სახელის-დებად სახელსა ღმრთისა შენისასა და მჴსნელისა ჩემისასა".
Line of edition: 2
ხოლო წმიდა ნინო ასწავებდა და ეტყოდა მსწრაფლ თაყუანის-ცემად აღმოსავალით და
Line of edition: 3
აღსარებად ქრისტეს ძისა ღმრთისა.
Line of edition: 4
მაშინ იყო გრგჳნვა და ტირილი ყოვლისა კაცისა, ოდეს ხედვიდეს მეფესა და
Line of edition: 5
დედოფალსა ცრემლოვანთა. და ხვალისა დღე წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად
Line of edition: 6
მირიან მეფემან წინაშე კოსტანტინე ბერძენთ მეფისა და წიგნი ნინოსი ელენე დედოფალსა
Line of edition: 7
წინაშე. და აუწყეს ესე ყოველი სასწაული ქრისტეს-მიერი, რომელი იქმნა
Line of edition: 8
მცხეთას შინა / მირიან მეფესა ზედა, და ითხოვნეს მოსწრაფებით მღდელნი ნათლის-ღებისათჳს. ხოლო
Line of edition: 9
წმიდა ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდეს ერსა მას ზედა დღე და
Line of edition: 10
ღამე დაუცხრომელად, და უჩუენებდეს გზასა ჭეშმარიტსა სასუფეველისასა".
Line of edition: 11
თქუმული მისი-ვე აღშენებისათჳს ეკლესიისა
Line of edition: 12
"ოდეს წარემართა მეფე და ყოველი ერი ქრისტიანობასა / მოსწრაფებით ვიდრე
Line of edition: 13
მღდელთა მოსლვადმდე, რქუა მეფემან წმიდასა ნინოს: "მესწრაფების მე აღშენებად
Line of edition: 14
სახლსა ღმრთისასა; სადა აღვაშენო?" რქუა წმიდამან ნინო: "სადა-ცა მეფეთა გონება
Line of edition: 15
მტკიცე არს" რქუა მას მეფემან: "მიყუარან მე მაყუალნი ესე შენნი და მუნ მნებავს
Line of edition: 16
გონებითა ჩემითა, გარნა არა ვყო ესრეთ, არამედ არა ვრიდო სამოთხესა მას სამეუფოსა,
Line of edition: 17
და ნაძუთა ამათ სიმაღლესა, და ბაბილოთა ამათ ნაყოფიერებასა, და ყუავილთა
Line of edition: 18
სურნელებასა. რამეთუ ჩუენება რომელი იხილე შენ მფრინველთა მათ ფრთითა უშუერითა
Line of edition: 19
განბანა წყლითა და განსპეტაკება ბრწყინვალედ, და დასხდომა მათი ხეთა მათ
Line of edition: 20
ზედა სამოთხისათა და ჴმობა მათი ჴმითა ტკბილითა, - ჭეშმარიტად / სამოთხე ესე
Line of edition: 21
ჴორციელი წარმწყმედელი შეგუეცვალოს სამოთხედ საუკუნოდ, და მუნ აღვაშენოთ
Line of edition: 22
სახლი ღმრთისა სალოცველად ჩუენდა ვიდრე მოსლვადმდე მღდელთა საბერძნეთით".
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.